x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137609
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
მსოფლიოს 22 უნიკალური ტაძარი სუნთქვისშემკვრელი არქიტექტურით
image



ამ უნიკალური ტაძრებიდან ზოგიერთი რამდენიმე საუკუნის წინ ააშენეს, ზოგიც თანამედროვე არქიტექტურის შემოქმედებაა. ზოგიერთი იდეის განხორციელებას ათწლეულები და საუკუნეც კი დასჭირდა, სხვებს - მხოლოდ რამდენიმე წელი. ამ შენობებს ერთი რამ აქვს საერთო - მათი არქიტექტურა უნიკალურია და იზიდავს მილიონობით ადამიანს, რწმენის მიუხედავად.


1. მილანის საკათედრო ტაძარი

image



ეს გოტიკური სტილის ტაძარი სიდიდით მეორე კათოლიკური ტაძარია მსოფლიოში. გვიანი გოტიკური საოცრება, რომელიც შეიცავს შუბების და სკულპტურების მთელ ტყეს, მარმარილოს წვეტიან კოშკებს და სვეტებს. მშენებლობის დასრულებას 500 წელზე მეტი დასჭირდა.



2. ტაკწანგ-ძონგი ბჰუტანში


image



ეს წმინდა ადგილი ბუდისტებისთვის 3120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მონასტრის სახელი ითარგმნება, როგორც „ვეფხვის ბუდე“.



3. შეიხ ზაიედის მეჩეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

image



მეჩეთი 40 ათასამდე მორწმუნეს იტევს, აქვს 82 გუმბათი და 1000 სვეტი. აქ არის მსოფლიოში უდიდესი ხალიჩა.



4. ჰათლგრიმსკირკია, ისლანდია

image



ლუთერანული ეკლესია რეიკიავიკში, მეოთხე ყველაზე მაღალი შენობა ისლანდიაში. რეიკიავიკის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან ჩანს.



5. ლოტოსის ტაძარი, ინდოეთი

image



ინდოეთში ლოტოსი სიწმინდის და მშვიდობის სიმბოლოა. ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი შენობაა მსოფლიოში.



6. ლას-ლახასის ეკლესია, კოლუმბია

image



ნეოგოტიკური ტაძარი აგებულია 30 მეტრიან თაღოვან ხიდზე, რომელიც აკავშირებს ღრმა ხეობის ორ მხარეს. ტაძარს უვლის ორი ფრანცისკანული საზოგადოება: კოლუმბიელები და ეკვადორელები. ამრიგად, ლას-ლახასის ტაძარი მშვიდობის და კავშირის გარანტია ორ სამხრეთამერიკელ ხალხს შორის.



7. კამპის დუმილის სამლოცველო, ფინეთი

image



განკუთვნილია განმარტოებისთვის და შეხვედრებისთვის. სამლოცველოში მსახურება არ ტარდება. აქ შეგიძლიათ თავი აარიდოთ აურზაურს, დატკბეთ სიმშვიდით დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილიდან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მედიტაციით დაკავდეთ. გარეგნობის და მასალების გამო დუმილის სამლოცველოს ხშირად „სულის საუნას“ უწოდებენ.



8. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სლოვენია

image



ეკლესია მთელ სლოვენიაში ერთადერთ კუნძულზე მდებარეობს. შიგნით მოსახვედრად ტბა ნავით უნდა გადალახოთ და 99 საფეხურით ფეხით აიაროთ.



9. აშშ-ს აკადემია ВВС-ის კადეტთა სამლოცველო

image



სამლოცველოს უნიკალური დიზაინი მოდერნისტული არქიტექტურის კლასიკური ნიმუშია. ბრწყინვალე ინტერიერი ერთ ჭერქვეშ აერთიანებს თაყვანისცემის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის პროტესტანტულ, კათოლიკურ, ებრაულ და ბუდისტურ სამლოცველოებს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი გამორჩეული სიმბოლიკა, ამუნიცია და საკუთარი გასასვლელი.



10. პაოაის ეკლესია, ფილიპინები

image



ერთ-ერთი შემორჩენილი ეკლესია ბაროკოს სტილში.



11. წმინდა პატრიკის ტაძარი, ავსტრალია

image



წმინდა პატრიკის ტაძარი - ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდი ეკლესია ავსტრალიაში.



12. მწვანე ეკლესია, არგენტინა

image



ყველაზე ჩვეულებრივი კათოლიკური ეკლესია ცნობილი გახდა თავისი მდიდარი ცოცხალი სუროს დეკორის წყალობით, რომელმაც ფასადი ბიბლიური გეფსიმანიის ბაღის ალუზიად აქცია.



13. კალიფორნიის მორმონის ტაძარი, აშშ

image



უზარმაზარი შენობა თვალისმომჭრელ თეთრ ფერში შესრულებულია. ეს ფერადი სქემა შემთხვევითი არ არის, რადგან თეთრი ფერი ტრადიციულად აღიქმება სისუფთავის და სიწმინდის სიმბოლოდ. ტაძარში ტურისტებს და ცნობისმოყვარეებს არ უშვებენ, შესვლა მხოლოდ საზოგადოების წევრებს შეუძლიათ.



14. ბროლის მეჩეთი, მალაიზია

image



მეჩეთი ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს. ფოლადისა და მინისგან არის დამზადებული, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბროლისაა.



15. ჰოლანდიის რეფორმირებული ეკლესია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

image



ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამ ადგილზე აშენებული მეოთხე ტაძარია. სამხრეთ აფრიკაში ადრეული გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება.



16. ტაუნგ-კალატის მონასტერი, მიანმა

image



მონასტერი დგას ვულკანური საცობის თავზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიიდან 737 მეტრზე მაღლა დგას. მონასტრამდე 777 საფეხური მიდის და ვინც მწვერვალს მიაღწევს, დაჯილდოვდება შესანიშნავი ხედით. ადგილობრივებში ტაუნგ-კალატის მთა ცნობილია, როგორც სულების სავანე. ხალხს სჯერა, რომ ჩამქრალი ვულკანის სიღრმეში ათობით სული ცხოვრობს.



17. ბორგუნდის ეკლესია, ნორვეგია

image



დაახლოებით 1180 წელს აშენდა, არის ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი.



18. საგრადა-ფამილია, ესპანეთი

image



ეკლესია ბარსელონაში, რომელიც შენდება კერძო შემოწირულობებით 1882 წლიდან. ანტონი გაუდის ცნობილი პროექტია. უჩვეულო გარეგნობამ ტაძარი ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად აქცია. ქვის კონსტრუქციების დამზადების სირთულის გამო ტაძარი 2026 წლამდე არ დასრულდება.



19. სვეტიცხოველი, საქართველო

image



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.



20. გერგეტის სამების ეკლესია, საქართველო

image



გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.



21. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო

image



კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.



22. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, საქართველო

image



თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი

11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ

წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს?

8 მაგალითი, როგორ ზრუნავს რელიგია მორწმუნეების ჯანმრთელობაზე




0
345
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
345