ქართული საგანმანათლებლო სივრცე კორუფციით, ნეპოტიზმით და ქრონიზმით გაჯერდა. განსაკუთრებით ეს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს ეხება. სმიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის მაღალი ტრიბუნებიდან " ბავშვზე ორიენტირებული სწავლება", ამ სიტყვების უკან რეპეტიტორებზე ორიენტირებული სწავლება იმალება. მასწავლებლები გაკვეთილებზე ენერგიას ინახავენ, რათა დღის მეორე ნახევარში სახლსა თუ სპეციალურად დაქირავებულ ოთახებში დამატებითი შემოსავალი მიიღონ. რა თქმა უნდა, ხელფასი, გაკვეთილზე გაკვეთილს ახსნი თუ არ ახსნი, მაინც გეძლევა და დამატებიტთი შემოსავალი განბა ვის აწყენს?
გაკვეთილზე დავალებას შეამოწმებ, როგორ გააკეთებინა რეპეტიტორმა შენ ან სხვამ, გამოკითხავ რა იცის, როგორ აუხსნა სასწავლო მასალა სკოლის მიღმა მასწავლებელმა და მისცემ ახალ დავალებას.
იმისათვის, რომ საკუთარი მოსწავლის მომზადების გამო არ დაისაჯო (თუმცა ვინ ვის დაუსჯია ამისთვის?) მოსწავლეთა გაცვლა ხდება, მაგალითაც ჭიჭიკოს მოსწავლეს ბიჭიკო აიყვანს, ბიჭიკოსას - ჭიჭიკო, მერე ერთმანეთს შორის ხდება აზრების გაცვლა, როგორი მოსწავლეა, როგორ ითვისებს და იგებს მასალას.
რიგით სკოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე ილია ვეკუას სახელობის ცნობილი 42-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ასეთი სკოლა გახდა. ჩაიკოვსკის ქუჩიდან გაკვეთილებიოს შემდეგ იქვე ლეონიძის ქუჩაძე გადადიან მოსწავლეები, აკაკი ხორავას სახლში, სადაც ლამის მეორე ვეკუას სკოლაა გახსნილი და ყველა ოთახში რეპეტიტორების გუგუნი მიდის.
სწაქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქ მოსწავლეებს სასკოლო საგამოცდო საკითხებზე ამუშავებენ, მაგალითად, მსგავსებზე. მოვა ამოცანა და რიცხვებია მხოლოდ შესაცვლელი. და ამ დროს თუ სხვა, სკოლის გარეშე რეპეტიტორთან სწავლობ ზოგადად მათემატიკას და ფიზიკას, სკოლისი გამოცდაზე შესაძლოა ისეთი ამოცანა ან მაგალითი მოვიდეს, რომლის მსგავსი არც გაკვეთილზე გაგიკეთებია არასდროს და არც სკოლასთან კავშირში არმყოფ რეპეტიტორთან. იტყვის მოსწავლე რაიმეს და გააპროტესტებს, რომ მსგავსი მთელი წლის განმავლობაში სკოლაში არაფერი გაკეთებულა? არავის აინტერესებს! ისე მიაწვებიან, თითქოს დანარჩენები დაბადებით აინშტაინები იყონ და სულ თვითონ გააკეთეს გამოცდაზე მოსული საკითხები.
სულ რაღაც 9 წის წინ "ვეკუას" და "კომაროვის" სკოლაში მსგავსი რამ არ ხდებოდა, მასწავლებლები გაკვეთილზევე იხარჯებ ოდნენ მაქსიმალურად და მოსწავლეებიც აღარ დარბოდნენ რეპეტიტორებთან. ახლა კი თითქოს საბჭოეთის ჩამპალი სისტემა მობრუნდა, ისეთი განუკითხაობაა ამ მხრივ და არა მარტო ზემოდასახელებულ სკოლებში, არამედ ლამის ყველა საჯარო სკოლაში. ბავშვები დაყოფილია "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად".
სკოლაში რომ გასკდეს "სხვისიანი" მოსწავლე მეცადინეობით, მასწავლებლები ერთს ისეთს ჩაულაპარაკებენ გაკვეთილის ან გამოცდის წინ, რომ ფსიქოლოგიურად გატეხენ და მორჩა. ნეიროლინგვისტიკაა ეს- ორი სიტყვით შეიძლება ადამიანი ან გაანადგურო ან ააყვავო! "სხვისიანი" გარანტირებულად გაგდებულია. საწყალი მშობლები წინ და უკან დარბიან, ტყავიდან ძვრებიან, რომ მათი შვილი სკოლამ "ჩვენიანად" აღიქვას! პლუტოკრატიაა, აბა, რა! თუ მსობელს ფინანსური რესურსები არ აქვს, მისი შვილი სულ ტესლაც რომ იყოს, ფექვესაა გათელილი და დემორალიზებული... მოსწავის თვითშეფასება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თვითშფასება კი თუ ადეკვატური არ არის, უკვე გარანტირებულად აკნინებს და ამახინჯებს მოსწავლის სწავლის სურვილსაც და ზოგადად ფსიქოლოგიასაც!
