x
image
თუთიკო ბერძენა
რა დაემართა ქალს, რომელმაც ლომის ბოკვრები გაზარდა - ფოტოილუსტრაციები, როგორ გადაუხადეს მტაცებლებმა
image

სულხან-სქაბა ორბელიანის იგავი "კატის გაზრდილი ლომი" ყველას გახსოვთ ალბათ, ბოლოს ლომმა ტავისი გამზრდელის შეჭმა რომ მოინდომა. რომ არა ხეზე ცოცვის საიდუმლო დატოვება "შავი დღისთვის", კატასაც შესანსლავდა მისივე გაზრდილი ლომი.


ბევრი ზრუნავს კნუტებზე, ლეკვებზე, ფრინველებზე. მაგრამ ერთხელ მიქაელა ზიმანოვმა ლომის ბოკვრები წაიყვანა ცირკიდან, სადაც მათი დედა იმყოფებოდა. დედა ლომმა უარყო თავისი ბოკვრები და ასე ვტქვათ " დაობლებულ" ბოკვრებს პატრონობა სჭირდებოდა, რისი საშუალებაც ცირკს იმხანად არ ჰქონდა.


მიქაელა უვლიდა მათ ისე, რომ პრაქტიკულად დედა შეუცვალა.


image

გაზრდილი ლომები მიქაელამ სახლში ვეღარ გააჩერა, რადგან მეზობლების უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონდა და სამაშველო ცენტრს ჩააბარა. მიქაელამ ქვეყანა დატოვა და მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

image შვიდი წლის შემდეგ კი ქალი სამაშველო ცენტრში უკვე ზრდასრული ლომების მოსანახულებლად მივიდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, მალკიამ და ადელმა (ასე ჰქვია მიქაელას შვილობილებს), როცა დაინახეს მათი მხსნელი, მივარდნენ და ჩაეხუტნენ და ლოკვა დაუწყეს. ეჭვგარეშეა, მათ მაშინვე იცნეს იგი.


როდესაც უყურებ ფოტოს, რომელიც ასახავს შეხვედრის ბედნიერ მომენტებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ესენი მტაცებლები არიან, რომლებიც კბენენ ადამიანს. როდესაც ისინი შეხვდნენ მეორე დედას, ისინი იქცეოდნენ, როგორც ყველაზე მოსიყვარულე შინაური ცხოველები. მიქაელას სახის გამომეტყველებით კი ხედავთ, რომ ისიც ძალიან ბედნიერია.

image

არაჩვეულებრივი ბედი


დღეს მალკია და ადელი კვლავ ცხოვრობენ სლოვაკეთის სამაშველო ცენტრში (როგორც ზოოპარკს ჰგავს), რადგან მათ არ აქვთ ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის საჭირო უნარები.

image

შესაძლოა მიქაელა უფრო ხშირად შეხვდეს შინაურ ცხოველებს, რადგან ცოტა ადამიანი ახერხებს ასეთი სიყვარულის პოვნას.

0
912
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0