x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მსურს გავხდე საშვილოსნოს დონორი რელიგიურად გაუმართლებელებელი ხომ არ არის?“ - მამა საბას პასუხი
image

.

მამა საბა ჭიკაიძე მრევლის კითხვებს ხშირად სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას პასუხობს.

.


ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე:

.

ვარ 20 წლის. მსურს გავხდე საშვილოსნოს დონორი. (სუროგაციული ორსულობის გზით მშობიარობა) მაინტერესებს თქვენი ტჩევა რელიგიურად გაუმართლებელებელი ხომ არ არის ჩემი გადაწყვეტილება? - დასვა კითხვა მრევლის ერთერთმა წარმომადგენელმა.

.

მის ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა სასულიერო პირმა და ვიდეო ჩართვაშივე უპასუხა, რომ გაუმართლებელია ამგვარი შინაარსის დონორობა.

.

-გაუმართლებელია, იმიტომ, რომ დონაცია და სუროგაცია არასწორი რამაა ღვთის წინაშე. მე ასე ვთვლი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაიზიარებს ჩემს აზრს. ეს არის არაბუნებრივი მოვლენა და უხეში ჩარევა ღვთის საქმეში. არ შეიძლება არც დონორობა და არც სუროგაცია მით უმეტეს - ამბობს მამა საბა.

1
322
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
322
  
საინტერესოა,სად ამოიკითხა მამაომ რო სუროგაცია ან დონორობა არასწორია ღვთის წინაშე? ილია,შეგიძლიათ,რომ მოიყვანოთ ციტატა,სადაც საუბარია სუროგაციაზე ან დონორობაზე და ის აკრძალულია? არც მე ვარ მომხრე სუროგაციის,თუმცა ჩემი რა საქმეა ვინ რას გადაწყვეტს. თან ადამიანების მოტყუება და გამოლაყების მცდელობა არ მომწონს. სისხლის გადასხმაც დონორობა,ღვიძლის გადანერგვაც და ათასი რაღაცის კიდევ,ეს რატომ არ არის არასწორი ღმერთის წინაშე? ან გერმანიაში რატომ დაყავთ ილია მეორე სამკურნალოდ,ეს სწორია ღმერთის წინაშე? თან იმ ფონზე,რომ ქვეყნის მოსახლობის დიდ ნაწილს ელემენტარულ ჯანდაცვაზე ხელი არ მოიწვდებათ და ადამიანები არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობის გამო იღუპებიან,მათ შორის ბავშვებიც. თუ ადამიანს შვილი არ ყავს,მოძებნის სხვა ადამიანს,ვინც დაეხმარება ამ ამბავში და ამაში მცირე სარგებელს აიღებს,რატომ შეიძლება იყოს ცუდი ღმერთის წინაშე? ეგრე ვაჭრობაც და მომხვეჭველობაც არასწორია ღმერთის წინაშე,თუმცა არ მახსენდება,გამოსულიყო რომელიმე მამაო და ამაზე ესაუბრა. ადამიანების შიმშილს ან მოთხოვნილებას რო ფულის მოსახვეჭად იყენებენ,ეს ცოდვა არ არის? ან მამაოები რო ჯიპებზე არიან ამხედრებულები,ოქროში ჩასმულები დაიარებიან,ეს ცოდვა არ არის? ამაზე იტყვიან რო ყველას მოეთხოვება ღმერთის წინაშე და ჩვენ განკითხვის უფლება არ გვაქვს,მაშინ რატომ განიკითხავენ ადამიანებს სუროგაციის გამო? თუ ღმერთთან მოეთხოვება ცოდვა ადამიანს,იცით რა,მოდი ღმერთმა გადაწყვიტოს ვინ ცოდვილია და ვინ ანგელოზი
0 1 1