x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
რა გავლენას ახდენს სიმაღლეში სხვაობა ოჯახურ კეთილდღეობაზე
image



ყველამ იცის, როგორ შეიძლება რაღაც პატარა იყოს ძალიან ძვირფასი ჩვენთვის. მეცნიერთა ბოლო კვლევის მონაცემებმა გარკვეულწილად დაადასტურა ეს განცხადება. აღმოჩნდა, რომ დაბალი ქალები უფრო ხშირად პოულობენ ბედნიერებას მაღალ პარტნიორებთან ქორწინებაში. საინტერესო სამეცნიერო კვლევამ ამ უჩვეულო ფენომენის წარმოშობა გაარკვია.



ევოლუციის წვლილი

image

მსახიობი ჰაფთორ ბიორნსონი (სიმაღლე - 206 სმ) და მისი ცოლი, კელსი ჰენსონი (სიმაღლე - 153 სმ)



მასშტაბურ გამოკითხვაში 7850-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარმა კიტა სონმა გაარკვია, რომ ქალები, რომლებიც მეუღლეზე ბევრად დაბალი არიან, ქორწინებაში უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. თურმე ქალების უმეტესობა მაღალ მამაკაცებს ყურადღებას უფრო აქცევს. ევოლუციამ ქალთა გენეტიკაში ჩადო მაღალი პარტნიორების არჩევის ტენდენცია.




თუმცა მკვლევრებმა შენიშნეს ერთი კანონზომიერება: ბედნიერების განცდასა და პარტნიორის სიმაღლეს შორის კავშირი დროთა განმავლობაში სუსტდება და 18 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიმაღლის მნიშვნელობა პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.



ქალურობის განცდა

image

კალათბურთელი შაკილ ო’ნილი (სიმაღლე - 216 სმ) და მისი შეყვარებული ნიკოლ ალექსანდრე (სიმაღლე - 160 სმ)



მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა 601 ქალის გამოკითხვის საფუძველზე. მათ სთხოვეს აეხსნათ, რატომ იყო სიმაღლის ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი. ქალების უმეტესობის პასუხი ასეთი იყო:



„უხერხულობას განვიცდიდი ყოველ ჯერზე, როცა ქვემოთ დახედვა მიწევდა ჩემი შეყვარებულის სახეში ჩასახედად“

„ქუსლის სიმაღლის არჩევისას არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეგიძლიათ ჩაიცვათ და მაინც კაცზე დაბალი დარჩე“

„სასიამოვნოა, როცა საკოცნელად ან ჩასახუტებლად ზემოთ იწელები“

„მაღალი მამაკაცის გვერდით თავს ქალურად და დაცულად ვგრძნობ“



მაღალი მამაკაცი უფრო ჭკვიანია

image

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი (1997 წლიდან 2007 წლამდე) ტონი ბლერი (სიმაღლე - 183 სმ) და მისი მეუღლე ჩერი ბლერი (სიმაღლე - 162 სმ)



ისინი, ვინც თვლის, რომ ჭკუა წარმატებული კარიერისთვის საკმარისია, ღრმად ცდებიან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური ურთიერთკავშირი ინტელექტსა და ადამიანის სიმაღლეს შორის. ყველაზე ხშირად ჭკვიანი ხალხი საშუალო სიმაღლეზე მაღალია.



მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ საუბარია ძალიან მცირე განსხვავებაზე ინტელექტში. ამიტომაც, დაბალი მამაკაცი სულელად არ უნდა ჩაითვალოს. ადამიანის განვითარების ხარისხი დიდ როლს ასრულებს ზრდასრულ ასაკში ინტელექტის დონეზე.



მაღალი მამაკაცი მდიდარია

image

ფეხბურთელი დეივიდ ბეკჰემი (სიმაღლე - 183 სმ) და მისი ცოლი მომღერალი ვიქტორია ბეკჰემი (სიმაღლე - 163 სმ)



მეცნიერებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს მატერიალურ კეთილდღეობასა და სიმაღლეს შორის კავშირის დასადგენად. გაირკვა, რომ რაც უფრო მაღალია მამაკაცი, მით უფრო მდიდარია. მკვლევრები ფაქტებით მუშაობდნენ. მაგალითად, 30 წლიანი კარიერის განმავლობაში 180 სმ სიმაღლის მამაკაცი 116 ათასი დოლარით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი 150 სმ სიმაღლის კოლეგა.



საკითხის უფრო საფუძვლიანმა შესწავლამ ცხადყო, რომ ყოველი +2, 5 სმ სიმაღლე შემოსავლის 2-2, 5%-ით ზრდას ნიშნავს. ანუ, 1% სიმდიდრე ყოველ დამატებით სანტიმეტრზე.



მაღალი სოციალური სტატუსი




სოციოლოგები ირწმუნებიან, რომ დაბალი ადამიანები იშვიათად აღწევენ მნიშვნელოვან სიმაღლეებს საზოგადოებაში. მაღალ სიმაღლეს თან ახლავს მნიშვნელოვანი სოციალური სტატუსი და სოციალური წონა. მაღალი მამაკაცები აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ აქტივობებში, რაც ზრდის მათი ადაპტაციის უნარს საზოგადოებაში. ამ უნარებით მაღალი მამაკაცი მიზანს უფრო აღწევს.



იდეალური სხვაობა სიმაღლეში

image

კალათბურთელი იაო მინი (სიმაღლე - 229 სმ) და მისი ცოლი, კალათბურთელი იე ლი (სიმაღლე - 190 სმ)



პოლონელმა ანთროპოლოგმა ბოგუსლავ პავლოვსკიმ აღმოაჩინა, რომ პარტნიორის არჩევისას მატერიალური სიმდიდრე, სოციალური მდგომარეობა და წონა მთავარი არ არის. მთავარია, სიმაღლეში სხვაობა. მეცნიერმა წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც 30 სმ სიმაღლის სხვაობა ოჯახური ბედნიერების გარანტიაა.



image

მსახიობი პიტერ დინკლიჯი (სიმაღლე - 135 სმ) და მისი ცოლი ერიკა შმიდტი (სიმაღლე 165 სმ)



რა თქმა უნდა, ბედნიერი ქორწინება ორივე პარტნიორიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს და სიმაღლეში „ოქროს“ სხვაობა ვერ აანაზღაურებს ცუდ ხასიათს ან მავნე ჩვევებს. ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინება უარყოფითი განსხვავებითაც შესაძლებელია, როცა ქალი მამაკაცზე მაღალია, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.



ასევე დაგაინტერესებთ:

გაუცნობიერებელი ლტოლვა: საიდუმლო სიგნალები რომ თქვენზე შეყვარებულნი არიან

რა სურთ ქალებს? - კაცებო, დაიმახსოვრეთ

10 მოულოდნელი რამ, რასაც მამაკაცები სექსუალურად თვლიან

ძველი ტრადიცია ბრუნდება – რატომ ეძინა ადრე ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე?

ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს


0
428
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
428