საზოგადოება „მსურს გავხდე საშვილოსნოს დონორი რელიგიურად გაუმართლებელებელი ხომ არ არის?“ - მამა საბას პასუხი 26 ივლისი, 9:14
.
მამა საბა ჭიკაიძე მრევლის კითხვებს ხშირად სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას პასუხობს.
.
ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე: . ვარ 20 წლის. მსურს გავხდე საშვილოსნოს დონორი. (სუროგაციული ორსულობის გზით მშობიარობა) მაინტერესებს თქვენი ტჩევა რელიგიურად გაუმართლებელებელი ხომ არ არის ჩემი გადაწყვეტილება? - დასვა კითხვა მრევლის ერთერთმა წარმომადგენელმა. . მის ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა სასულიერო პირმა და ვიდეო ჩართვაშივე უპასუხა, რომ გაუმართლებელია ამგვარი შინაარსის დონორობა. . -გაუმართლებელია, იმიტომ, რომ დონაცია და სუროგაცია არასწორი რამაა ღვთის წინაშე. მე ასე ვთვლი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაიზიარებს ჩემს აზრს. ეს არის არაბუნებრივი მოვლენა და უხეში ჩარევა ღვთის საქმეში. არ შეიძლება არც დონორობა და არც სუროგაცია მით უმეტეს - ამბობს მამა საბა. 323 შეფასება არ არის
|