x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136043
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
სამი დღე გრიალებდნენ: ქალი, რომელიც ალმაცერად უყურებდა ქორწინებას, ერთბაშად 60 კაცს გაჰყვა ცოლად
image

კარლი სარემ დადო ფიცი და გაცვალა აღთქმა „მისი ცხოვრების 60 სიყვარულთან“. ქალის თქმით, საქორწინო ცერემონია დაეხმარა მას საკუთარი თავის პოვნაში.


40 წლის ავსტრალიელი კარლი სარე, გასულ თვეში 60 მეგობარზე დაქორწინდა. საქორწილო ცერემონია მთელი სამი დღე გაგრძელდა.


ავსტრალიელი ამბობს, რომ უჩვეულო კავშირმა მას აქმად ეუჩვეულო „სრულფასოვანი და მიწიერი“ გრძნობები დაუტოვ. ქალმა აღთქმა დადო „მისი ცხოვრების 60 სიყვარულთან“.


image

„როგორც ქორწილის ფოტოგრაფი, ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქორწილებში ვატარებ და შევამჩნიე, რომ რიტუალში საკმაოდ მწირი კულტურაა, ქორწილი-ეს არის ადგილი, სადაც სიუხვეა.ადრე მქონდა გარკვეული უნდობლობა გათხოვებაზე.როდესაც ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონი მიიღეს, მერე მივხვდი: მე არ ვარ ქორწინების წინააღმდეგი, უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია ის, თუ როგორ ვანიჭებთ უპირატესობას ზოგიერთის სიყვარულს სხვებთან შედარებით, - თქვა ავსტრალიელმა.

image

კარლიმ დასძინა, რომ მისი ბევრი შეყვარებული, მისი პარტნიორები, მისთვის ძვირფასი მეგობრები აღმოჩნდნენ. მან გადაწყვიტა გამოეხატა თავისი ერთგულება და პატივისცემა ამ „ღრმა, ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობებისადმი“. საჯაროდ აღიაროს მისი მნიშვნელობა და განზრახვით, რომ განაგრძოს მათი სიყვარული „როგორც განზრახული იყო“ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად სირთულეებისა და დისტანციებისა.


ამისათვის მან ოფიციალური ცერემონია გამართა თავის საყვარელ ადგილზე- ჩრდილოეთ სტრადბროკის კუნძულზე.

image

ზეიმი მოიცავდა მრავალ ტრადიციულ საქორწილო ელემენტს: ფიცი, სადღეგრძელოები, სიტყვით გამოსვლები, გრძელი სუფრა, ცერემონია, ოფიციალური ფოტოები და ცეკვა დილამდე. თუმცა, კარლიმ თეთრ კაბაზე უარი თქვა და მეჯვარეებს სთხოვა დაეცვათ „ფერადი“ დრეს-კოდი.


"თავს დაცულად ვგრძნობ, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ, სიხარულს ვგრძნობ, როცა ჩემს გვერდით ხარ. მე მაქვს ადგილი, რომ შეცდომები დავუშვათ და მე მაქვს ადგილი, რომ გამოვასწოროთ ისინი", - ხელიხელჩაკიდებულებმა ასეთი ფიცი დადეს.


კარლიმ, რომელიც სიდნეიში ცხოვრობს, თქვა, რომ ცერემონია იყო განსაცვიფრებელი, მხიარული, ფერადი და სახალისო.

image

"ეს იყო ნამდვილი სამოთხე და ჩემს მეგობრებზე გათხოვება იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება, ახლა თავს სრულყოფილად და ბედნიერად ვგრძნობ, როგორც აქამდე არასდროს ჩემს ცხოვრებაში. თავს დაცულად და ამავდროულად თავისუფლად ვგრძნობ. თითქოსდა რაღაც ჯადოსნური შევქმენით“, - დასძინა მან.



imageსტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)

0
392
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0