ვარსკვლავები 51 წლის ჰაიდი კლუმის ახალმა ფოტოსესიამ საცვლებში გამომწერთა აღფრთოვანება გამოიწვია(ფოტო-ვიდეო) 19 ივნისი, 19:01
51 წლის მოდელი ისეთ კარგ ფორმაშია, რომ როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ თქვა მისი პენსიაზე გასვლის დროაო.
გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჰაიდი კლუმი სოციალურ ქსელებში უკიდურესად პოპულარულია. მომხმარებლებმა იციან, რომ 51 წლის ლამაზმანი სულაც არ არის მორცხვი და მისგან გამუდმებით ელიან ახალ პიკანტური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას, რომელსაც ჰაიდი შესაშური კანონზომიერებით აქვეყნებს თავის ბლოგზე. სუპერმოდელმა ამჯერად საცვლების ამარა გამოიჩინა თავი, რამაც თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია. Intimissimi საცვლების რეკლამირების დროს კლუმი აერთიანებს ბიზნესს და გართობას. კონტრაქტის აღსრულების დროს მოდელს გადაღებებს დროს არ ავიწყდება სოციალურ ქსელებში პიკანტური კადრების ჩვენება, რათა ახალი გამომწერები მოიზიდოს. შინდისფერი მაქმანებიანი საცვლებში გამოწყობილმა მხიარულმა ჰაიდიმ ბევრი თბილი სიტყვა და ათასობით მოწონება და კომენტარები დაიმსახურა ზედმეტია იმის თქმა, რომ ასაკოვანი მოდელის საუცხოო ფიგურა მომხმარებელთა დაუცხრომელ ინტერესს იწვევს. მართლაც, კლუმისთვის ნამდვილად ნაადრევია პენსიაზე გასვლა. ვიდეო ნახეთ <<ამ ბმულზე>>1990-იანი წლებიდან ჰაიდი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მოდელად. მისი კარიერა დაიწყო 1992 წელს, როდესაც ის აირჩეს 25 000 გოგონათა შორის. ამავე წელს გააფორმა კონსტრაქტი და უკვე 1993 წლის დასაწყისში აშშ-ში საცხოვრებლად გაემგზავრა. 1998 წელს ჰაიდი გამოჩნდა „Sports Illustrated“-ის გარეკანზე, რომლის ტირაჟი აშშ-ში 20 მილიონს აღწევს. ამასთან ერთად ის „Victoria's Secret“-ის ერთ-ერთი მთავარი „ანგელოზი“ გახდა. შემდეგ იყო მისი ფოტოები „Vogue-სა“ და „ELLE“-ის გარეკანზე. ამის გარდა ჰაიდი კლუმს რამდენიმე როლი აქვს შესრულებული კინოსა და სატელევიზიო ფილმებში. სიტკომში "სპინ სიტში" მან ითამაშა შვიდ ეპიზოდში, გარდა ამისა, ითამაშა ეპიზოდურ როლებში სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", "როგორ შევხვდი დედაშენს", "სასოწარკვეთილი დიასახლისები", ფილმებში " მოჯადოებული ელა “, „ინგლისელი დალაქი“ და სხვა. 91 2-ს მოსწონს
|