x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135299
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509571
10 ფაქტი, რომლებიც გამოგონილს ჰგავს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

სამყარო საოცარი რამ არის, რომელშიც ადამიანს მუდმივად იმის შემოწმება უწევს, თუ რა არის სიმართლე და რა გამოგონილი... და ხშირ შემთხვევაში, სიმართლე ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე ყველაზე ეშმაკური ტყუილი. ახლაც კი, როდესაც ჩვენი გაოცება ძალიან რთულია, არის რაღაცეები, რომელიც სინამდვილეში, ის სულაც არ არის, რაც ჩვენ გვეგონა...

აქ სწორედ, 10 გასაოცარ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც, შესაძლოა, არ იცოდეთ.


ადამიანი ვარსკვლავური მტვრისგან შედგება
image


ჩვენი სხეულის ყველა ატომი, ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი, გოგირდი და ფოსფორი — ყველა ძირითადი ქიმიური ელემენტი, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ქმნიან, ვარსკვლავებში მიმდინარე ბირთვული რეაქციების შედეგად გაჩნდა და ისინი, ადამიანის სხეულის მასის 97%-ზე მეტს შეადგენენ.


მხოლოდ ადამიანებს უყვართ მწარე საკვებიimage


ადამიანის ბუნების ამ საიდუმლომ საგონებელში, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ჩააგდო. მწარე კერძების საკვებად გამოყენებას, ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ მასზე უარს მაინც არ ვამბობთ.


თაფლი — პროდუქტია, რომელიც არასდროს ფუჭდებაimage


შაქრის მაღალი კონცენტრაცია, თაფლში მიკროორგანიზმების განვითარებას ართულებს. ამიტომ, ის არასდროს მჟავდება. ერთადერთი, რაც შეიძლება თაფლს დაემართოს, — არომატის დაკარგვა არის.


ბანანს თვითგამრავლება არ შეუძლია
image


ყველაზე ცნობილი ბანანის ჯიში, რომელიც ჩვენთან შემოდის — კავენდიშია. ის ორი ბანანის ჰიბრიდია და ამიტომ, მას თესლი არა აქვს. მისი გამრავლება კი, მხოლოდ ფერმერულ მეურნეობებში შეუძლიათ, სადაც მცენარეს ღეროებს ჭრიან და რგავენ. გარდა ამისა, ბანანი — გიგანტური მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.



ჩვენი ტვინი მცირდებაimage


ასაკოვანი ადამიანების ტვინი შემცირებას იწყებს და ამის გამო, ისეთი დაავადებები ჩნდება, როგორიცაა კოგნიტიური დისფუნქცია, ალცჰაიმერი და დემენცია. ცხოველებში მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ არის.


პოლარული დათვების აღმოჩენა თერმული გამოსახულების გამოყენებით შეუძლებელია
image


კანქვეშა ცხიმისა და თბილი ბეწვის წყალობით, დათვს არქტიკის ყველაზე სუსხიანი ზამთრის გაძლებაც კი შეუძლიათ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გარედან არ ფიქსირდება, მათ სითბო შიგნით აქვთ და არასდროს სცივათ.


ჩინეთში რეინკარნაციისთვის, მთავრობის თანხმობის მიღებაა საჭიროimage


თუ ჩინეთში ადამიანი, შემდეგ ცხოვრებაში რეინკარნაციას გეგმავს, მან განაცხადი 4 ინსტანციაში უნდა შეიტანოს და შესაბამისი უფლება მიიღოს. მიზეზი კი ის არის, რომ მთავრობას, მომავალი დალაი ლამას დაბადების ადგილი სურს იცოდეს. აღნიშნული კანონი, 2007 წ. მიიღეს.


სისულელე გადამდებიაimage


აღმოჩნდა, რომ სულელი ადამიანების საზოგადოებას და მათთან ურთიერთობას ყველანაირად თავი უნდა ავარიდოთ!.. და ეს, უსაფუძვლო გაფრთხილება არ არის. მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში სისულელის ვირუსი (ATCV-1) აღმოაჩინეს, რომელიც წვეთოვანი გზით გადადის. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ასეთი ვირუსი ფსიქიკური ავადმყოფების ყელში ცხოვრობს. ხოლო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანებში, წყალმცენარეებიდან მოხვდა.


ქალის გული, მამაკაცის გულზე, უფრო სწრაფად ძგერს
image


მამაკაცის გული, საშუალოდ, წუთში 70-72 დარტყმას აკეთებს, ხოლო ქალის — 78-82–ს წუთში. მიზეზი კი ის არის, რომ ქალის ჰორმონები გავლენას ახდენს მიოკარდის უჯრედებზე და მათ უფრო სწრაფად შეკუმშვას იწვევს.


ადამიანის სხეული 3 კგ–მდე ბაქტერიას შეიცავსimage


ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების რაოდენობა, მისივე უჯრედების რაოდენობას, სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, ჩვენში ცხოვრობენ სოკოები, ვირუსები, არქეები და პროტისტები, რომლებიც ჩვენი შინაგანი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენთან სიმბიოზს ქმნიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ორთოგრაფიული შეცდომა, რომელიც ომების მიზეზი გახდა

* რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი არც ყოფილიყო

* შეიძლება ბევრი რამ მოიკლოთ, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



1
528
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
528
  
10 აპრილი, 16:47
რაო სისულელე გადამდებიაო? მეც არა ვთქვი საიდან შეიკრიბნენ ამ ჩვენს მთავრობასა და პარლამენტში ამდენი სულელი? გინდა წინა მთავრობა აიღეთ გა გინდა ახლანდელი
0 1 1