x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136095
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510371
ბიანკა ცენსორის კანიე უესტის სხვა ყოფილმა ქალებმაც მიბაძეს
image

როგორც ჩანს კენიე უესტის ახალგაზრდა ცოლს, ავსტრალიელი ბიანკა ცენსორის, რეპერის ყოფილმა ქალებმაც მიბაძეს.


უკვე დიდი ხანია საზოგადოებას თავსატეხი გაუჩინა კანიე უესტის ახირებამ, თავის ცოლი ნახევრადშიშველი ატაროს ქუჩაში, სუპერმარკეტში თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, კვირა არ გავა ყვითელმა თუ ხანდახან უფრო სერიოზულმა მედიამაც ბიანკა ცენსორის მორიგი შიშველი გამოხტომა არ განიხილოს.


როგორც ჩანს, სკანდალურ ლამაზმანს მიმდევრები გამოუჩდნენ და მათ შორის ერთ-ერთი პირველები ისინი არიან, ვისაც კანიესთან წარსული აკავშირებს.



მარტის ბოლოს კიმ კარდაშიანი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა ნახევრად შიშველი Balenciaga -ს კოლგოტებით და ზედ შიშველ ტანზე წამოსხმული შუბით, საიდანც მოშიშლებული მკერდი მოუჩანდა.

image

"კიმ ცენსორი", "როდის გაუგზავნი ამ ფოტოებს ყოფილს?".'შენ გინდა, რომ იმას გადააჭარბო?"-ირონიულად უწერდნენ ტელევარსკვლავს კომენტარებში.

image

სულ ახალახან კი კანიე უესტის კიდევ ერთი ყოფილი ქალი, მსახიობი და ბლოგერი ჯულია ფოქსი, თამამად შეუერთდა მათ რიგებს.


34 წლის ჯულია ფოქსი, ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში, კალათბურთის მატჩს დაესწრო, ეცვა თეთრი ტყავის ტოპი, საცვალი ელვა შესაკრავით, ყვითელი მოცულობითი ბეწვის ქურთუკი, ღია ფერის კოლგოტები და მბზინავი ფეხსაცმელები.


image


ჯულია ფოქსის თქმით, კანიესთან ურთიერთობა იმისთვის დაიწყო, რათა კიმი ყოფილი ქმრისგან გაეთავისუფლებინა.

image

ჯულიას თქმით, კარდაშიანები ყოველთვის უყვარდა, რადგან ისინი ჯულიას ხაზის ტანსაცმელს ყიდულობდნენ და თავიანთ მაღაზიებში ყიდდნენ. ჯულიამ თქვა, რომ კანიე დიდი ხნის განმავლობაში სწერდა, თუმცა მასთან ურთიერთობის დაწყებას ყოყმანობდა.


"მაგრამ შემდეგ ვიფიქრე: 'იქნებ, კიმი მისგან დავიხსნა. იქნებ, ყურადღება გადავატანინო და ჩემი თავი მოვაწონო. თუ ვინმეს ეს შეუძლია, მე ვარ, რადგან როცა რაღაცას გადავწყვეტ, იმას ვაკეთებ", — გაიხსენა ჯულიამ.

1
584
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
584
  
17 აპრილი, 17:10
სულ გამოირაყლი კობახიძევდა ეს ხალხი
0 1 1