x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაუჯერებელია! ბერმა XV საუკუნეში, მსოფლიოს დეტალური რუკა შექმნა

თანამგზავრებისა და თვითმფრინავების გამოჩენამდე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კონტინენტების და ზღვის სანაპიროების კონტურების ზუსტად დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა...

XV საუკუნეში, ბერმა ფრა მაურომ მსოფლიოს უზარმაზარი რუკა შექმნა, რომლის სიგრძე სიგანე – 2, 5 X 2, 5 მ. იყო. Mappa Mundi (მსოფლიო რუკა) პორტუგალიის მეფის აფონსუ V (1432–1481 წწ.) შეიქმნა და მასზე ევროპის, აზიის და აფრიკის 3000–ზე მეტი ობიექტი იყო დატანილი. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ კონტინენტების სანაპირო ხაზის კონტურები, ზუსტად ემთხვევა რეალური საზღვრები.


imageფრა მაუროს რუკა და კოსმოსიდან გადაღებული პლანეტის ფოტო


ფრა მაურო, დაახლოებით, 1400 წ. დაიბადა და ახალგაზრდობის წლებში, სავაჭრო და სამხედრო გემებით ბევრს მოგზაურობდა. ბოლოს ბერი გახდა და სასულიერო მოღვაწეობა კ. მურანოზე (ვენეციის ლაგუნა), წმ. მიქაელის სახელობის მონასტერში დაიწყო. იქ მან პორტუგალიის მეფისთვის რუკის შექმნის შეკვეთა მიიღო და მაშინვე სამუშაოს შეუდგა. რუკა, რომელის საფუძველსაც პორტში, ვაჭრების და მოგზაურებისგან მიღებული ინფორმაცია წარმოადგენდა, მან 1450 წ. დასრულდა.


imageფრა მაუროს Mappa Mundi–ი, 1450 წ.


ერთი შეხედვით, რუკაზე ასახული კონტინენტები, შეიძლება, ვერც იცნოთ, რადგან ის «თავდაყირაა» შედგენილი და აფრიკის სამხ. ნაწილი დედამიწის კიდემდე არის გადაჭიმული. მსოფლიო ოკეანეში კი, სხვადასხვა ქვეყნის გემები დაცურავენ.


imageრუკაზე ასახული, ჩინეთის გემები ინდოეთის ოკეანეში


მართალია, ეს შუა საუკუნეებში შედგენილი, ერთადერთი მსოფლიო რუკა არ არის, მაგრამ, მისი დეტალურობა და სიზუსტე, ნამდვილად რომ გამაოგნებელია. მაგ., თითქმის იმავე პერიოდით დათარიღებულ რუკაზე, მხოლოდ ევრაზიის კონტინენტი კი არა, ამერიკის ორივე კონტინენტია გამოსახული, თუმცა მასზე ნაჩვენები სანაპირო ხაზი, აბსტრაჰირებულია და არც იმდენი დასახლების პუნქტი და ობიექტია დატანილი.

ეს რუკა, ჩინელმა კოლექციონერმა ლიუ განმა 2001 წელს, შანხაის ერთ–ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში, 500 დოლარად შეიძინა. რუკა 1763 წლით არის დათარიღებული, მაგრამ მასზე შემდეგი სახის ტექსტია დატანილი: «რუკა სიუმ გადმოიხატა მო იო ტონგის 1418 წლის, ორიგინალური რუკიდან, რომელიც 1763 წელს, ცინის დინასტიის ქვეშევრდომი იყო». რაც კოლუმბის «ახალ სამყაროში» ჩასვლამდე, 74 წლით ადრე იყო. თუმცა, ჩინურ რუკაზე უკვე ორივე ამერიკის კონტინენტია დატანილი, ამასთან ორივე სანაპირო, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი და არა მხოლოდ ერთი სანაპირო, როგორც ეს ცნობილი მეზღვაურის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ფირი რეისი (1470-1553 წწ.) რუკაზეა. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:

* არტეფაქტი, რომლის მიხედვით, შუმერული ცივილიზაცია წარღვნამდე არსებობდა

* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები

* როდესაც კატებმა ძიძობა გადაწყვიტეს (15 გულისამაჩუყებელი ფოტო)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0