x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კოლუმბის მოგზაურობამდე შედგენილი რუკა, რომელზეც ამერიკის ორივე კონტინენტია
image


ეს რუკა ჩინელმა კოლექციონერმა ლიუ განმა 2001 წელს, შანხაის ერთ–ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში, 500 დოლარად შეიძინა. რუკა 1763 წლით არის დათარიღებული, მაგრამ მასზე შემდეგი სახის ტექსტია დატანილი: «რუკა სიუმ გადმოიხატა მო იო ტონგის 1418 წლის, ორიგინალური რუკიდან, რომელიც 1763 წელს, ცინის დინასტიის ქვეშემრდომი იყო». რაც კოლუმბის «ახალ სამყაროში» ჩასვლამდე, 74 წლით ადრე იყო. თუმცა, ჩინურ რუკაზე უკვე ორივე ამერიკის კონტინენტია დატანილი, ამასთან ორივე სანამირო, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი და არა მხოლოდ ერთი სანაპირო, როგორც ეს ცნობილი მეზღვაურის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ფირი რეისი (1470-1553 წწ.) რუკაზეა.

თავად ფირი რეისი ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და ამის გამო, თუ იმიტომ, რომ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, თავი დაეზღვია უნდოდა, რუკის კიდეებზე გაკეთებული მინაწერებით გვატყობინებს, რომ მისი რუკის საფუძველს, ადრეული პერიოდის ისტორიული წყაროები და უფრო ძველი, ალ. მაკედონელის დროინდელი, რუკები წარმოადგენდა.


imageფირი რეისის რუკის ფრაგმენტი

სავარაუდოდ, ატლანტის ოკეანის გადაცურვის დროს, კოლუმბიც მსგავსი რულებით ხელმძღვანელობდა, რადგან იალქნიანი გემით, ატლანტის ოკეანის გადაცურვა ადვილი არ არის. ამის გასაკეთებლად, აუცილებლად უნდა მოხდეს გაბატონებული ქარების და დინების მიმართულების გათვალისწინება. კოლუმბმა რომ წინასწარ იცოდა ზუსტი მარშრუტის შესახებ, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ის ჯერ კანარის კუნძულებისკენ დაეშვა, ხოლო შემდეგ, პასატების ზოლზე აღმოჩნდა და ოკეანე ზურგის ქარით გადალახა.

ვიდრე კოლუმბი თავის ცნობილ მოგზაურობაში წავიდოდა, ის პოტენციურ ინვესტორებს, რომლებსაც მისი მოგზაურობა უნდა დაეფინანსებინათ, რაღაც რუკებს აჩვენებდა. ამის შესახებ, კოლუმბის შვილი წერდა, თავის მოგონებებში. თუმცა, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ კოლუმბს განსაკუთრებული რუკა ან დოკუმენტი ჰქონდა, არ არსებობს.

imageმაგრამ, არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომ კოლუმბს მართლაც ჰქონდა რუკა (ზევით სურათზე რომ არის, ის არა), რომლიც რადიკალურად განსხვავდებოდა შუა საუკუნეში არსებული რუკებისგან. იმ პერიოდში, ფართოდ გავრცელებულ რუკებზე, ინდოეთი, ატლანტის ოკეანის გადაღმა, იგივე განედზე მდებარეობდა, რომელზეც ესპანეთი. მაგრამ, კოლუმბმა, პორტიდან გამოსვლისთანავე, კურსი სამხრეთით, კანარის კუნძულებისკენ აიღო. შემთხვევით მოხდა ეს?

გარდა ამისა, კარიბის ზღვის კუნძულებამდე რომ მივიდა, მან კურსი ისევ სამხრეთისკენ აიღო და არა ჩრდილოეთისკენ, სადაც ოფიციალური რუკების მიხედვით, ინდოეთი უნდა უოფილიყო.

