x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
“უსისხლო ტიპები ხართ, ვინც ამ სი#ობას ბუდუზე ავრცელებთ”- რას წერს დავით ქაცარავა

image


ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა სახელისუფლებო მედიის მიერ ბუდუ ზივზივაძეზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეკომპანია "იმედს" უსირცხვილო მედიასაშუალებას უწოდებს:

"ძალიან დაბალი ხარისხის ფეიკია და მაგარი უსირცხვილო და უსისხლო ტიპები ხართ, ვინც ამ სირობას ბუდუზე ავრცელებთ"- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში და "იმედის" მიერ საქართველოს ნაკრების ფორვარდისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელის შესახებ გავრცელებულ ყალბ ქარდს აზიარებს.



image


შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა და სპეცრაზმელების მიერ მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ გამოჩენილი არაადამიანური მოპყრობა საჯაროდ დაგმო მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის მიერ საქვეყნოდ იქნა დასჯილი. ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტეს ნაწილს ეჭვი არ ეპარება რომ ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე მისი სამოქალაქო პოზიციის გამო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არ ათამაშა, მეტიც, მას კლასიც კი დაუწუნა და მეტი "შრომისკენ" მოუწოდა, თუმცა სანიოლს რატომღაც ავიწყდება რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში სწორედ ბუდუ ზივზივაძის ლუქსემბურგისთვის გატანილი ორი გოლის წყალობით გავიდა. აი, მაშინ კი სანიოლს ზივზივაძის კომპეტენციასთან პრეტენზია რატომღაც არ ჰქონია. ეროვნული ნაკრების თავკაცის ბუდუ ზივზივაძისადმი დამოკიდებულებაზე მხოლოდ ერთი, კარგი ქართული ანდაზა მახსენდება - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.










0
658
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
658