x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უგულებელყოფენ კატები ადამიანებს და რომელია ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი? – მეცნიერების აღმოჩენები

ზოგჯერ, სამეცნიერო აღმოჩენები იმდენად გასაოცარია, რომ მისი დაჯერება გვიჭირს. მაგრამ, მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი თეორიების ფაქტებით განმტკიცებას... აქ ორ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადასტურდა და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.


1. კატები განზრახ უგულებელყოფენ ადამიანებსimage


დიახ, შინაური კატებისთვის, ადამიანი საკვების და კომფორტული ცხოვრების წყაროა... მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ცხოველებისთვის ადამიანი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. კატები, ადამიანის მიერ, ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ იყო მოშინაურებული. თუმცა, მას შემდეგ, ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობაში, პროგრესი არ მომხდარა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, კატები ადამიანებს მხოლოდ იტანენ და არ ეჯაჭვებიან, მაგალითად, როგორც ამას ძაღლები აკეთებენ. უფრო მეტიც, ხშირად, ისინი განზრახ უგულებელყოფენ ადამიანებს. ექსპერიმენტების შემდეგ გაირკვა, რომ მაშინაც კი, როდესაც კატას მისი სახელი ესმის, შეგნებულად არ პასუხობენ ნაცნობ ხმას, უბრალოდ, საკუთარი, კატური მოსაზრების გამო.


2. ნერწყვი* — ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ცნობილია ადამიანისთვისimage


პარადოქსია, მაგრამ მხოლოდ 2006 წ. აღმოაჩინეს მეცნიერებმა ის, რასაც ადამიანები გარშემო, ათასობით წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. ალბათ, ყველას უნახავს, ​​თუ როგორ ილოკავენ ცხოველები ჭრილობებსა და ნაკაწრებს. აღმოჩნდა, რომ ამას ისინი ინსტინქტურად აკეთებენ. რადგან მათი ნერწყვი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე ნივთიერებებს შეიცავს.

ხოლო, ადამიანის ნერწყვში აღმოჩენილია ოპიორფინი, რომელიც 6–ჯერ აღემატება მორფინის და მისი სინთეზური ანალოგების, ტკივილგამაყუჩებელ შესაძლებლობების.

გამოდის, რომ, საუკეთესო წამალი ჩვენსავე ორგანიზმშია! მაგრამ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ როგორ გამოვიყენოთ ის სწორად. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკაწრები, ან კანის სხვა დაზიანება, ჩვენც ნერწყვით უნდა დავიმუშაოთ. მაგრამ, სავარაუდოდ, მეცნიერები, სამედიცინო გამოყენებისათვის საჭირო მასშტაბით, ოპიორფინის სინთეზირებისთვის, გზას იპოვიან.


* ყველამ ვიცით, რომ ნერწყვი პირის ღრუში ავტომატურად გამომუშავდება და ის, რომ გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება მის რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს. მაგრამ, როგორ ხდება ეს ყველაფერი?

ეს არა მარტო რთული, ალბათ, უმრავლესობისთვის წარმოუდგენელი პროცესია: ნერწყვი, – სისხლისგან მიიღება, რომელიც სახის სხვადასხვა ნაწილში განლაგებულ ჯირკვლებში გაედინება, პლაზმა (სისხლის თხევადი ნაწილი) იფილტრება და საბოლოო ჯამში, ნერწყვად გარდაიქმნება.
ეს ნერწყვის ჯირკვლებში განლაგებული სპეციალური უჯრედების წყალობით ხდება, რომლებიც პლაზმის ზოგიერთი ელემენტის რეაბსორბაციაზე (შეწოვა, შთანთქვა) აგებენ პასუხს. ამას ემატება, პირის ღრუში განლაგებული ნერწყვის ჯირკვლები და მიიღება გამჭვირვალე სითხე – ჩვენი პირის ღრუს ბიოლოგიური გარემოს განუყოფელი ნაწილი. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამის შესახებ სტალინს არასდროს უსაუბრია

* 25 საინტერესო ფაქტი ფსიქოლოგიის შესახებ

* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0