ქ. კოლუმბის მოგზაურობის ისტორიაში, ყურადღებას კიდევ ერთი ფაქტი იქცევს. კანარის კუნძულებზე ჩასვლის შემდეგ, კოლუმბმა გემის კაპიტნებს (ექსპედიციაში სამი გემი მონაწილეობდა) დაბეჭდილი პაკეტები გადასცა, იმ შემთხვევისთვის, თუ შტორმში მოხვდებოდნენ და ერთმანეთს დაკარგავდნენ. პაკეტში ინსტრუქცია იყო, რომელშიც ეწერა, რომ თუ გემი დაიკარგებოდა, ან ჩამორჩებოდა, უკან არ დაბრუნებულიყო. მას პასატების მიმართულებით 700 ლიგა (საზღვაო ერთეული, 1 ლიგა – 4, 82 კმ.) დღე და ღამე უნდა გაეცურა. ხოლო შემდეგ, რიფები დაიწყებოდა და ღამე ცურვა აღარ შეიძლებოდა.


image


პასატების არსებობის შესახებ, ძველთაგანვე იყო ცნობილი. მაგრამ, რა უნდა სცოდნოდა კოლუმბს რიფების შესახებ? მის მიერ დასახელებულ მანძილზე, როგორც გაირკვა, ბერმუდის კუნძულები მდებარეობს. ანუ გამოდის, რომ კოლუმბმა ამ კუნძულების არსებობის შესახებაც იცოდა!

გარდა ამისა, მკვლევარების ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიქცია. ცნობილია, რომ კოლუმბის გემებზე კინაღამ ბუნტი მოხდა. როდესაც გემები პასატების ზონაში შევიდნენ და ზურგის ქარმა ამერიკისკენ «გააქროლა», მეზღვაურებმა შენიშნეს, რომ ქარი გამუდმებით დასავლეთისკენ ქროდა. მათ შეეშინდათ, რადგან მიხვდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში, უკან დაბრუნების შანსი აღარ ჰქონდათ. მაგრამ, მას შემდე, რაც კოლუმბმა რაღაც დოკუმენტები აჩვენა, ყველა დამშვიდდა. შემდგომში, კოლუმბს საიდუმლო რუკა კიდევ ერთხელ დაეხმარა და პასატების მეშვეობით, ამერიკაში ჩასული, ევროპაში, გოლფსტრიმის თბილი დინებით დაბრუნდა. შესაძლებელია, რომ ადამიანს ასე «უმართლებდეს»?!


imageკოლუმბის I ექსპედიციის მარშრუტი (პატარა ისრებით ქარის მიმართულება აღნიშნული, დიდით – დინება)


ამ და კიდევ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების განხილვის შემდეგ, თანამედროვე მკვლევარების ერთი ნაწილი, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კოლუმბს რაღაც დოკუმენტები უნდა ჰქონოდა, რომელიც ბევრად უფრო მეტ გეოგრაფიულ ინფორმაციას შეიცავდა, ვიდრე შუა საუკუნეებში ცნობილი რუკები.
მაგრამ, როგორ მოხვდა ეს რუკა კოლუმბის ხელში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – საიდუმლო რუკის არსებობის თეორიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ინფორმაცია დიდმა მეზღვაურმა ანტიკურ წყაროებში მოიძია. პლატონი პირდაპირ წერდა, ატლანტის ოკეანის დასავლეთით ხმელეთის არსებობის შესახებ. დღეს, როდესაც ჩვენთვის ამ ხმელეთის შესახებ ყველაფერი ცნობილია, ყურადღება მთლიანად ატლანტიდაზე გადაგვაქვს, მაგრამ კოლუმბის დროს, ამერიკის შესახებ არაფერი იცოდნენ და სავარაუდოდ, კოლუმბი სწორედ ამ კვალს გაჰყვა. მას არ აინტერესებდა ატლანტიდა, რომელიც აღარ იყო. კოლუმბს «ახალი სამყაროსკენ» უნდოდა გზის გაკვალვა – სამყაროსკენ, რომელიც ჩინელებისთვის უკვე ცნობილი და არც ისე «ახალი» იყო.


image


imageimage
imageimage


0
513
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0