x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"გიორგი მიქაუტაძის ცნობილი "ჟესტი" განასახიერებს დურბინდს და მას, ასეთი ისტორია აქვს...“
image

.

პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი, რასაც ფეხბურთელი ყოველი გოლის გატანის შემდეგ აკეთებს, საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა და ზოგმა სატანის ნიშანიც კი “ამოიცნო”. ამ ფაქტის ირგვლივ მსჯელობა არ ცხრება. ათასგვარ ვერსიას განიხილავენ და კომენტარებში კამათობენ კიდეც.

.


ახლახან, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ ჟესტის ერთ-ერთი ყველაზე საინტეტესო ისტორია ვრცელდება:

.

“გიორგი მიქაუტაძის ცნობილი “ჟესტი” განასახიერებს დურბინდს და მას, ასეთი ისტორია აქვს: როდესაც, გიორგი ლიონში თამაშობდა, ის გამოუშვეს და უთხრეს, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. ახლა, ყველა გატანილ გოლს, ამ ჟესტით აღნიშნავს. რაც, იმას ნიშნავს: “შორიდან, კარგად დამაკვირდით!”-ო – წერს თამრიკო კიკაბიძე.

.

პოსტის კომენტარებში საუბარია იმაზეც, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვერსიაა და სინამდვილეში ასე იყო. თუმცა, პოსტის ავტორი არ აკონკრეტებს საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან რა მტკიცებულებას ეყრდნობა, როცა ასე დარწმუნებით საუბრობს ამ ამბავზე.

.

მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო. 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.

.

2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.

.

საფრანგეთში დაბადებული მიქაუტაძე ქართული წარმოშობისაა. 2021 წლის 25 მარტს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში.

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0