x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
რას დაკარგავს საქართველო ევროკავშირის სტატუსის მიუღებლობით
რა შანსები დაეკარგება საქართველომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

image
1. დაახლოებით, ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული
2. მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია
3.ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი
4. ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა
გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:
5. 7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში
6. ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = ეუ-ს 42 მუხლი)
7. 2%იანი საბანკო სესხები
8.ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან
და რაც მთავარია: ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა, არგინდა, გაიძულებს, რომ გქონდეს:
ა. სუფთა ჰაერი
ბ. დაცული ბუნება
გ. მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა
დ. ჯანმრთელი საკვები
ე. დაცული პირადი სფერო
ვ. უფასო როუმინგი
ზ. დაცული საზღვრები და მიგრაციის მკაცრი კონტროლი
თ. სოციალური თანასწორობა
ი. მონოპოლიებისგან თავისუფალი ბაზარი
კ. ხელმისაწვდომი განათლება
და კიდევ 1001 რამ
იმედია, ეს გაურკვევლობები დროებითია, და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი რისკი:
ევროკავშირის გაფართოება (მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭება) არის ღრმად პოლიტიკური საკითხი. ახლა იყო ამის კარგი შანსი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 6 თვის და 1 წლის შემდეგ, ევროპელები რა ხასიათზე იქნებიან და რომელ ფეხზე გაიღვიძებენ, კაცმა არ იცის, შეიძლება საერთოდ აღარ დაუბრუნდნენ ამ საკითხს წლების მანძილზე (ნატოს მაგალითი სახეზე გვაქვს).
მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველი ევროპული ჰუმანიტარული დახმარება მიიღო 30 წელზე მეტი გავიდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული, მთლიანობაში ევროკავშირმა საქართველოში 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები განახორციელა. ევროკავშირის დახმარება ასოცირებულია ისეთ წარმატებულ პროექტებთან, როგორებიცაა

ენგურჰესის რეაბილიტაცია,

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა,


ევროპული სკოლის დაარსება თბილისში,

2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება, რომლის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების მშენებლობაზე დაიხარჯა,

ასევე 2015 წლის წყალდიდობის შემდგომ 50 მილიონ ევრომდე დახმარება წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად,

კოვიდ-პანდემიის პერიოდში 300 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფა, მათ შორის აღჭურვილობის გადმოცემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის და მედიკოსთა გადამზადება,

განათლების მხარდაჭერა (Erasmus+), მათ შორის 6000-ზე მეტი სტუდენტის სწავლების დაფინანსება ევროპულ უნივერსიტეტებში, ქართველ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მობილობების მხარდაჭერა

და სხვა მრავალი, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

აევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს ხელშესახებ სარგებელს, რომელიც ევროკავშირთან არის ასოცირებული, უდავოდ შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლა წარმოადგენს. საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება.


ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. მისი უმთავრესი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ესაა ერთ-ერთი ის სიკეთე, რომლითაც უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს და შეიგრძნოს საკუთარ თავზე.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიზა ლიბერალიზაციის და გაზრდილი მიმოსვლის შედეგად შესაძლებელი გახდა ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე, რაც ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ტურისტული მიზნით იმოგზაურონ ევროკავშირში, არამედ გამოიყენონ ის ახლობლების მონახულების, სამედიცინო მომსახურების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების, ბიზნეს კონტაქტების დამყარებისთვის.

როუმინგის სივრცესთან მიერთება კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მობილურის სიმ-ბარათის შეცვლა და ისარგებლებენ ევროკავშირის როუმინგის სივრცეში არსებული შეღავათიანი ფასებით განხორციელებულ ზარებზე.

საბანკო სფეროში წარმატებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირი იხილავს საქართველოს ევროკავშირის ერთიანი გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქართულ ბანკებს მიეცემათ საშუალება, რომ ჩაერთონ სისტემაში და შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის შემცირდეს ტარიფები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან საქართველოში ფინანსური გადარიცხვებზე.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელმოწერიდან დღემდე ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის ბაზრის გახსნამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს ღვინის და თხილის, როგორც ხარისხი ასევე საექსპორტო მოცულობები. საქართველომ დაიწყო ისეთი პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, როგორებიცაა ქართული კივი, ლურჯი მოცვი, ნატურალური ჯემები, წვენები, მწვანილი, ხილის ჩირი, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ხარისხი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია წარმატებით იყიდება ევროკავშირის ბაზარზე. დამატებით, ევროკავშირში პოპულარობით სარგებლობს ქართული მატყლი და ლოკოკინა, რომლის მოშენება სულ რამდენიმე წელიწადია რაც დაიწყეს ქართველმა ფერმერებმა.

საქართველოს გარდა, არცერთ მეზობელ ქვეყანას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, რაც საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისათვის ბევრად მიმზიდველ ლოკაციად აქცევს. კერძოდ, საქართველოში ინვესტირების და ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორს ეძლევა საშუალება, რომ ნულოვანი საბაჟო ტარიფით გაიტანოს პროდუქცია ევროკავშირის 450-მილიონიან ბაზარზე.

წლების განმავლობაში წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები, მოქნილი სახელმწიფო სერვისები, მათ შორის, ბიზნესის კეთების სიმარტივე საქართველოს უცხოური ინვესტიციებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს რეგიონში.

2022 წელს ევროკავშირმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს კომპანიებისათვის გაიხსნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი. საქართველოს კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში და შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უმსხვილეს ბაზარს.

ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. შედეგად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უდიდესი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსათვის, მათ შორის ჩვენი პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის, ეროვნული წარმოების გადაიარაღების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.


0
82
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
82