x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
შეიძლება ბევრი რამ მოიკლოთ, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

«ქალი, რომელიც, ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში ერთადერთ სურვილს იწვევს — ეკონომია გააკეთოს მასზე!» — თქვა ერიხ მარია რემარკმა. ჩვენ კი დავამატებთ, რომ საკუთარი თავის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ საკუთარ საჭიროებას სამომავლოდ ვდებთ და იმას ვყიდულობთ, რაც ბავშვს, მეუღლეს, შინაურ ცხოველს ან ნებისმიერ სხვა ვინმეს (მაგ., საჩუქარი მეგობარს, ნათესავს, ნათლიას, ნათლულს და ა. შ.) სჭირდება.

თუ თქვენ გამუდმებით ასე იქცევით და სხვა ადამიანების ინტერესებს, საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი ქმედება, ადამიანში შინაგან პროტესტს იწვევს და ცხოვრებიდან, ნელა, მაგრამ აუცილებლად, სიხალისეს, ოპტიმისტურ განწყობას, მომავლის რწმენას და იმედს აქრობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთებას შეწყვეტთ, თუნდაც წვრილმანებზე მაინც, — ბედნიერების განცდის დაბრუნებასაც შეძლებთ.


image


ახლა კი, იმის შესახებ, თუ პირველ რიგში, რაზე არ უნდა გააკეთოთ ეკონომია:


კბილებზე. ლამაზი კბილები — ეს მხოლოდ კარგი ჯანმრთელობის გარანტია კი არა, თავდაჯერებულობაც არის. სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ, რათა მოგვიანებით, პირზე ხელის მორცხვად აფარება არ მოგიწიოთ. მოუვლელი კბილები, კარიესი, უსიამოვნო სუნი პირიდან — აუფასურებს ქალის ყველა ძალისხმევას, რომ ღირსეულად გამოიყურებოდეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ კბილები მოიცდის და პირველ რიგში სამოსს და კოსმეტიკას ყიდულობს. თუმცა, იდეალური ღიმილი, მსოფლიოში ყველაზე კარგ სამოსს, ბევრად ჯობია.

დასვენებაზე. კარგი დასვენება, ყველა ადამიანს ჰაერივით ესაჭიროება — ეს საზრუნავებისგან თავის დაღწევის და შიდა ენერგიის რესურსი შესავსების საუკეთესო გზა არის. მაგრამ იმისათვის, რომ შვებულება მართლაც ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია მისი ისე გატარება, როგორც ამას გული გკარნახობთ. ნუ გამოეკიდებით სოც. ქსელების მოდას — ისე დაისვენეთ, როგორც თავად გინდათ.

ჰობიზე. გატაცება — რეალური დასვენებაა სულისთვის და თვითგამოხატულების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, უამრავი მაგალითი არის, როდესაც ჰობი კონტროლიდან გამოდის და ის წარმატებული ბიზნესი ხდება. თუ საინტერესო თავშესაქცევი გაქვთ, რომელსაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს, ფულს ნუ დაზოგავთ მასზე! ის ისეთივე სავალდებულო ხარჯი უნდა გახდეს, როგორიც საკვები პროდუქტების ან კომუნალური გადასახადების დანახარჯია.

სავარცხელზე. შეგიძლიათ იაროთ კარგ სტილისტთან, თმა საუკეთესო საღებავით შეიღებოთ და ყოველთვის უსულფატო შამპუნებით დაიბანოთ. მაგრამ, ეს ყველაფერი უსარგებლო იქნება, თუ ფულს სავარცხელზე დაზოგავთ. კარგ სავარცხელს კბილები პრიალა და გლუვი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყოველი გამოყენებისას, თმას დააზიანებს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის თმისთვის, შესაბამისი სავარცხელი არსებობს. მაგ., ხვეულისთვის, შესაფერისია სავარცხელი სხვადასხვა ზომის კბილებით. ხოლო, ცხიმიანი თმისთვის — იდეალური იქნება ნატურალური ხის სავარცხელი.
გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სიტუაციებში გამოსაყენებელი სავარცხლებიც: მასაჟის ჯაგრისი — თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის, სილიკონის სავარცხელი — ცხელი ფენით გაშრობისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება. თმა ნაკლებად ზიანდება, თუ მას ჯერ გაიშრობთ და შემდეგ დიდ კბილებიანი ხის ან პლასტმასის სავარცხლით დაივარცხნით.

