x
image
Yoona
Mediator image
რა სურთ ქალებს? - კაცებო, დაიმახსოვრეთ
ორმხრივი მტრობა, განქორწინება, უხერხული შეხვედრები და მალულად მზერა - აი, რა სდევს წყვილს განქორწინების შემდეგ. არც ისე სასიამოვნო სანახაობაა. რა მოხდება, თუ გეტყვით, ძვირფასო კაცებო, რომ უმეტესწილად თქვენ გაუცრუეთ იმედები ქალებს?



ფსიქოლოგი ჯასტინ შანფარბერი თავის სტატიაში ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, რა სურთ ქალებს. წაიკითხეთ და თქვენს სახლში და ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთ იქნება.



image



ურთიერთობების კრიზისთან, ურთიერთგაგების ნაკლებობასთან და შეუთავსებლობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის ფონზე მამაკაცებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იცოდნენ. ქალები ტოვებენ მათაც, ვინც უყვართ. ეს ფაქტია.




image



ეს ქალს ტანჯავს. მის გულს ნაწილებად ფლეთს. საკუთარი თავის სიძულვილს და ზიზღს აიძულებს. მაგრამ ეს მაინც ხდება. ადრე თუ გვიან, ქალმა შეიძლება მიატოვოს საყვარელი მამაკაცი.



შვილები, სახლი, ქონება და კაპიტალი ეს ყველაფერი დიდი დაბრკოლება არ არის მათთვის, ვინც თავს ისედაც თავისუფლად თვლის.



image



ქალები ოჯახს სხვადასხვა მიზეზის გამო ანგრევენ. ერთ-ერთი მიზეზი პარტნიორს ყველაზე მეტად აწუხებს - მეუღლე მის გვერდით არის.



სამსახურშია, თევზაობს, ლაშქრობს, მეგობრებთან ერთად ლუდს სვამს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ არის. მაშინაც კი, თუ სასწრაფო საქმეზე წავიდა, ეს უკვე ძლიერი დარტყმაა ურთიერთობის სიმტკიცეზე.



image



„ჩემ გვერდით არ არის, როცა მჭირდება. მარტო ვარ“ – სწორედ ასეთი საშინელი ფიქრები იწვევს ურთიერთობის გაწყვეტის უეცარ გადაწყვეტილებას.



ამ საკითხში ქალი ეგოისტია. არ არსებობს საქმე, რომელიც 100% ამართლებს იმ ფაქტს, რომ მისი პარტნიორი მის გვერდით არ არის.



ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი ცუდი ან უპასუხისმგებლოა. ის შეიძლება იყოს ყურადღებიანი, გარეგნულად მიმზიდველი, სექსუალურად აქტიური. პარტნიორმა შეიძლება გააუმჯობესოს ცხოვრება, გახდეს დიდებული მამა, ოჯახის საყრდენი და მაინც დაკარგოს ქალი.



image

რატომ?



„ვიღაც შეიძლება მოვიდეს და მცემოს. გამაუპატიუროს. დამამციროს და გამქურდოს“ - აი, რას ფიქრობს ქალების უმეტესობა, როცა მათი ქმრები მათ გვერდით არ არიან.



ეს შესაძლებლობა უბრალოდ აშინებთ. მხოლოდ ფიქრიც, რომ შეიძლება თავდასხმის მსხვერპლი გახდეს, ქალს ცრემლს ჰგვრის.



ასეთი ფიქრების შეფასება შეუძლებელია. კარგია თუ ცუდი? დიახ, ქალი ბევრს ითხოვს, მაგრამ ის არც ნივთია და არც ინვესტიცია (ზოგჯერ ასე უყურებენ კაცები თავიანთ შეყვარებულებს). მას აქვს უფლება წამოაყენოს პირობები, გასაგები და ადვილად შესასრულებელი.



image



„ზოგჯერ ჩემთან მოდიან წყვილები. მამაკაცი თითქმის ყოველთვის დუმს. კმაყოფილია, რადგან რაციონალურად აზროვნებს. მისი ყოფა, ოჯახი, კარიერა, შვილები, საყვარელი ავტომობილი ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და „მუშაობს“ სათანადოდ. აი, ქალი მორალურად განადგურებულია და დაკარგულია. ასეთ კავშირში გადასარჩენი არაფერია“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.



ქალს სურს იგრძნოს სიახლოვე. არც სურვილი, არც ავხორცობა, არამედ შეგრძნება, რომ ამ სამყაროში არის ვიღაც, ვინც ყოველთვის მის გვერდით იქნება.



image



ერთ სახლში ან ოთახში ყოფნა საკმარისი არ არის. პარტნიორი უნდა იგრძნოთ. უყუროთ, გიყვარდეთ, უგებდეთ. მოსმენა და სწორად გაჩუმება უნდა იცოდეთ.



სხვანაირად შეხედეთ. მასში პიროვნება დაინახეთ. ასე ყურადღებას მოგაქცევთ და გიპასუხებთ: „გიყურებ. მინდა გავიგო, როგორი ხარ. ამდენი წლის შემდეგ, ყოველდღე და ყოველ წუთს მინდა გაგიცნო შენ, ნამდვილი“.



image



ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა მამაკაცი გაიგებს, რომ ასეთი აზრები გულწრფელია.



ბევრი პარტნიორი შეცდომას უშვებს, როცა სექსს სიამოვნების მიღწევის პროცესად აღიქვამს. უნდა სცადოთ, რომ ნებისმიერი შეხება წმინდა რიტუალად აქციოთ.



image



„შეხედეთ ქალს. რას გრძნობს თქვენი შეხებისას? იქნებ, თვალები დახუჭა, მისი სუნთქვა გახშირდა? თუ უკუაგდო? ამ ნიშნების წაკითხვა უნდა ისწავლოთ და მიხვდეთ, როდის სურს ქალს სიახლოვე“ - ამტკიცებს ფსიქოლოგი.



მაგრამ მამაკაცი დაკავებულია. სამსახური, სახლი, ტელევიზორი და ქილა ლუდი მაცივარში. ვინ თქვა, რომ ქალი რთული პიროვნებაა? არაფერი მსგავსი! საჭმლის მომზადება, კოსმეტიკა და მანიკიური - აი, ქალის ინტერესის სფერო. ასეა?



და მაინც, რა სურთ ქალებს? უმეტეს შემთხვევაში, ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია - პარტნიორი მის გვერდით იყოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 მოულოდნელი რამ, რასაც მამაკაცები სექსუალურად თვლიან

12 გამოცდილი მეთოდი, როგორ აიძულოთ ყოფილ პარტნიორს ინანოს თქვენთან დაშორება

5 რამ, რასაც მამაკაცი მაშინ აკეთებს, როცა ცოლი არ უყვარს

ქორწინება სრულდება იქ, სადაც ქალის მოთმინება მთავრდება

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი


0
192
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
192