x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
90-იანი წლების ნათლიმამა ოთარ კვანტრიშვილი: რატომ მფარველობდა ის იოსებ კობზონს?
image




90-იანი წლები თანამედროვე რუსეთის ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და საკამათო ეპოქა. კრიმინალური ავტორიტეტების შეტაკებამ იმ პერიოდში ცენტრალური ადგილი დაიკავა. იმ დროის ერთერთი ცნობილი ავტორიტეტი იყო ოთარ კვანტრიშვილი.






კოთარ ვანტრიშვილი მოკლეს 1993 წლის 5 აპრილს მოსკოვში. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე შეიკრიბა მთელი ქვეყნის სპორტული ელიტა, შიდა შოუბიზნესის წარმომადგენლები. დაკრძალვის ცერემონიალზე იოსებ კობზონის ცრემლები ძალიან რეალისტურად და გულწრფელად გამოიყურებოდა, მაგრამ რატომ გახდა კრიმინალის სიკვდილი ტრაგედია იმ დროის ცნობილი ადამიანებისთვის?






ოთარი კვანტრიშვილი სასამართლოზე პირველად 1966 წელს მოხვდა - მას ძალადობის ბრალდებით 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 3 წლის შემდე ციხიდან გადაიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში შიზოფრენიის დიაგნოზით. მან საავადმყოფო დატოვა მხოლოდ 1981 წელს.მან გადახედა ცხოვრებისეულ შეხედულებებს და დინამოს მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა, სადაც მან ნიჭიერი სპორტსმენების შეგროვება დაიწყო თავისი ფრთის ქვეშ. ისინი "დინამოში" იყვნენ დაკავებული არა მხოლოდ სპორტით. სწორედ იქ დაიწყო მან თავისი უკანონო ქონების შეგროვება, სპორტსმენები ამაში შესანიშნავი თანაშემწეები გამოდგნენ.






1985 წელს კვანტრიშვილმა დაიწყო კომერციული საქმიანობა, 1990-იან წლებში მან შეიძინა წილი სხვადასხვა კომერციულ საწარმოებში - კაზინოებში, დისკოთეკებში, ბარებში. ის ასევე მფარველობდა იმ დროის ვარსკვლავებს, რომლებსაც ხშირად უწევდათ ჰონორარის ნაწილის გადაცემა კონცერტის შემდგომ ბანდიტებზე.






საზოგადოებისა და ძალოვანი ორგანოების ოფიციალური პირების მხარდაჭერის მისაღებად მან დააარსა ლევ იაშინის ფონდი, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს და სპორტის ვეტერანებს ეხმარებოდა. კვანტრიშვილმა კობზონთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების დახმარების მიზნით ფონდი დაარსა. 90-იან წლებში, სხვათა შორის, კობზონს რუსული ესტრადის მთავარ კანონიერ ქურდს უწოდებდნენ. რუსული მაფიასთან კავშირის გამო, კობზონს შეერთებულ შტატებში არ უშვებდნენ. კვანტრიშვილი მისი მთავარი მფარველი იყო.




image





კვანტრიშვილს არაოფიციალურად რუსული სპორტის "ნათლიას" უწოდებდნენ, იგი აქტიურად უწყობდა ხელს ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ჰქონდა მუსიკოსებისა და სპორტსმენების მხარდაჭერა. მხოლოდ მიზნების მისაღწევი გზები არ იყო მთლად ლეგალური და მისი ამბავი ისევე დასრულდა, როგორც 90-იანი წლების სხვა კრიმინალური ავტორიტეტების.

0
1437
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0