x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510079
ლაქშმი ბაის ისტორია - ინდოელი მეომარი პრინცესა
ისტორიამ ბევრი შემთხვევა იცის, როცა ქალები ჯარს მეთაურობდნენ ან აჯანყებასაც ხელმძღვანელობდნენ. მაგალითად, ინდოეთს ჰყავს გმირი პრინცესა ლაქშმი ბაი-რანი. ეს ქალი მე-19 საუკუნეში ისტორიაში შევიდა და გახდა ეროვნული გმირი, ბრიტანეთის წინააღმდეგ ინდოეთის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.



მამაკაცური აღზრდა

image



ლაქშმი ბაი 1828 წელს დაიბადა მთავრის ოჯახში, ვარანასში. შეარქვეს მანიკარნიკა, რაც ნიშნავს „ძვირფასეულობის მფლობელს“. გაიზარდა მმართველის კარზე, ბიჭების გარემოცვაში, პოლიტიკოსებისა და კარისკაცების ვაჟებთან ერთად. ამის წყალობით ნაკლებად ქალური სიბრძნეები აითვისა - ფარიკაობა, ჭიდაობა და ცხენოსნობა.



image




14 წლის ასაკში გოგონას ბავშვობა დასრულდა. ცოლად გააყოლეს ჯანსის (ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში მდებარე პატარა რეგიონი) მთავარს, განგადარა რაოსს. ქვეყნის კანონების მიხედვით, მანიკარნიკამ დაოჯახების შემდეგ მიიღო ახალი სახელი - ლაქშმი ბაი.



image



ქმარი მასზე 20 წლით უფროსი იყო. ახალგაზრდა ცოლის მიმართ ინტერესს არ ავლენდა და გოგონა თავის ნებაზე დარჩა. ზოგი ამბობდა, რომ მაჰარაჯას უყვარდა კაცები, ზოგიც ამბობდა, რომ საყვარლების მთელ არმიას ინახავდა. დაქორწინდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ჩვეულება მოითხოვდა.



image



განგადარა რაოსი ლაქშმის კარგად ექცეოდა. იმდენად კარგად, რომ ქალისთვის, განსაკუთრებით დაოჯახებულისთვის, გაუგონარი თავისუფლება დაუშვა. ახალგაზრდა მეუღლეს შეეძლო საბრძოლო ხელოვნებაში სწავლის გაგრძელება. უფრო მეტიც, ნება დართო, შეექმნა ქალების მცველთა რაზმი და გაეწვრთნა.



აუღიარებელი მემკვიდრე



11 წლის შემდეგ მაჰარაჯა გარდაიცვალა ისე, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. როგორც ქალი, ლაქშმი ბაი მმართველის ადგილს ვერ დაიკავებდა, ამიტომ განგადარ რაოსმა გარდაცვალებამდე იშვილა ბიჭი, რომლისთვისაც მმართველობის გადაცემას გეგმავდა. ჯანსის სამთავრობო შედარებით დამოუკიდებელი იყო ბრიტანეთის ინდოეთის ფარგლებში, მაგრამ მაჰარაჯას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბრიტანელებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და ნაშვილები მემკვიდრის მმართველად აღიარებაზე უარი თქვეს.



image

ჯანსის ფორტი



მმართველის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ პრინცესას და მემკვიდრეს სამთავრობოს დატოვება უბრძანეს. ქალმა ამაზე უარი თქვა და კიდევ ერთი წელი გაურკვევლობაში ცხოვრობდა. 1857 წელს ინდოეთში დაიწყო სიფაელთა აჯანყება. უბრალო ინდოელები კოლონიალისტებს კლავდნენ და ძარცვავდნენ, ასევე თანამემამულეებს, რომლებიც ბრიტანელების ერთგულნი იყვნენ. მეამბოხეები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობდნენ და ლაქშმიმ სთხოვა ბრიტანელებს დაეცვათ ჯანსი აჯანყებულებისგან.



image



ბრიტანელებმა უარი თქვეს და ლაქშმი ბაიმ გადაწყვიტა აჯანყებულებს შეერთებოდა. პრინცესას და მისი მომხმარეების პირველი გამოცდა იყო სამთავროს დაცვა ბრიტანელი გენერლის ჰიუ როუზის ჯარისგან. ქალმა შეკრიბა 14 ათასი ქვეშევრდომი და 15 ათასი სიფაი, რომლებიც ადრე აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას ემსახურებოდნენ. ეს იყო ნამდვილი ჯარი რკინის დისციპლინით. ლაქშმიმ იარაღის დეფიციტის პრობლემაც მოაგვარა - ჯანსის ფორტში მისი ხელმძღვანელობით ქვემეხების ჩამოსხმა დაიწყო.



აჯანყებაში მონაწილეობა



1858 წლის მარტში გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა. სამწუხაროდ, ლაქშმის ჯარმა კარგად შეიარაღებულ ბრიტანელებთან წააგო. მისი მომხრეები გაიფანტნენ, თავად პრინცესას და მაჰარაჯის მემკვიდრეს მეზობელ სამთავრობოში გაქცევა მოუწიათ. თუმცა მამაცი ქალი არ დანებდა. ისევ შეკრიბა ჯარი და იმავე წლის მაისში როუზის ჯარს შეებრძოლა. აჯანყებულები კვლავ დამარცხდნენ.



image



პრინცესას და მის მომხრეებს გვალიორის ციხესიმაგრეში უკან დახევა მოუწიათ. ეს იყო მძლავრი სიმაგრე, რომელზეც სიფაები დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა იმედი არ გამართლდა და 1858 წლის 16 ივნისს გენერალმა როუზმა ციხესიმაგრე აიღო. მეორე დღეს ლაქშმი დარჩენილ ჯართან ერთად ციხის გარეთ შეებრძოლა ბრიტანელებს. ამ ბრძოლაში პრინცესა დაიღუპა. ითვლება, რომ ლაქშმის სიკვდილით სიფაელთა აჯანყება დასრულდა.



image



გენერალი ჰიუ როუზი პატივისცემით საუბრობდა მეომარ პრინცესაზე. უწოდებდა მას ყველაზე საშიშ მეამბოხე ლიდერს, მამაცს, დაჟინებულს და გონიერს. ასევე, ინგლისელმა სარდალმა ლაქშმი ბაი შეადარა ჟანა დ’არკს. მისი თანამემამულე გენერალი მეისონი თავის წიგნში სიფაელთა ამბოხების შესახებ წერდა, რომ პრინცესამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო უსამართლო მოპყრობის გამო, მამაცურად იბრძოდა და დაიღუპა თავისი მიწის დასაცავად.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჩენგ ბენჰუას გმირობა – უკანასკნელი ღიმილი სიკვდილის წინაშე

ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“



0
113
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
113