x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქართველმა კრიმინალმა ძმაკაცის მკვლელობის გამო საშინელი ფორმით იძია ყველაზე შური

image
ისტორია, რომელიც ამ სტატიის სახით მინდა, რომ მოგითხროთ რეალურია და მისი "მთავარი გმირი" კი შორეული ნათესავი იყო.
ჯ.ბ არ იყო "კანონიერი ქურდი", მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება ბევრჯერ ჰქონდა მისი "უმწიკვლო რეპუტაციის" გამო კრიმინალურ სამყაროში.
წარმოშობით ზუგდიდის რაიონიდან გახლდათ, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრება რუსეთში ჰქონდა გატარებული, სადაც ბუნებრივია ბაზარზე ციტრუსის გაყიდვით არ იყო დაკავებული, ქურდობდა მთელი მისი შეგნებული ცხოვრება 12 წლის ასაკიდან. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ჯ.ბ ინტელიგენტების ოჯახში იყო გაზრდილი, ბაბუა საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, ბებია ტრესტის მთავარი ბუღალტერი, მამა სკოლის დირექტორი და დედა კი ექიმი.
გენეტიკაა მთავარიო, ბევრჯერ გამიგია. გენეტიკის მიხედვით ჯ.ბ საუკეთესო მოსწავლე უნდა ყოფილიყო.
14 წლის ასაკში პირველად მოხვდა არასრულწლოვანთა კოლონიაში საქართველოში. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი სამართლებრივი დსჯა საქართველოში, კოლონიიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა რუსეთს მიაშურა, მიაშურა და მალევე მიიქცია სვერდლოვსკის ოქის "მაყურებლის" ყურადღება, ბედის ირონიით მოზარდი და "კრიმინალური ავტორიტეტი" თითქმის ერთდროულად აიყვანეს ერთ კორპუსში, სადაც ორივე ცხოვრობდა.
სისხლის სამძებროს თანამშრომლებს პატარა ბიჭი ისე ცინიკურად და აგდებით ექცეოდა ხელებზე ბორკილებ დადებული, მრავლის მნახველი "კანონიერი ქურდიც" კი გაოცდა.
ჯ.ბ მაწანწალობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სვერდლოვსკის ოლქში მდებარე არასრულწლოვნების კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც სრულწლოვანი გახდა და სრულწლოვნების კოლონიაში გადაიყვანეს ეტაპით. სწორედ აქ გადაიკვეთა სვერდლოვსკის ოლქის და უკვე კოლონიის "მაყურებლის" და ქართველი კრიმინალის გზები.
რუსმა "კანონიერმა ქურდმა" ჯერ თავის დინებაზე მიუშვა ჯ.ბ და ერთი სიტყვაც კი არ შეუწევია ისთვის, აინტერესებდა როგორ მოიქცეოდა ქართველი კრიმინალი არასრულწლოვანთა კოლონიისგან განსხვავებულ გარემოში.

ჯ.ბ-მ არც სრულწლოვანთა კოლონიაში დაუხარა თავი კოლონიის ხელმძღვანელობას და ამის გამო სასჯელს ხშირად სამარტოო საკანში იხდიდა, სადაც ურჩ პატიმრებს ათავსებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ჩაერია კოლონიის "მაყურებელი" ჯ.ბ-ს ცხოვრრებაში, ჯერ თავისთან გადაიყვანა, მერე კი მთელ კოლონიაში ეგრეთ წოდებული "მალიავა" გავრცელა, სადაც ჯ.ბ-ს უმცროს ძმას უწოდებდა.

ჯ.ბ ბევრად ადრე გამოვიდა კოლონიიდან და თან წერილიც გამოიტანა, სადაც "კრიმინალური ავტორიტეტი" მას უმცროს ძმას უწოდებდა და თავისი გარემოცვის ხალხს შეტყობინებას უგზავნიდა ბიჭისთვის ყურადღება მიექციათ.

