შოუბიზნესი
იდეალური არავინაა: ფიტნეს - ექსპერტმა ვარსკვლავების სხეულის მთავარი დეფექტები გაამჟღავნა
24 ივნისი, 8:41
ზოგიერთის აზრით სელებრითები ყველანაირად იდეალურები არიან. მათ ხომ მართლაც უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ იმისთვის, რომ ყველა სიტუაციაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. თვით სუპერმოდელებსაც კი, ჯანსღი ცხოვრების წესის მიუხედავად, სხეულის გარკვეულ უბნებზე მოშვებული კანი და ცელულიტი აღენიშნებათ, რომელიც გლამურული ჟურნალების გარეკანისთვის პროფესიონალთა მიერ საგანგებოდ იმალება. მოდით, ვნახოთ როგორ აფასებს პროფესიონალი ფიტნეს - ინსტრუქტორი ცნობილი ლამაზმანების ფიზიკურ მონაცემებს და ერთად გავარკვიოთ სხეულის რომელ ზონებზე ესაჭიროებათ მათ მისი აზრით განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. წინასწარ გეტყვით რომ მისი ვერდიქტი ბევრ თქვენგანს ნამდვილად გააოცებს.
ჯიჯი ჰადიდი
ტრენერის აზრით, გრძელფეხება ლამაზმანს მოშვებული კუნთების ტონუსში მოყვანა ნამდვილად არ აწყენდა
ბელა ჰადიდი
ფიტნეს - ინსტრუქტორის თქმით, უკეთესი იქნება თუკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი პრობლემური ზონებიდან ცელულიტს მოიშორებს და დუნდულების კუნთებსაც გაიმკვრივებს
ჰეილი ბოლდუინი
ტრენერის თქმით, სუპერმოდელს მხრის სარტყელზე მუშაობა სჭირდება
კორტნი კარდაშიანი
რეალითი - შოუს ვარსკვლავს კი ფიტნეს-ინსტრუქტორი ბარძაყებზე ზედმეტი ცხიმის მოშორებას ურჩევს
კეით აპტონი
სუპერმოდელს მასიური ტორსი და თხელი კიდურები აქვს, შესაბამისად, ექსპერტი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მას სწორედ ამ ზონებზე ურჩევს
კენდალ ჯენერი
ფიტნეს - ინსტრუქტორის აზრით, ტოპ-მოდელს კუნთოვანი "კორსეტის" შექმნა ესაჭიროება, რათა მომავალში მას პრობლემები არ შეექმნას
ჯორჯინა როდრიგესი
ტრენერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მისი სხეული გაცილებით უფრო მიმზიდველ ფორმებს სწორედ მაშინ მიიღებს, როდესაც ის კუნთების გამოსაშრობად სპეციალური ვარჯიშების პროგრამით დაკავდება
ალესანდრა ამბროსიო
ექსპერტის აზრით, ურიგო არ იქნებოდა თუკი მოდელი გულმკერდის, ზურგისა და დუნდულების ნაკეცების კუნთებს გაიმაგრებდა