x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ყველაზე მაგარი პლაკატი აქციაზე" - რა ფოტოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გუშინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქცია-მსვლელობიდან ერთ- ერთი მოქალაქის პალაკატს აზიარებს და წერს:


image


"ყველაზე მაგარი პლაკატი ამ წამს აქციაზე." – წერს ინგა გრიგოლია პირად გვერდზე და ზემოაღნიშნული პლაკატის ფოტოს აზიარებს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები, კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, სადაც ისმოდა მოწოდებები რომ საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი ინიციატივა უკან წაეღო.


ცნობისთვის, მსგავსი კანონი 2023 წლის მარტში პარლამენტში "ხალხის ძალამ" წარადგინა და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, "ოცნებამ" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო.







0
589
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
589