ჯ.ბ ისევ თავის საქმიანობას დაუბრუნდა, თავის მფარველს ძალიან ხშირად უგზავნიდა მოსაკითხს, რის გამოც სვერდლოვსკელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" მას "კანონიერი ქურდის" სტატუსის მიღება შესთავაზეს, თუმცა ჯ.ბ-ს პასუხი შეუვალი და კატეგორიული იყო: "მე ვცხოვრობ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს კრიმინალი, ჩემი სახლი და ოჯახია ციხე, მე "ვმუშაობ" მარტო და მინდა ჩემი ცხოვრება ამ გზით გავაგრძელო".
ძალით "სტატუსს" არავის აძლევდნენ მაშინ, ახლა ციხეში არნამყოფებს, რომ აძლევენ სტატუსს ეგრე კი არ იყო სსრკ-ს დროს.

ჯ.ბ-ს მფარველიც გამოვიდა ციხიდან და ის მარჯვენა ხელად გაიხადა, დაჰყავდა "კრიმინალურ" დაჯგუფებებს შორის წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად, დაჰყავდა ის, სადაც ვინმეს "სტატუსს" აძლევდნენ, ჯ.ბ-ს სიტყვაც ეთქმოდა და მისი აღნაგობიდან გამომდინარე მუშტიც კარგად უჭრიდა, როცა "თვითმარქვიების" დაშოშმინება იყო საჭირო. არაერთხელ შესთავაზეს "სტატუსის" მიღება, მაგრამ ისევ უარზე დადგა იგივე პასუხით.

ოჯახიც კი არ შეუქმნია, ცხოვრობდა ისე, თითქოს ეს მისი ცხოვრების ბოლო დღე ყოფილიყო, ავსებდა "საერთოს" და აგვარებდა ისეთ საკითხებს, რომელიც წესით "სტატუსის" მქონე კრიმინალს უნდა მოეგვარებინა, მაგრამ ჯ.ბ-ს ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, არ მომხდარა ფაქტი, მისი სიტყვა სადმე ვინმეს გაეპროტესტებინა.

დრო კი გადიოდა, სსრკ-ც დაიშალა და თუ ადრე "კრიმინალური ავტორიტეტების" გავლენა უზარმაზარი იყო, მათი ჩაჩოჩება უკვე ძალოვნებმა დაიწყეს, მაგრამ ვერ ჩააჩოჩეს ვერც მოლაპარაკებით, ვერ მუქარით სვერდლოვსკის მაყურებელი და ის ერთ საღამოს საკუთარ სადარბაზოში შესვლისას რამდენიმე მილიციელმა ავტომატების ჯერებით ჩაცხრილა, მოკლულს ხელყუმბარა, პისტლეტი და ავტომატი "ჩაუდეს". საქმე კი ისე "შეკერეს თითქოს მან შემოწმების მიზნით გაჩერებისას მოკლე ავტომატიდან მილიციონერების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ჯ.ბ საქართველოში ბაბუას დაკრძალვაზე იყო ჩამოსული როცა ეს ამბავი მოხდა.
სვერდლოვსკში დაბრუნებულმა კი მალევე მოიპოვა ინფორმაცია ოთხივე მილიციელზე, რომლებმაც ჩაცხრილეს სვერდლოვსკის ოლქის "მაყურებელი" და მისი ძმაკაცი.

რამდენიმე დღეში ოთხივე მილიციელი დაიკარგა, ვერსად ვერავინ იპოვეს ისეთი ვინც მცირე ინფორმაციას მიაწოდებდა მილიციის საგამოძიებო ჯგუფს მათი დაკარგვის მიზეზებზე.

თუმცა რამდენიმე კვირაში გამოჩნდა მეთევზე, რომელიც მდინარე პიშმაზე მოტორიანი ნავით თევზაობისას შეესწრო გვიან საღამოს საეჭვო ფაქტს, თუმცა სანამ მილიციონერების დაკარგვაზე არ გაიგო აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია, როცა გაიგო მომხდარის შესახებ, ეგრევი მიაწოდა ინფორმაცია უბნის რწმუნებულს, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია სვერდლოვსკის საოლქო მილიციის სამმართველოს გადასცა.

