x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

1918 წ. 8 იანვარს ვაშინგტონმა ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყარა, რომელიც «უილსონი 14 პუნქტის» (The Fourteen Points) სახელით არის ცნობილი. ეს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა (1913-1921 წწ.) მსოფლიოს წარუდგინა. ჩვენ კი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამერიკამ, სწორედ ამ დოკუმენტით გააკეთა განაცხადი, მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას (ფორმალურად) რაიმე ჩრდილოვანი საერთაშორისო ურთიერთობა არ ჰქონდა, თვითონ სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველა სხვა ქვეყანა, აშშ–ს სატელიტი და «დანამატი», ან ამერიკის «უმცროსი ძმა» გახდა.


image


რა თქმა უნდა, თავდაპირველად, «უილსონის პუნქტები», საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ალიანსთან დასაპირისპირებლად შეიქმნა. ხოლო, შემდეგ – როგორც ამბობენ «ჭამა მადაში მოდისო» და ამერიკას ამბიციები, დანარჩენი მსოფლიოს მართვის უფლებას, დღემდე აძლევს. ხოლო «ცივი ომის» პერიოდში, მისთვის ყველაზე «გემრიელი კუკმა» – სსრ კავშირი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, «უილსონი 14 პუნქტი», «ქაოსის სტრატეგიამ» ჩაანაცვლა, რომლის ძირითადი მიზანი ასევე – მთელი მსოფლიოს საკუთარ «მარწუხებში» დაჭერა იყო. თუმცა, პირველი სქემისგან განსხვავებით, ეს სამხედრო კი არა, პოლიტიკური მეთოდი იყო.


აშშ და დემოკრატია


შეიძლება ითქვას, რომ ეს 2 ცნება განუყოფელია. 1776 წ. აშშ, პირველ დემოკრატიული ქვეყნად იყო პოზიციონირებული, რაც ამ ქვეყნის 1789 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. XIX საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში უკვე არსებობდა ბალანსი, პიროვნების თავისუფლებას და რელიგიას შორის, იყო თანასწორობა და ინდივიდუალიზმის დომინირება. დღეს კი ეს ქვეყანა «ტოლერანტობის სამოთხეა». თუმცა, ამავდროულად, ის «სრული ნებადართულობის და ლიბერალობის სამოთხეც» არის.


სწორია, თუ არა ციტატა?


სტალინმა აღიარა, რომ დემოკრატია, – ხალხის მმართველობად მიაჩნდა. ხოლო, შემდეგ შენიშვნის სახით დაამატა, რომ რუზველტმა მას თვალსაჩინოდ აუხსნა, რომ დემოკრატია – ეს ამერიკელი ხალხის მმართველობაა... და არა მხოლოდ აშშ–ს ტერიტორიაზე, არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

და ეს მართლაც ასეა... აშშ–ს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს, მსოფლიოში წამყვანი პოზიციის დამკვიდრების პრეტენზია. და თუ ეს ყოველთვის არ ხერხდება, – «უფროსი ძმა», მაინც ყოველთვის «უფროს ძმად» რჩება. ხოლო, დანარჩენი ქვეყნები, მას ან თავს უხრიან, ან «ფსკერზე» აღმოჩნდებიან ხოლმე.

ამერიკის სხვა ქვეყნებზე გავლენის მიზეზი კი ის არის, რომ მას 2 მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ფული და ძალაუფლება. და როგორც ამბობენ, – «ვინც იხდის – მუსიკასაც ის უკვეთავს»...


imageარხის სხვა სიახლეები:


* დანიელ სვაროვსკი – დიდი იმიტატორი, თაღლითი, თუ ბრწყინვალე ინჟინერი?

* სად ინახება არამიწიერი ცივილიზაციების არტეფაქტები?

* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0