საზოგადოება "მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და ახალი მიკერებული ცხვირი" - მუსიკოსი ლადო ბურდული ავარიაში მოყვა 26 ივნისი, 10:16 ![]() გთავაზობთ ლადო ბურდულის სტატუსს უცვლელად: "მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება." - აღნიშნავს მუსიკოლო ლადო ბურდული. . შეგახსენებთ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ე.წ. სკუტერებით ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია, რის გამოც ბოლო ხანს ხელისუფლება ამ საკითხის რეგულირებისთვის სხვადასხვა პრევენციული ნორმების გატარებაზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ამკრძალავი ნორმები დაინერგება და მძღოლებისთვის მოძრაობის წესები გამკაცრდება. 303 შეფასება არ არის
|