x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ФСБ-ს ხელით, პრიგოჟინის კადრების და მეგობრების "წმენდა" გრძელდება
image
ევგენი პრიგოჟინმა და მისმა მეგობარმა პროფესიონალმა სამხედრომ უტკინმა შექმნეს რუსეთში ყველაზე ბრძოლისუნარიანი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომელიც უტკინის ფსევდონიმი გახლდათ.



სწორედ "ვაგნერის" მებრძოლები იყვნენ ყველაზე მძიმე და რთულ მონაკვეთებში წინა ხაზზე, მტერსაც უნდა სათანადო დაფასება, იბრძოდნენ ბოლომდე, იღუპებოდნენ ვაჟკაცურად და ეს მაშინ როცა რუსეთის ელიტური სადესანტო ჯარების ნაწილები თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ბრძოლის ველიდან ან ტყვედ ბარდებოდნენ.


მთელი ჩემი უკრაინაში ბრძოლის მანძილზე სამად სამი "ვაგნერელი" ტყვე მყავს ნანახი, ისინიც მძიმედ დაჭრილი ტანკისტები.



პრიგოჟინის კადრების მასიური წმენდა მაშინვე დაიწყეს, როგორც კი გავრცელდა ხმა, რომ ვაგნერის მეთაური და დამპუძნებელი სამეთაურო შემადგენლობასთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

ამჯერად რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დააკავა პრიგოჟინის გარემოცვის უახლოესი ადამიანები, საუბარია მედიაჰოლდინგ "პატრიოტის" ტოპ-მენეჯერის ილია გორბუნოვის დაკავებაზედა "კონკრეტნო, რუ-ს მთავარ რედაქტორზე კირილ მეტელევზე.



მედიაჰოლდინგი "პატრიოტი" ეკუთვნოდა ევგენი პრიგოჟინს.


დაკავებულები პოლიციას, რომ დაეკავებინა სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ როცა რუსეთის ფედერალური უშიშროების სპეცდანაყოფი აკავებს ცნობილ რუს პიროვნებებს, საქმეს აშკარად შურისძიების სუნი ასდის.

დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ განაცხადა, მისი შექმნილია "ინტერნეტ-გამოძიების სააგენტო"-ეგრეთ წოდებული "ტროლების ფაბრიკა", სწორედ ეს "ტროლების ფაბრიკა მონაწილეობდა ტრამპის არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო "ომში", ახლა ორივე დაკავებულს ფულის გამოძალვაში დებენ ბრალს, თან პეტერბურგის გუბერნატორის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც ადრე ტელეკომპანია სანკტ-პეტერბურგის" გენერალური დირექტორი იყო.


როგორც წესი ასეთ დროს საქმეს პოლიცია და პროკურატურა იძიებს და არა რუსეთის ფედერალური უშიშროების საგამოძიებო სამსახური, მომხდარიდან გამომდინარე ორივე დაკავებულს კიდევ დაუმძიმებენ ბრალდებებს და შესაძლოა სასამართლომდე ვერც მიატანონ ცოცხლებმა, რადგან ზედმეტი ინფორმაციის მატარებლები დიდხანს, როგორც წესი ვერ ცოცხლობენ.

0
205
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
205