მოგზაურობა ნახევარმთვარის ტბა - ჩინეთის წარმოუდგენელი ოაზისი უდაბნოში 2024, 20 ივნისი, 16:50 დასავლეთ ჩინეთის ქალაქ დუნხუანიდან 6 კილომეტრში მდებარეობს ნახევარმთვარის ტბა - წარმოუდგენელი ოაზისი გობის უდაბნოში. ნახევარმთვარის ფორმის ტბა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტური ტაძარი მდებარეობს.
![]() ტბა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს, მაგრამ 1970-იანი წლიდან მისი გამარჩხება დაიწყო და ახლა თავდაპირველი ზომის მხოლოდ მესამედია. ![]() მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტბა 7, 6 მეტრით შემცირდა. ![]() თუმცა ახლახან ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო სათანადო ზომების მიღება ტერიტორიის შესანარჩუნებლად და ტბის სიღრმის წინა დონემდე აღდგენა. ![]() დღეს უძველეს ქალაქ დუნხუანს, რომელიც დასავლეთის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა, თანამედროვე მოთხოვნები ემუქრება. ![]() მოსახლეობის ზრდამ და ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად 30 წლის წინ აშენებულმა კაშხალმა დიდი გავლენა მოახდინა ისედაც მყიფე უდაბნოს ეკოსისტემაზე, რომელიც სტაბილური იყო ათასობით წლის განმავლობაში. ![]() რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა რეგიონში, მიწისქვეშა წყლების დონემ, ადგილობრივი სასმელი წყლის მთავარმა წყარომ შემცირება დაიწყო. ![]() ყურადღებით დაათვალიერეთ ამ საოცარი ადგილის დეტალური ფოტოები, ასევე ციდან გადაღებული ფოტოები. ![]() ვიმედოვნებთ, ტბა არ დაშრება და მომავალი თაობები მისით აღფრთოვანებას შეძლებენ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: შთამბეჭდავი ვიეტნამი ნიჭიერი ფოტოგრაფის ტრან ტუან ვიეტის ფოტოებში სამხრეთი კუნძული - ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე ისლანდია - ექსტრემალური კონტრასტების ქვეყანა კიბე სამოთხეში: ამ ფოტოების შემხედვარი მუხლი მოგეკვეთებათ ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში 317 შეფასება არ არის |