x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

XIX–XX სს. მკვლევართა დღიურები, თუ ანგარიშებში, ასევე იმ პერიოდის ჟურნალ–გაზეთებში, შეგვიძლია წარმოუდგენელი და საინტერესო მტკიცებულების ნახვა, რომელიც დაგვაჯერებს, რომ თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენები, ჩვენს სამყაროზე, შესაძლოა, მცდარი იყოს...

ასე, მაგალითად, 1860 წ. ნახშირის მოპოვებისას, ილინოისის მაღაროში, მუშები უძველესი არსებების ნამარხებს წააწყდნენ. ჯოზეფ მენნინგსმა – მეწარმემ, რომელსაც მაღარო ეკუთვნოდა, სამუშაოები შეაჩერა და აღმოჩენის შესაფასებლად, მეცნიერები მიიწვია.

ჩატარდა ყოვლისმომცველი სამუშაოები და მაღაროდან ზედაპირზე, სხვადასხვა კიბოსნაირთა და მოლუსკების ასობით ნამარხი ამოიტანეს. მათი ასაკი, ქანის ფილის ასაკის და ფაუნის რეალური ტიპების მიხედვით დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ განამარხებული არსებები, ჩვენს პლანეტაზე, – 260-300 მლნ. წლის წინ ბინადრობდნენ. აღნიშნული კოლექცია მენინგსმა ადგილობრივ მუზეუმს გადასცა და მაღაროელებმა მუშაობა გააგრძელეს.

მეწარმის მხრიდან, კეთილი ნების ეს ჟესტი, გაზეთებში გაშუქდა, სადაც ცნობილი მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ნამარხების უზარმაზარი რაოდენობა აღმოაჩინეს, 300 მლნ. წელზე მეტი ასაკის ქანის ფენებში.

გავიდა 2 წელი და ჯოზეფ მენნინგსმა ისევ მიიწვია მეცნიერები. ამ შემთხვევაში აღმოჩენამ, მუშები მხოლოდ კი არ გააოცა, შეაშინა კიდეც... და უფრო მეტი, – ადგილზე მისული მეცნიერები, ნანახით შოკირებულები იყვნენ. იმაზე უფრო ძველ ფენებს შორის, ვიდრე ორი წლის წინ იყო, ადამიანის გაქვავებული ჩონჩხი იპოვეს. ანთროპოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა ჩონჩხი გაზომა და ის 165 სმ. აღმოჩნდა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან მას, დიდი და დეფორმირებული თავის ქალა განასხვავებდა. მას ასევე, შედარებით გრძელი კიდურები და ხერხემლის სპეციფიკური სტრუქტურა ჰქონდა.


imageდღეს უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ადამიანები და დინოზავრები დროის ერთი და იგივე მონაკვეთში ცხოვრობდნენ


გეოლოგმა უილფრიდ ბაროუზმა, რომელი აღმოჩენის შესაფასებლად მიიწვიეს, ნახშირის ფენის ასაკი დაადასტურა, რომლიდანაც ჩონჩხი ამოიღეს. ხოლო, ანთროპოლოგებმა ცალსახად განაცხადეს, რომ გაქვავებული ჩონჩხი, ნამდვილად ადამიანს ეკუთვნოდა.

რიდ საინქსი – ანთროპოლოგი და არქეოლოგი, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალ–გაზეთებს ინტერვიუებს აძლევდა, აცხადებდა, რომ ადამიანის ყველაზე უძველესი ნიმუში, რომელიც მას თავისი 30-წლიანი კარიერის მანძილზე უნახავს, სწორედ ეს იყო. მისი თქმით, ეს მთლიანად არღვევს იმ დროს პოპულარულ, დარვინიზმის თეორიას, სახეობების ფორმირების შესახებ.

1894 წლამდე, ჩონჩხი პენსილვანიის არქეოლოგიის და ანთროპოლოგიის უნივერსიტეტი მუზეუმის მუდმივი ექსპონატი იყო. სწორედ იქ ჩაუტარდა მას დეტალური ექსპერტიზა. შედეგი კი, სამეცნიერო ჟურნალში შემდეგი რამ დაიწერა: «310 მლნ. წელზე მეტი ხნის წინა მცხოვრები, ადამიანის ჩონჩხი, მინერალიზდა და ქვად გადაიქცა. ეს უტყუარი მტკიცებულებაა, რომ იმ დროს, ჩვენი მსგავსი ცოცხალი ფორმები არსებობდნენ. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, ეს მსგავსი ტიპის, ერთადერთი აღმოჩენაა... მეტი მასალაა საჭირო, შემდგომი დასკვნების და ადამიანის განვითარების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებისთვის» – განაცხადა კვლევაში მონაწილე რობერტ ბრაუნინგმა.


imageგამოდის რომ, შესაძლოა, ადამიანები დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ


თუმცა, 1894 წ. მუზეუმიდან ეს იშვიათი ექსპონატი გაქრა. ხოლო, ბრაუნმა, 1907 წ. მორიგი ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ რადგან ამ წლების მანძილზე, ადამიანის სხვა განამარხებული ნაშთი არ უპოვიათ, კარბონული პერიოდის ადამიანის შესახებ დებატები, შეგვიძლია დახურულად ჩაითვალოსო.

დღეს კი, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, აღნიშნული აღმოჩენის შეფასება, ძალიან რთულია, რადგან არსებობს მხოლოდ წერილობითი წყაროები, მოხსენებები, დისკუსიები და პუბლიკაციები, სხვადასხვა გამოცემებში. აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ, ანალოგიურ აღმოჩენას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთი იყო!


imageარხის სხვა სიახლეები:


* ნეაპოლის მახლობლად 24 მეტრიანი ადამიანი–გიგანტის ნაშთი აღმოაჩინეს, რომლის ნახვა ადგილობრივ მუზეუმში შეგიძლიათ

* 3 მტკიცებულება, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა მართლაც ჰქონდა

* გამოცანები ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
456
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0