მდინარე პიშმაზე მითითებულ ადგილზე, მყვინთავებმა იპოვეს ოთხივე დაკარგული მილიციის ოფიცერი, რომლებიც თუნუქის გობებზე იყვნენ ფეხებით დაბეტონებული. მეთევზემ გაიხსენა იმ ნავის ფერიც, რომელიც შევიდა მდინარეზე იმ საღამოს. ნავის პატრონმა აღიარა, რომ გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოტორიანი ნავი გადასცა ნაცნობის რეკომენდაციით მისულ კავკასიელ, ახოვან მამაკაცს.
ნაცნობიც მალე დააკავეს, მან ვერ გაუძლო დაკითხვის მძიმე პროცესს და აღიარა, რომ სარეკომენდაციო წერილი ნავის პატრონთან გაატანა ჯ.ბ-ს, რომელსაც ჯერ კიდევ ტობოლსკის ციხიდან იცნობდა.

გამოცხადდა ჯ.ბ-ზე ძებნა მთელი რუსეთის მასშტაბით და ის სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ბელორუსში გადასვლას ცდილობდა.
დაკითხვაზე ჯ.ბ-ს არ დაუმალავს, რომ ოთხივე მილიციის ოფიცერი მან ცოცხლად დააბეტონა თუნუქის გობებზე ხელებ და ფეხებ შეკრუკები და ერთ საღამოს, რიგრიგობით ჩაუშვა მდინარის სიღრმეში შურისძიების მიზნით.
როცა ჰკითხეს, ხომ შეეძლო პირდაპირ მოეკლა და ნაკლები შრომა დაეხარჯა საქმეზე, მან გაიცინა და მოკლედ მოჭრა: "მაშინ შურისძიება კი არა უბრალოდ მკვლელობა გამოვიოდა", მე კი მკვლელი არა ვარ"!

სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (რუსეთის კრიმინალურმა სამყარომ მთელ რუსეთში განთქმულ ებრაელ ადვოკატს კოლოსალური თანხა გადასცა ჯ.ბ-ს დაცვისათვის), რაც საკმაოდ მცირე სასჯელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა უკვე შეჩერებული იყო რუსეთში, რომ არა ადვოკატის დაცვის ტაქტიკა შეეძლოთ მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

ჯ.ბ სასამართლო დარბაზიდან პერმის მხარეში სოლიკამსკში მდებარე განსაკუთრებით მმძიმე დანაშაულისათვის დასჯილი პატიმრების ციხეში გადაიყვანეს.
საუბარია "თეთრ გედზე", სადაც სასჯელს იხდიან ტერორიზმში ბრალდებულები, სერიული მკვლელები, განსაკუთღებით მძიმე დანაშაულებისთვის სასჯელმისჯილი ადაიანები.

ჯ.ბ-მ 20 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და თავის სოფელში დაბრუნდა. ბევრჯერ შემხვედრია კოხტად ჩაცმული ახოვანი ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც საერთოდ არ უყვარდა საუბარი, ერიდებოდა ხალხმრავალ ადგილებს. ქელეხში მიდიოა და ეგრევე გამოდიოდა, ქორწლშიც კი მაქსიმუმ ნახევარი საათი გაჩერებულიყო.

არავინ იცის ვინ უგზავნიდა ცხოვრებისათვის საჭირო ფულს, მაგრამ ფაქტია-ერთი დღე არ უმუშავია საქართველოში დაბრუნების დღიდან, ეზოს მოსაწესრიგებლადაც კი მუშები მოჰყავდა, ორმაგს, ხშირად სამმაგ გასამრჯელოს უხდიდა.

სულ ორიოდე წლის წინ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის დღეს პრქაქტიკულად ტევა არ იყო არც უზარმაზარ ეზოში, არც განიერ ქუჩაში, ქელეხის სუფრა გაიშალა ზუგდიდის 3 რესტორანში, არავინ იცის ვინ გადაიხადა დანახარჯი, არავინ იცის ვინ შეუკვეთა ძვირფასი სასახლე მიცვალებულისათვის, არავინ იცის ვისი შეკვეთით გააკეთეს სასაფლაო, ვინ გადაიხადა წარმოუდგენელი სინატიფით გაკეთებული საფლავის ქვა, რომელსაც "კრიმინალური ავტორიტეტის" ქვაზე ამოჭრილი მოზრდილი 9 ქიმიანი ვარსკვავი ამშვენებს.

P.S

სტატია არ ემსახურება "კრიმინალური სამყაროს" პოპულარიზებას, სტატია ეხება წარსულში მომხდარ რეალურ ისტორიას.

0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
396