თავის მოვლა ხორცი თმისთვის აუცილებელია 2012, 18 ოქტომბერი, 11:14 თუ გსურთ, ჯანმრთელი და მბზინავი თმა გქონდეთ, აუცილებელია მიირთვათ ხორცი - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროპელი მეცნიერები, რომლებმაც თმის ბიოლოგიური კვლევა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ საქონლის დაკონსერვებულ ხორცში და ცხვრის ხორცში უნიკალური მიკროელემენტების ჯგუფი შედის, რომლებიც კვებავს და აჯანსაღებს თმას და არცერთ სხვა პროდუქტში არ გვხვდება. ამ მიკროელემენტების და ვიტამინების ჯგუფის შესადარი მეცნიერებმა ვერაფერი შექმნეს. ისინი თვლიან, რომ ზამთარში და შემოდგომაზე თმა იფიტება, ამიტომ ის მაქსიმალურად უნდა გამოვკვებოთ. ზაფხულში და გაზაფხულზე კი საკმარისი რაოდენობით ხორცი მივირთვათ და ეს პრობლემა აღარ შეგვექმნება. 779 6-ს მოსწონს
|