x
image
თუთიკო ბერძენა
ეს ის შემთხვევაა, როცა ადგილს ცვლიან ხარი და იუპიტერი ლათინურ  გამონათქვამში" რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს!"

image


თანამედროვე სალიტერატურო ენა თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო იმერული, რომ არა ილიას ავტორიტეტი, რომელიც აკაკის ავტორიტეტზე მეტი აღმოჩნდა, თორემ დღეს ყველანიც - აქანა-იქანა, წევედი-მევედიო, იჭიკჭიკებდა და არც ასე გაეჩხირებოდათ თვალსა და ყურში !

საქართველოში მრავალი დიალექტი და ენაა, რაც ამ ქვეყანას კიდევ უფრო მრავალფეროვანს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. დააკვირდით, დიალექტი როგორ ერწყმის ამა თუ იმ მხარის სპეციფიკურ ბუნებას. თითქოს განუყოფელია მისგან.
წარმოგიდგენიათ, თუშეთში თუშმა არ გითხრათ:
- ცხვარშიით მომოალაჸმ მნახ!
აჭარაში აჭარელმა არ გითხრათ:
-იმფერი დრო დადგა, არვის იმედზე არნა დარჩე, ყველგან შენი ძინგურაი ხაპერის იმედზენა იყო მეგემ!
გურულმა არ თქვას:
-რაფერ სულ კურცხალს ისრის აი აბდალა გოგო, არ გყვარობს ცა მაი მოსასპობი და დეეთხუე!
იმერელმა:
- ჩევიკუნცხოთ, საქმე გვაქ მოსაკვარახჭინებელი!
ქიზიყელმა:
- ახლა მე თქვენ წამლებ დაგირიგებ კე! უთხრა კე იმათა!.
რაჭველმა:
- ბოშო, კაია, ქვეშენიჭირიმე!
მეგრულსა და სვანურზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ისინი ჩემთვის ენებია ისევე, როგორც აფხაზური და სიმღერასავით ტკბილად სასმენი თითოეული, როგორც ამ ქვეყნის მრავალფეროვნების და სიმდიდრის უტყუარი მტკიცებულებები.
დიახ, ასე ვმეტყველებთ სხვადასხვა კუთხეებში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ სალიტერატურო ენის სტანდარტების დაცვით, სამეცნიერო თუ ლიტერატურულ ნაშრომებსაც ამავე წესების დაცვით ვწერთ, მაგრამ გვსიამოვნებს და გვიყვარს, როცა ჩვენ-ჩვენი მხარის წინაპრების ენაზე ვსაუბრობთ და ვწერთ თუნდაც ამ სოციალურ ქსელში.
თუმცა საშინლად ისმინება ოფიციალური პირებისგან, მეცნიერებისგან, პოლიტიკოსებისგან, რომ გადმოდგებიან ტრიბუნებიდან და "ცივილურს" და "ცივილიზებულს", "მასობრივს" და "მასიურს" ვერ განასხვავებენ ერთმანეთისგან; "ვბრძოლობ "და "ვღებულობო", რომ იძახიან; პირველი პირის ნიშანი "ვ" რომ ამოაგდებული აქვთ საერთოდ ზმნებიდან;, "სპეციფიური", " სანიტარული" და "რომანტიულიო", რომ ამბობენ; საკითხთან მიმართებაშიო, რომ ამახინჯებენ ქართულ ოფიციალურ ენას.
ჰო, " ჩვენთაგანი" და "თქვენთაგანი" არსად დაეკარგოთ კიდევ.
სწორია: ვიბრძვი, ვიღებ, სპეციფიკური, სანიტარიული, რომანტიკული, საკითხთან მიმარტებით, უარ-ვ-ყოფ, უგულებელ-ვ-ყოფ, ვ-უქმნი, ვ-უმტკიცებ, ჩვენგანი, თქვენგანი. ცივილური ნიშნავს მოქალაქეობრივს, ცივილიზებული - მაღალი ცივილიზაციის შესაბამისს, მასობრივი- დიდი რაოდენობის, ყოვლისმომცელს, მასიური - დიდი მასის/წონის მქონეს.
ჩვენ რიგითი გურულები, იმერლები, აჭარლები, რაჭველები, კახელები, თუშები, ხევსურები, ფშაველები, ერთმანეთთან თუ ჩვენ-ჩვენი დიალექტის ხაზგასმით ვილაპარაკებთ, ეს მხოლოდ ჩვენი მხარის სიყვარულის ხაზგასმაა.
ეს ის შემთხვევაა, როცა ადგილს ცვლიან ხარი და იუპიტერი ლათინურ გამონათქვამში" რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს!"
გერმანულ ენასაც უამრავი დიალქეტი აქვს, მაგრამ არავინ ებრძვის მას არაოფიციალურ ურთოერთობებში! ბავარიელი რომ გერმანბულად საუბრობს, ბრემენელმა შეიძლება საერთოდ ვერ გაიგოს მისი ლაპარაკი, მაგრამ არ გალანძღავს ამისთვის და არც ხმლით შეუვარდება, წინაპრების დიალექტით რატომ საუბრობო..
ეს ქვეყნის მრავალფეროვნების პატივისცემა და სიყვარულია.


0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
96