x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ორ რამეს ველოდები დღეს“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამშობლოში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ორ რამეს ველოდები დღეს. გელა ბარკალაიას მორიგ სი#ულ ვიდეოს და “ი” კაცი როდის დაარტყამს მუშტს მაგიდაზე – კი წააგეთ ბიჭებო, მაგრამ მოგების ტოლფასი იყო და აჰა მეორე 30 მილიონიც ჩემგანო."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.


ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. 30 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1. ასე დასრულდა ეროვნული ნაკრების თავგადასავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს ბრუნდება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე იგეგმება.







0
354
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
354