x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
როგორ იცვლებოდა ქალის მოდა ირანში ბოლო 100 წლის განმავლობაში?
მოდა მუდმივად იცვლება და ასახავს საზოგადოებაში მომხდარ კულტურულ და სოციალურ ცვლილებებს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი სტილი, რომელიც ასახავს ტრადიციებს, რელიგიურ შეხედულებებს და საერთაშორისო ტენდენციების გავლენას.



image



მაგალითად, ევროპაში მოდა გამოირჩევა თამამი ექსპერიმენტებით. აზიაში ტრადიციული ელემენტები ხშირად შერწყმულია თანამედროვე დიზიანის მიდგომებთან. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სტილი პირდაპირ კავშირშია კულტურულ ნორმებთან. გასართობმა გვერდმა CUT აჩვენა, როგორ იცვლებოდა მაკიაჟის და ვარცხნილობის მოდა ირანში 100 წლის განმავლობაში, 1910 წლიდან.



1910-იანი წლები

image




1910-იან წლებში ირანში ქალები ატარებდნენ ჰიჯაბს და ჩადრს - ეროვნული სამოსი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს. სილამაზის მთავარი ნიშანი იყო ფართო, შეერთებული წარბები.



1920-იანი წლები

image



1920 წლისთვის ირანში ქალთა უფლებების მოძრაობა განვითარდა და ეს აისახა ქალების გარეგნობაზეც. დახურული ტანსაცმლის ტარებაზე უარი არ თქვეს, მაგრამ მოდაში შემოვიდა ნათელი ფერების ჰიჯაბი.



1930-იანი წლები

image



1935 წელს ირანში გამოიცა განკარგულება ჩადრის მოხსნის შესახებ. ასე ქალებს საშუალება მიეცათ ლეგალურად მოეშორებინათ გარეგნობაში შეზღუდვები. თუმცა ბევრი არ იყო მზად, უარი ეთქვა ეროვნულ სამოსზე და ტრადიციული სამოსის ტარება გააგრძელა.



1940-იანი წლები

image



უკვე 1940 წელს ჩადრის მოხსნის შესახებ კანონის მოქმედება შეწყდა. ამის წყალობით ქალებს შეეძლოთ დამოუკიდებლად აერჩიათ მათთვის მოსახერხებელი სტილი - თანამედროვე თუ ტრადიციული. ამ პერიოდში ჩადრი დაბალი კლასის წარმომადგენლების სამოსად ითვლებოდა და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო სამოსზე უარის თქმა.



1950-იანი წლები

image



1950-იან წლებში ყველა ქალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ზემოთ მოცემული ფოტოზე ნაჩვენებია. ამ პერიოდში ქალები ორ ბანაკად გაიყო: ზოგი ამაყად აგრძელებდა ჩადრის ტარებას, სხვებმა ევროპული მოდა აირჩიეს.



1960-იანი წლები

image



1960-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩადრზე უარი თქვა. ეროვნულ სამოსს მხოლოდ დაბალი შემოსავლის მქონე ქალები ატარებდნენ.



1970-იანი წლები

image



1970-იან წლებში ირანელმა ქალებმა განქორწინების კანონიერი უფლება მოიპოვეს. მიღებული თავისუფლება აისახა ქვეყნის ქალების სტილშიც. ქალებმა დაიწყეს მინი ქვედაბოლოების, ღრმად ამოჭრილი პერანგების და ღია საცურაო კოსტიუმების ტარება.



1980-იანი წლები

image



1980 წელს ქვეყანამ კულტურული რევოლუცია განიცადა. ქალებს ისევ მოეთხოვათ ჰიჯაბის და ჩადრის ტარება. ტრადიციული ჩაცმულობის გარეშე შენობის დატოვება აკრძალული იყო. ჰიჯაბი უბიწოების ნიშნად იქცა. ჩვეულებრივი ტანსაცმლის ტარება აიკრძალა.



1990-იანი წლები

image



მხოლოდ 90-იან წლებში ქალებს სხვადასხვა ფერის ჰიჯაბის ტარების უფლება მიეცათ.



2000-იანი წლები

image



2000-იან წლებში ირანელ ქალებს შეეძლოთ ჩადრიდან თმის რამდენიმე ღერის გამოჩენა.



2010-იანი წლები

image



2010 წლიდან ირანში ჩაცმის წესი გაცილებით თავისუფალი გახდა. დღეს ქუჩებში შეგიძლიათ იხილოთ ქალები ჩვეულებრივი ევროპული სამოსით (თუმცა მალავენ სხეულის ღია ნაწილებს). უცვლელი მხოლოდ თავსაბურავის ტარების ტრადიცია დარჩა.



ასევე დაგაინტერესებთ:

წარბის მოდა: როგორ იცვლებოდა წარბის ფორმა ბოლო 100 წლის განმავლობაში

მამაკაცის ვარცხნილობის 100 წელი: როგორ შეიცვალა თმის შეჭრის მოდა კაცებისთვის

აი, როგორ ძლიერად შეიცვალა ქალის სხეული 1957 წლიდან, მიზეზი კი გახდა

როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში მოდელების ტიპაჟი, რომელთაც სამუშაოდ მსოფლიოს საუკეთესო მოდის სახლები იწვევენ

რას გულისხმობენ საცურაო კოსტიუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში



0
170
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
170