x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ჰიტლერის შესახებ, რომელსაც გერმანიის ფიურერი სიცოცხლის ბოლომდე მალავდა

ფაშისტური გერმანიის მომავალი ლიდერის მამა, ავსტრიაში, ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში მდებარე, პატარა სოფ. დოლერშაიმში დაიბადა, რომელიც ფიურერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, მიწასთან გაასწორეს...

დიქტატორი ცდილობდა, დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მისი ოჯახის ისტორიას, ნათელს მოჰფენდა, ან ვითომ და, მის არიულ წარმომავლობას, ეჭვქვეშ დააყენებდა.


image


თუმცა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ: 1837 წელს, მარია შიკლრუბერს (ფიურერის ბებია) სოფ. დოლერშაიმში ვაჟი – ალოისი შეეძინა, რომელიც შემდგომში, ადოლფ ჰიტლერის მამა გახდა. თუმცა, თავად მომავალი დიქტატორი ჰიდლერის (ჰიდლერის – ჰიტლერად გადაკეთება, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, უბრალოდ, ფონეტიკური უზუსტობის, ან ნოტარიუსის შეცდომის შედეგი იყო) გვარით დაიბადა, რადგან მარია, ბავშვის დაბადების მომენტისთვის, გათხოვილი არ იყო და იოჰან ჰიდლერს ცოლად რომ გაჰყვა, ალოისი უკვე 5 წლის იყო. მამინაცვალმა ბავშვს გვარი მისცა და სწორედ მის გვარს ატარებდა ადოლფიც. მოგვიანებით, როდესაც ადოლფი ცნობილი გახდა, თავს ამ გვარის მემკვიდრედ ასაღებდა და იმისთვის, რომ წმინდა არიული წარმომავლობა დაემტკიცებინა, თავის გენეალოგიურ ხეზე მიუთითებდა.

ის, თუ ვინ იყო ალოის ჰიდლერის ბიოლოგიური მამა, არავინ იცოდა, რადგან სოფლის საეკლესიო წიგნში, ჩანაწერი არ იყო...


imageჰანს ფრანკი და ადოლფ ჰიტლერი


მოკლედ, ადოლფ ჰიტლერის მამა, 5 წლამდე, შიკლრუბერი იყო, ხოლო დედის გათხოვების შემდეგ, ჰიდლერი გახდა. ხოლო, ბიოლოგიური მამის შესახებ, «მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1946 წელს, ადოლფ ჰიტლერის რწმუნებულმა ჰანს ფრანკმა განაცხადა, რომ ფიურერის ბაბუა ებრაელი იყო.

«გამოძიების დროს, 1836 წლით დათარიღებულ, მიმოწერას წავაწყდი, ჰიტლერის ბებიას მარია შიკლგრუბერსა და ვინმე ფრანკენბერგერს შორის, რომლის ოჯახშიც, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მარია დამხმარე ქალად მუშაობდა. როგორც წერილებიდან ჩანდა, ამ კაცს 19 წლის ვაჟი ჰყავდა, რომლისგანაც ქალი დაორსულდა. ამ მიმოწერაში, ფრანკენბერგერმა მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა ბავშვის დახმარება, ვიდრე მას 14 წლი შეუსრულდებოდა. ხოლო, ჰიტლერისთვის პრობლემა ის იყო, რომ ფრანკენბერგერი და, შესაბამისად, მისი ვაჟი – ებრაელები იყვნენ». – განაცხადა ჰანს ფრანკმა.

გამოდის, რომ გერმანიის ფიურერი, სინამდვილეში, ჰიტლერი კი არა, ფრანკენბერგერი იყო და მის ვენებში, ებრაელების სისხლი ჩქეფდა...


image


ხოლო, მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერი მხოლოდ ცნობილი კი არა, გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, ისტორიკოსებმა მისი წარმომავლობის შესწავლა დაიწყეს, რაც ჰიტლერს ძალიან აღიზიანებდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არიელი კი არა, ებრაელი იყო და ამ ვარაუდმა ფიურერის აპოპლექტური რისხვა გამოიწვია. «ხალხმა არ უნდა იცოდეს, ვინ ვარ», «მათ არ უნდა გაიგონ, საიდან ვარ» – ყვიროდა ჰიტლერი.

1931 წელს მან SS უბრძანა, რომ მის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ყველა ვარაუდი და ჭორი გამოეძიებინათ... ბრძანება შეასრულეს, მაგრამ მისი ებრაელი წინაპრების არსებობაზე, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. შემდეგ, მან გენეალოგს უბრძანა, რომ ილუსტრირებული საგვარეულო ხე შეექმნა, რომელიც მის წარმომავლობას აჩვენებდა. ეს ხე, მან 1937 წ. გამოცემულ წიგნში – «Die Ahnentafel des Fuehrers» («ფიურერის მემკვიდრეობა») გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ მას უზადო არიული ფესვები ჰქონდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჰიტლერი ყველანაირად ცდილობდა საკუთარი წარმომავლობის დამალვას და სწორედ ამიტომ, მამამისის მშობლიური სოფელი აღგავა, პირისაგან მიწისა. მისი მოსახლეობა კი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადაასახლეს... ჰიტლერი, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალში, ადამიანის წარმომავლობის დადგენა, მხოლოდ სისხლის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი... და ადოლფ ჰიტლერის 39 ცოცხალი ნათესავის დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მის წინაპრებს შორის, მხოლოდ ებრაელები კი არა, აფრიკელებიც იყვნენ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სსრ კავშირიდან და რატომ ამბობდა უარს რუსულად საუბარზე?

* რატომ უგულებელყოფენ კატები ადამიანებს და რომელია ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი? – მეცნიერების აღმოჩენები

* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
507
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0