განათლების სამინისტროშიც ვერ იპოვი სამართალს. გეტყვიან, რომ სკოლის შიდა საქმიანობაში არ ერევიან. როგორ თუ არ ერევიან? ეგებ როგორ ილახება ბავშვის უფლებები? არ უნდა აინტერესებდეს ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს? ფარული ბულინგი რომ მიდის მოსწავლეების, ვისაც სკოლის პედაგოგებს შორის არ ჰყავს მამიდა, ბაბუა, მამა, დედა, მშობლების ძმაკაცი და ა.შ., ეს სამინისტროს არ უნდა აინტერესებდეს? არიქა " ბავშვის უფლებათა კოდექსი" ამ ხელისუფლების მონაპოვარიაო და კოდექსის იმპლემენტაცია თუ არ მოხდა, წერონ და იკითხონ კოდექსებში ლამაზ-ლამაზი წინადადებები!
სკოლები არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ბავშვის უფლებები ირღვევა!
ამოიღებს მოსწავლე ხმას და თავზე დაემხობა ყველაფერი! მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კრიტიკულ აზროვნებაზე, შედარებით ანალიზზე (პარალელებზე) ორიენტირებული სწავლება მიდის, მიდი აბა და თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამოიღე ხმა, მთელი წლის განმავლობაში რომ რადიატორთან მჯდომი "ვალოდია ჯინჭარაძე" ხმას არ იღებდა, ან მისი პირიდან გაგონილი სიტყვები იყო " არ ვიცი, მას!" და გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო. ცუდია ეს, ცუდი! ბავშვებმა ყველაზე უკეთ იციან, ვინ რა იცის. ბავშვებმა ყველაზე უკეთ იციან, ვისი ნიშნების უკან რა იმალება!
უმეტეს წილად პედაგოგი მოითხოვს პატივისცემას მის მიმართ და ამ დროს ავიწყდება მეორე მხარე, ყველაზე მოსაფრთხილებელი-პატარა ადამიანი, რომელსაც გასათლელად ნაჯახით არ უნდა მიადგე. უნდა შეუწყო ხელი და კიარ უნდა ასწავლო, ერთად უნდა ისწავლოთ.
საქართველოში საგანმანათლებლო სისტემაში მცირე ძვრები ვეღარაა საჭირო. აქ დიდი "მიწისძვრის" გარდა არაფერი უშველის. კატასტროფა გაუკეთეს მომავალ თაობას განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ინფორმაციულობასა და კრეატიულობაში უმეტესწილად ახალგაზრდა თაობა აშკარად სჯობს მათ მწვრთნელებს. დღევანდელ პირობებში სკოლა საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებელ გარემოდ იქცა საქართველოში.
საუკუნის წინ წერდა მოზარდი ალბერ კამიუ:" სკოლა გვამზადებს ცხოვრებისთვის იმ სამყაროში, რომელიც არ არსებობს". კამიუს ამ ფრაზამ კიდევ ერთხელ შეცვალა ძირეულად ფრანგული საგანმანათლებლო სივრცე. საქართველოში კი სკოლა გვამზადებს იმ სამყაროში ცხოვრებისთვის, სადაც უფროსმა რაც არ უნდა დიდი დანაშაული ჩაიდინოს, უფროსია და უმცროსთან ყოველთვის მართალი იქნება.
რომელ ღირებულებებზეა საუბარი, როცა აბსოლუტური დევალვაცია მიდის ღირებულებების უმეტეს სკოლებში - პირადი მაგალითი ყველაზე კარგი მასწავლებელია. პირადი მაგალითებით კი დღევანდელი სკოლების მესვეურები აბსოლუტურად იმის საპირისპიროს აჩვენებენ მოსწავლეებს, რასაც საგანმანათლებლო პროგრამებით ასწავლიან, უფრო სწორად, სთხოვენ!
მადლობა ღმერთს, შემორჩნენ აქა-იქ ისეთი სკოლები, რომლებიც ჯერ კიდევ ინერციით მიდიან და სადაც მოსწავლის ინტერესები ჯერ კიდევ მაღლა დგას, თუმცა რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, ასეთ სკოლებს მოსწავლეთა მცირე კონტიგენტ ჰყავთ, რადგან ნაკლებად არან ბრჭყვიალად გაპიარებულნი!
ბოლოს და ბოლოს, როდის გათენდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში?
არადა, განათლება არის სწორედ ის სფერო, რომელსაც ყველა დანარჩენი სფეროს წარმატება ეფუძნება! ჰოდა, რა განათლების სისტემაც გვაქვს, ზუსტად ისეთი განვიტარებულია ქვეყანაც!
პ.ს. ბევრი სხვა სიტყვაც ვიცი,მარა შენ ვერ გაიგებ მაინც მაგას.