x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
საბჭოთა ვარსკვლავების იშვიათი საქორწილო ფოტოები
საბჭოთა ვარსკვლავებმა თავიანთი ქორწილები სხვადასხვანაირად აღნიშნეს - ზოგმა მოკრძალებულად, ზოგმაც მასშტაბურად. ამ რარიტეტული საქორწინო ფოტოების ასაკი 40-50 წელზე მეტია, სადაც ცნობილი საბჭოთა ვარსკვლავების იშვიათი რეტრო ფოტოებს ნახავთ, მათ შორის არიან ანდრეი მირონოვი, ვიქტორ ცოი, სოფია როტარუ, ალა პუგაჩოვა, ვალდიმერ ვისოცკი.იოსებ კობზონი და სხვა.


ანდრეი მირონოვი და ეკატერინა გრადოვა
მირონოვი პირველ მეუღლესთან ეკატერინა გრადოვასთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი მარია.

image


ვლადიმერ ვისოცკი და ლუდმილა აბრამოვა



ვისოცკიმ და აბრამოვამ ერთმანეთი 1961 წელს ფილმის "713-ე ითხოვს დაშვებაზე" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

ვისოცკიმ რესტორანში ჭურჭელი გატეხა და საფასურის გადახდა ვერ შეძლო, აბრამოვა კი უცნობს დაეხმარა. ასე დაიწყო მათი რომანი.

image


იოსეფ კობზონი და ნინელ დრიზინა


კობზონის შემდეგი ქორწილი 1971 წელს შედგა. იოსეფმა ნინელი გაიცნო, როცა ის 20 წლის იყო, ის კი 33 წლის. დედამ დრიზინა გაგზავნა მოსკოვში მეგობრის მოსანახულებლად. მგზავრობის დროს გოგონა მიიწვიეს მსახიობის, ემილ რადოვის სახლში. იქ წყვილმა გაიცნო ერთმანეთი. იოსები პირველივე დღეს მზად იყო დაქორწინებისთვის. მაგრამ ნინელი, უკან ლენინგრადში უნდა დაბრუნებულიყო.

image

ვიქტორ ცოი და მარიანა კოვალევა

ცოის და კოვალევას შორის რომანი მარტივად შეიძლება ჩაითვალოს "სამსახურეობრივად". ის არის სოლისტი, ხოლო მარინა არის ჯგუფი "კინოს" ადმინისტრატორი და პროდიუსერი. 1984 წელს წყვილი დაქორწინდა.

image

სოფია როტარუ და ანატოლი ევდოკიმენკო

ანატოლი ევდოკიმენკო ე.წ."ოქროს ახალგაზრდობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ჟურნალში მან ნახა დამწყები მომღერლის-სოფია როტარუს ფოტო და ერთი ნახვით შეუყვარდა. მან მოახერხა სოფიას პოვნა და მგზნებარე ახალგაზრდამ სცადა მისი გულის მოგება. როტარუმ მაშინვე არ მიიღო იგი, მაგრამ საბოლოოდ ანატოლიმ მაინც მოახერხა მისი კეთილგანწყობის მოპოვება. 1968 წელს წყვილმა მომღერლის მშობლიურ სოფელში 200 კაციანი ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა.

image


ალა პუგაჩოვა და მიკოლას ორბაკაიდე


პუგაჩოვას პირველი ქორწინება მხოლოდ ოთხი წელი გაგრძელდა. ლიტველი მიკოლას ორბაკაიდე მომავალ პოპ- დივასთან ერთად ცირკის სკოლაში სწავლობდა. მალე ისინი დაქორწინდნენ. პუგაჩოვამ აირჩია მოდური უმკლავო, ბაფთით გაფორმებული კაბა და ლუქი დაასრულა ფატით და ყვავილებიანი თმის სამაგრებით. ორი წლის შემდეგ წყვილს შეეძინა ქალიშვილი კრისტინა.

image

იოსებ კობზონი და ლუდმილა გურჩენკო


ეს ქორწინება გურჩენკოსთვის - მეოთხე, ხოლო კობზონისთვის - მეორე იყო. შეყვარებულებს დაქორწინება უბიძგა სასტუმროს ერთ ნომერში დაუქორწინებელი წყვილების აკრძალვამ.

image

ალექსანდრე აბდულოვი და ირინა ალფეროვა

1976 წელს ლენკომი გასტროლებზე იმყოფებოდა ერევანში. თავისუფალ დროს შეყვარებულები პარკში სეირნობდნენ: ფოთოლცვენა, გამჭოლი ცისფერი ცა - შესანიშნავი გარემო რომანტიული პაემნისთვის. ალექსანდრემ ჰკითხა: "შენს ქმრად მიმღებ?" ”თუ ხელით შემომატარებ მთელ პარკს, გიპასუხებ!” ალექსანდრემ ხელში აიტაცა და ძვირფასი ტვირთი არ ჩამოსვა მაშინაც კი, როცა პარკს გასცდნენ. მოსკოვში დაბრუნებულები დაქორწინდნენ.

image

0
460
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0