საბაზო გარდერობზე. საბაზისო ნივთები — საიმედო ინვესტიცია, რადგან მოდიდან არასდროს გამოდის. რჩევა თუ გინდათ: აირჩიეთ კლასიკური მოდელები და ფორმები და მხოლოდ ხარისხიანი სამოსი შეიძინეთ. უმჯობესია ცოტა გქონდეთ და საუკეთესო. ხოლო, რასაც შეიძენთ, აქსესუარებით გააფორმებთ, რომელიც სეზონიდან – სეზონამდე, შეგიძლიათ ცვალოთ.

სახლის ტანსაცმელზე. როგორც წესი, სახლში ის გვაცვია, რისი გადაყრაც გვენანება, მაგრამ ამაში გარეთ გასვლა უკვე სირცხვილია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძველი და ფორმადაკარგული სამოსი ცუდად მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და ჩვენდამი შინაურების დამოკიდებულებაზე. სახლში ლამაზად ჩაცმისას, ჩვენ ტვინს იმის შესახებ ვუგზავნით სიგნალს, რომ ყოველთვის საუკეთესოს ვიმსახურებთ: სამსახურში, სახლისკენ მიმავალ გზაზე... და ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი — ნებისმიერ წამს. ასე რომ, სახლში წესიერი და კომფორტული სამოსი ჩაცმით, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვიპრანჭებით.

წიგნებზე. სახელგანთქმული საკვები ტვინისთვის, იაფი სულაც არ არის. თუმცა, კარგი წიგნის მნიშვნელობის გადაჭარბება რთულია. ხშირად, მხოლოდ მასში შეიძლება პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს. გარდა ამისა, მხატვრული ლიტერატურა, მეტყველების ახალი სიტყვებით გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.

სახლის დეკორზე. როგორც იაპონელი მარი კონდო ამბობს, რომელიც მსოფლიოში სახლში წესრიგის დამყარების ყველაზე ცნობილ ექსპერტად ითვლება, ნამდვილი ცხოვრება მას შემდეგ იწყება, რაც ადამიანი საკუთარ სახლს მოაწესრიგებს... და აუცილებელი არ არის, რომ იქ ბევრი ნივთი იყოს. უბრალოდ, ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს და სახლის პატრონს სიამოვნებას ანიჭებდეს.

თეთრეულზე. ფულის დაზოგვა არ შეიძლება საწოლის თეთრეულზე და აქ საქმე ესთეტიკაში არ არის. მაგ., შეიძინეთ კარგი ლეიბი და ორთოპედიული ბალიში, მაგრამ სწორედ თეთრეული ეხება თქვენს კანს. თეთრეული სხეულისთვის სასიამოვნო უნდა იყოს.

საათზე. საათი — მხოლოდ სტატუსური აქსესუარი კი არა, ის ადამიანის გემოვნების მაჩვენებელიც არის. ხოლო, კლასიკურ საათს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, არ დაუკარგავს აქტუალობა. ასეთი საათის ტარება ათწლეულების მანძილზე შეიძლება და შესაძლებელია, ის საგვარეულო რელიკვიადაც კი იქცეს.

არ არის საჭირო Rolex–ის ან Cartier-ის შეძენა. იყიდეთ საშუალო კატეგორიის საათი: 100 – 250 $–ის ღირებულების. მათ კარგი მექანიზმები აქვთ და ხანგრძლივი დროის მანძილზე მოგემსახურებათ.
ყველა საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, მაგრამ კარგი საათი, მის ჩვენებას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც მისი იაფფასიანი ანალოგი ჩერდება. კარგი საათი — უპირატესობაა და უმჯობესია, ის გქონდეთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქრისტეს კვართთან ერთად, საქართველოში კიდევ ერთი სიწმინდე ჩამოიტანეს, რომელიც ახლა რუსეთშია

* 10 ისტორიულ ფაქტი, რომელიც ჯობია არ ვიცოდეთ

* სამარცხვინო შედეგი, რომელიც დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0