x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
ყველაზე უცნაური და უჩვეულო ავტომობილები მსოფლიოში

ამ ავტომობილებიდან, ზოგიერთი, მართლაც რომ საშინელი შესახედია, ზოგი კი, პირიქით – ლამაზიც კი არის. შესაძლოა, მათგან რომელიმე, ფოტოზე ჩვეულებრივის ასოციაციასაც ტოვებდეს, მაგრამ რეალურად, აქ წარმოდგენილი ყველა ავტომობილი, ნამდვილად რომ უცნაურია.


Pea Car
image

ეს კაშკაშა მწვანე ავტომობილი სატელევიზიო რეკლამისთვის 2005 წელს შეიქმნა. მისი მეშვეობით, გაყინულ ბოსტნეულს უწევდნენ რეკლამას. ხოლო მას, Volkswagen Pea–ს (ფოლკსვაგენის ბარდა) ეძახიან. თუმცა, რეალურად, ავტომობილი სხვადასხვა ნაწილის ვინეგრეტია, რომელიც კომპანია Asylum შექმნა.


Chevrolet El Caminoimage


Chevy El Camino – კუპესა და პიკაპის კომბინაციის შექმნის მცდელობაა. ავტომობილი ბაზარზე 1958 წელს გამოვიდა. მაგრამ, ცუდად იყიდებოდა და რამდენიმე წელში, წარმოებიდან ამოიღეს. თუმცა, ის 1964 წ. ისევ კონვეიერზე დააბრუნეს.


1964 Austin Mini Mokeimage


ეს ავტომობილი, რაღაცით, აშშ–ს სამხედრო ჯიპს ჰგავს. Austin Mini Moke–ი 1964 წელს ბრიტანული არმიისთვის შექმნეს. მაგრამ, არმიაში ავტომობილი, დაბალი კლირენსის (ავტომობილის აგრეგატების ყველაზე დაბალ წერტილი) გამო დაიწუნეს. ამიტომ, ის გასაყიდად უცხოეთში გაიტანეს. მაგრამ, 4 წლის შემდეგ, წარმოებიდან მოხსნეს.


Lotus Evijaimage


Lotus Evija–ი "უცნაურად" ბევრს არ მოეჩვენება. ავტო, ჯეიმს ბონდის მანქანების სტილში, 2 მლნ. დოლარი ღირს და უკვე ამ ფაქტს გადაჰყავს ის "უჩვეულო" და "მიუწვდომელი" ავტომობილების კატეგორიაში.


1970 AMC Gremlinimage


აღნიშნული ავტომობილის რეკლამაში ნათქვამია: "თუ შეგიძლია მანქანის შეძენა, მაშინ, შეგიძლიათ ორი Gremlin შეიძინოთ". ეს რეალურად AMC Hornet–აა, მოკვნეტილი უკანა ნაწილით. ერთი შეხედვით, ავტომობილი შეუხედავია... და მეორე შეხედვითაც – ასეა.


Oscar-Mayer Wienermobileimage


ეს მეტად უჩვეულო ავტომობილი, პირველი Wienermobile–ია (სოსის–მობილი), რომელიც Oscar-Mayer–მა, სარეკლამო მიზნით, 1936 წელს შექმნა.


Faraday Future FF 91image


Faraday Future, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით არის დაკავებული, კალიფორნიაში 2014 წელს დაფუძნდა. პირველი პარტიის – FF 91 გამოშვება, 2022 წლის ზაფხულში იგეგმებოდა და მისი ფასი, დაახლოებით, 180 000 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღეს, ავტომობილის წინასწარი შეკვეთა – 309 000 დოლარი დაგიჯდებათ!


2 L’Oeuf Electriqueimage


ბევრი თვლის, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი – ელექტრო მანქანებია. მაგრამ, ალტერნატიული საწვავის მანქანები, წარსულშიც იყო. მაგ., L'Oeuf Electrique ("ელექტრო კვერცხი") კონცეფციის მანქანა 1942 წ. ფრანგმა სამრეწველო დიზაინერმა პოლ არზენსმა შექმნა და ის ერთი ეგზემპლარის სახით არის.


1961 Amphicarimage


1961 წელს გამოჩნდა მანქანა, რომელსაც მხოლოდ სიარული კი არა, ცურვაც შეეძლო. ე. წ. ამფიბია აღჭურვილი იყო წყვილი ნიჩბების ხრახნებით, რომელიც შვიდ კვანძამდე სიჩქარეს უზრუნველყოფდა.


1963 Chrysler Turbineimage


1963 წელს გამოშვებული Chrysler Turbine მოქმედებაში ორთქლის ტურბინას მოჰყავდა. ხოლო, შინაგანი წვის არატრადიციული ძრავა, ნებისმიერ რამეზე მუშაობდა – რეაქტიული საწვავით დაწყებული და სუნამოთი დამთავრებული.


Karlmann Kingimage


ეს ავტომობილი ისე გამოიყურება როგორც გამანადგურებელი – Lockheed F-117 და უნიკალური მდიდრული ინტერიერით არის აღჭურვილი. ის ყველაზე ძვირადღირებული ჯიპია, რომლის შეძენაც დღეს არის შესაძლებელი. Karlmann King, რომელიც 2, 2 მლნ. დოლარი ღირს, ჩინური საავტომობილო კომპანიის მიერ, იტალიაშია წარმოებული.


image

არხის სხვა სიახლეები:


* წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში

* ზღვის უზარმაზარი ბინადარნი, რომლებიც ჩვენს რეალობაში არსებობენ

* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?

* სახალისო კომიქსები



0
601
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0