საზოგადოებრივი ქართველ მამაკაცებს პენისები უპატარავდებათ?- NowPatient-ის კვლევა 29 ივნისი, 15:14 ონლაინ აფთიაქის NowPatient-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა ქვეყანაში სასქესო ორგანოების სიგრძის ცვლილებებზე. მათ შეადარეს სხვადასხვა წლების კვლევის მონაცემები და დაადგინეს, რომ ბოლო ორ წელიწადში ზოგიერთ ქვეყანაში ერექციის დროს პენისის სიგრძემ მოიმატა, ზოგან კი დაიკლო.
ამ მაჩვენებლით პირველი ადგილი ვენესუელელმა მამაკაცებმა დაიკავეს: მათი პენისი 27, 05 პროცენტით დაგრძელდა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე დაფიქსირდა კონგოში, (23, 86%) ნიგერიაში, (18, 2%)ახალ ზელანდიასა, კოლუმბიაში და დიდი ბრიტანეთში.(8, 9%) ასევე რუსული პენისის საშუალო სიგრძე, რომელიც 2022 წელს 13, 2 სანტიმეტრი იყო, 2024 წლისთვის 14, 5 სანტიმეტრი გახდა, რაც 7, 12%-ით მეტია. ამავდროულად, ზოგიერთ ქვეყანაში პენისი უფრო მოკლე გახდა. იტალიელებმა ყველაზე მეტად დაზარალდნენ: მათი სასქესო ორგანოები, NowPatient-ის მიხედვით, 18, 54 პროცენტით დამოკლდა. მსგავსი პროცესები შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და საქართველოში. ქართველი მამაკაცების პენისის სიგრძე საშუალოდ 15.62 სანტიმეტრიდან 13.91 სანტიმეტრი გახდა, რაც საერთო ჯამში 11, 22%-ინი კლებაა. მონაცემები შეაგროვა ონლაინ აფთიაქმა NowPatient-მა სხვადასხვა კვლევებიდან შეგროვებული წყაროების გამოყენებით. ამ მონაცემების ნაწილი თავად მამაკაცებმა მიაწოდეს, რამაც აშკარა პრობლემა გამოიწვია, რადგან ზოგიერთმა მამაკაცმა სავარაუდოდ გაზვიადებული მონაცემები მიაწოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ კვლევას შესაძლოა გააჩნდა მამაკაცების უფრო მცირე ნიმუშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება არ იყოს მთლიანი მოსახლეობის ან ქვეყნის ნამდვილი სურათი, ასე რომ ეს მონაცემები შესაძლოა რეალურ სურათს არც ასახავდეს. შარშან გამოვაქვეყნეთ ორგანიზაცია World Population Review -ის მონაცემები, სადაც დასახელებული იყო ტოპ 10 ქვეყნები, ყველაზე გრძელი და ყველაზე მოკლე პენისებით(მიყევი ბმულს) 606 1-ს მოსწონს
|