x
image
Yoona
Mediator image
დღეგრძელი ლი ჩინ-იუენის ისტორია, რომელმაც 200 წელზე მეტი იცოცხლა
ჩინეთის მაცხოვრებელი ლი ჩინ-იუენი გარდაიცვალა 1933 წლის 6 მაისს. ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება გაატარა. დატოვა 180 შთამომავალი 11 თაობაში და 23 ცოლზე დიდხანს იცოცხლა. ეს შეძლო, რადგან ბედმა ამ სამყაროში მთელი 2 საუკუნის განმავლობაში ცხოვრება არგუნა. მართალია, დღეგრძელის ზუსტი ასაკი მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს.



image



თავად ლი ჩინ-იუენი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ 1736 წელს დაიბადა. მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ უჩვეულო ადამიანის დაბადების თარიღი 1677 წელი იყო. შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენ ხანს იცოცხლა მოხუცმა, 197 თუ 256 წელი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლი ჩინ-იუენი რჩება აბსოლუტურ რეკორდსმენად, რადგან ამ ციფრებთან მიახლოება ჯერ ვერავინ შეძლო.



image




ფრანგი ჯინ კალმანი 122 წლის და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ეს ლი ჩინ-იუენის ასაკთან შედარებით უბრალოდ წვრილმანია. თუ თავად რეკორდსმენის მიერ მითითებული დაბადების წელში ყველაფერი ნათელია, საიდან გაჩნდა 1677 წელი? ირკვევა, რომ 1930 წელს, ჯერ კიდევ ლის ცხოვრებაში, ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა ვუ ჩუნგ-ჩიემ იპოვა იმპერიული მთავრობის ჩანაწერები, რომლებიც შედგენილია 1827 წელს. მათში ნახსენებია ჩინ-იუენი, მაგრამ როგორც ღრმად მოხუცი!



დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1827 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას 150 წლის იუბილე მიულოცა! მორიგი მსგავსი ჩანაწერი უკვე 1877 წლით თარიღდება, როცა დღეგრძელს უკვე 200 წლის იუბილე მიულოცეს. იქნებ, მოხუცს დაავიწყდა დაბადების წელი და ოფიციალურ დოკუმენტებს უნდა ვენდოთ?



1928 წელს New York Times-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ უცნაური ისტორიისთვის და საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. ამერიკელი ესტუმრა უხუცესის მშობლიურ ადგილს და გაესაუბრა ადამიანებს, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ. ლი ჩინ-იუენი ტყუილში ვერ გამოიჭირა, რადგან ბევრი ღრმად მოხუცებული იფიცებოდა, რომ მათი ბაბუები და დიდი ბაბუები ჯერ კიდევ ბავშვობაში იცნობდნენ ლის და ის უკვე ახალგაზრდა არ იყო.



image



ლი ჩინ-იუენი სიჩუანის პროვინციაში დაიბადა. 10 წლისას მუშაობა დაიწყო, სამკურნალო ბალახების შეგროვების პროფესიას დაეუფლა. მთელი ცხოვრება ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული. ახალგაზრდობაში დღეგრძელობის წყაროებით იყო დაინტერესებული და მიირთმევდა მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, ბოსტნეულს და მცენარეულ ნახარშებს.



როცა 71 წელი შეუსრულდა, 1749 წელს, კაი სიანის პროვინციაში გადავიდა, სადაც ჩაირიცხა იმპერიულ ჯარში, როგორც საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი და ტაქტიკური მრჩეველი. შემორჩენილია მისი ერთ-ერთი მოსწავლის, ტაიჩის საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და ლიუს მოგონებები, რომელმაც თავისი მენტორის დღეგრძელობის საიდუმლოს ფარდა ახადა.



და ლიუმ თქვა, რომ მისი მასწავლებელი ერთხელ მთებში დახეტიალობდა და იქ შეხვდა განდეგილ მოხუცს, რომელიც 500 წლის იყო. მან ლი მოსწავლედ აიყვანა და გაუმხილა ბაგუაჟანის საბრძოლო ხელოვნების, ციგუნის ტანვარჯიშის და სწორი კვების საიდუმლოებები. თავად ლი ამბობდა, რომ მისი დღეგრძელობა განპირობებული იყო განდეგილის მითითებების მკაცრად შესრულებაში და ციგუნის სისტემის ვარჯიშების ყოველდღიურ შესრულებაში.



image



1927 წელს დღეგრძელი ჯერ კიდევ იმდენად ენერგიული იყო, რომ მოგზაურობა შეეძლო. სწორედ ამ პერიოდში ეწვია გენერალ იანგ სენს ქალაქ ვან სიანში. სამხედრო პირი გაოცებული იყო მოხუცის საღი აზროვნებით და მისი შესანიშნავი ფიზიკური ფორმით. გენერლის კითხვაზე, როგორ ახერხებს სხეულის, გონების და სულის შენარჩუნებას ასეთ შესანიშნავ მდგომარეობაში, ლიმ უპასუხა:



„გულის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, კუსავით იჯდე, მტრედივით ხალისიანად იარო და ძაღლივით დაიძინო“.



სწორედ გენერალ იანგ სენთან შეხვედრისას გადაიღეს მოხუცის ერთადერთი ფოტო, რომელიც დღემდე შემორჩენილია. ყველა, ვინც პირადად იცნობდა ლის, ერთხმად აცხადებს, რომ მათი ცხოვრების განმავლობაში ის საერთოდ არ შეცვლილა. გენერლის ვიზიტიდან ცოტა ხანში ლი ჩინ-იუენი გარდაიცვალა და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:



„ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა ამ სამყაროში და ახლა დროა დავბრუნდე სახლში“



გენერალი იანგ სენი იმდენად მოიხიბლა მოხუცთან ურთიერთობით, რომ მოგვიანებით დაწერა წიგნი „ფაქტები 250 წლის კაცის შესახებ“. წიგნის დასაწყისში არის ლის აღწერა. ავტორი აღწერს მას, როგორც „7 ფუტი (2, 1 მეტრი) სიმაღლის კაცს, კარგი მხედველობით, ენერგიული სიარულით, მოწითალო სახით და გრძელი ფრჩხილებით“. მოხუცმა შეინარჩუნა საღი გონება და საუბარში გამოავლინა სერიოზული ცოდნა მრავალ მეცნიერებაში, ასევე შესანიშნავი იუმორის გრძნობა.



image



როგორც უკვე ვთქვით, ლი ჩინ-იუენმა 23 ცოლზე დიდხანს იცოცხლა, 24-ე ცოლი კი დააქვრივა. მისი გარდაცვალების დროს ქალი 60 წლის იყო. 14-ჯერ ოფიციალურ ქორწინებაში, 10-ჯერ სამოქალაქო ქორწინებაში. მოხუცი მოესწრო არა მხოლოდ მისი ყველა შვილიშვილის, არამედ მრავალი შვილთაშვილის გარდაცვალებას.



ასევე დაგაინტერესებთ:

იაპონური ხელოვნება შინრინ-იოკუ ან როგორ ვისეირნოთ სწორად ტყეში

იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე?

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ



0
895
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
895