x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სკვითების მაღალტექნოლოგიური ოქროს ნაკეთობები
image


ითვლება, რომ სკვითები – მომთაბარე ტომები იყვნენ და ძირითადად, კასპიის და შავი ზღვის მიმდებარე რეგიონში, ძვ. წ. აღრ. VIII ს–დან – ახ. წ. აღრ. IV ს–მდე პერიოდში ცხოვრობდნენ. ენის მიხედვით, ინდოევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდნენ, ხოლო მონათესავე ტომებიდან, მეცნიერები სარმატებს და საკებს მიიჩნევენ. ითვლება, რომ სკვითებს დამწერლობა არ ჰქონდათ და საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, ერთმანეთს ზეპირმეტყველებით გადასცემდნენ.


image


სკვითური სამარხებიდან ამოღებული თავის ქალაზე დაფუძნებული, რეკონსტრუქციით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ევროპეიდელები უნდა ყოფილიყვნენ, ღია ფერის კანით და თმით.


imageსკვითების სახის რეკონსტრუქცია


სკვითების ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე უამრავი ყორღანია. ამ ტერიტორიების კვლევა XIX საუკუნეში დაიწყო, მაგრამ არა შესწავლის, არამედ ძარცვის მიზნით. ცნობილია, რომ მხოლოდ ერთ სეზონზე, ფსევდომეცნიერებმა 500 ყორღანი გათხარეს. ხოლო, უძველესი არტეფაქტების დიდი ნაწილი, მუზეუმებში და კერძო კოლექციებში ხვდებოდა.


image


ამ არტეფაქტებს შორის, უმეტესწილად ოქროს ნაკეთობა იყო და პრაქტიკულად, ყველა სამკაული ცხოველების სტილში იყო შესრულებული, ან რაღაც სიუჟეტს გადმოსცემდა. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიზუალურად და შესრულების ტექნიკის მიხედვით, ეს ნაკეთობებს, მომთაბარე ხალხის დონეს, საერთოდ არ შეესაბამებოდა...



image


ყველამ, ვინც საიუველირო ტექნოლოგიას იცნობს, იცის, რომ ოქრო დრეკადი ლითონი არის და ადვილად იჭედება. მაგრამ, მისი დნობის ტემპერატურა 1064, 18 °C–ია. ანუ, მისგან რამის გასაკეთებლად, სპეციალური ღუმელია საჭირო, რომლის აშენება, მომთაბარე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იქნებოდა. სამჭედლო, ან სახელოსნო – მომთაბარე ცხოვრების წესს ნამდვილად არ შეესაბამება. გარდა ამისა, მცირე დეტალებზე მუშაობისთვის, საჭიროა სპეციალური ხელსაწყოები და გამადიდებელი ლუპები.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სამკაულის დონე, თანამედროვეს არ ჩამოუვარდება და ამაში დასარწმუნებლად, იმ ოქროს ყელსაბამის ნახვაც საკმარისია.


imageოქროს ყელსაბამი, ძვ. წ, აღრ. IV ს.


აღნიშნული სამკაული 1971 წლის 21 ივნისს, ქ. პოგროვში (უკრაინა), სკვითების ერთ–ერთ ყორღანში აღმოაჩინეს. ნაკეთობის მას 1140 გრამია, დიამეტრი კი – 30 სმ–ს აღემატება.


image


კვლევის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყელსაბამის თითოეული დეტალი, ცალ–ცალკეა ჩამოსხმული, ხოლო შემდეგ, ერთიან კომპოზიციაში არის შედუღებული.

და აქ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ასეთი სიზუსტით და წერტილოვნად, ელემენტების დამაგრება, გაზის სპეციალური სანათურების გარეშე? ამასთან, ასეთი სამუშაოების ჩასატარებლად, ვიწროდ ფოკუსირებული ალი არის საჭირო, რაც თანამედროვე საიუველირო ტექნოლოგიის დონეა.


image


რაც შეეხება ელემენტებს. ის სპეციალური ფორმების მეშვეობით მზადდებოდა და ხელოსნები, ოქრომჭედლობასთან ერთად, სკულპტორების უნდა ყოფილიყვნენ.

ამასთან, გასაოცარია ყელსაბამის ელემენტების რეალისტური ფორმები... შეძლებს კი ვინმე, ასეთი სამკაულის შექმნას, ცოდნის და სპეციალური ტექნოლოგიების გარეშე?

imageimage


სხვა სამკაულები სკვითური სამარხებიდან:


image


ზედა ფოტოზე, შედარებით მარტივი ნაკეთობაა წარმოდგენილი, მაგრამ აქაც ჩამოსხმის და შედუღების ტექნოლოგიაა გამოყენებული.


imageოქროს დიადემა ჰოჰლაჩის ყორღნიდან, I ს.


ჰოჰლაჩის ყორღანი 1864 წ. მილსადენის გაყვანის დროს, გათხარეს და მასში განძი აღმოაჩინეს, რომლის ნაწილი დაიკარგა. ხოლო, დიადემა, რომელიც ზედა ფოტოზეა, ჩვენამდე მოაღწია. ის მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული და ძვირფასი ქვებით გაფორმებული.

ამ ნაკეთობასთან დაკავშირებითაც, არაერთი შეკითხვა არსებობს. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ როგორ მოხდა კვარცის დამუშავება და ასეთი სრულყოფილი და უნაკლო სახის გამოკვეთა? ნუთუ, ეს მომთაბარეების მიერ არის შექმნილი? თუ ჩავთვლით, რომ ის სკვითებს ბერძნებმა აჩუქეს, მაშინ, თავად ბერძნებმა როგორ გააკეთეს?

ზოგადად, ისტორიკოსები არ სვამენ ამ კითხვებს და არ განიხილავენ, თუ როგორ შეიქმნა ეს ნაკეთობა, რადგან ისინი შორს არიან როგორც ტექნოლოგიებისგან, ისე ფერადი მეტალურგიისგან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?

* ბრაზილიური "საპნის ოპერის" 5 ლამაზმანი, მაშინ და ახლა

* ამ გამოცანების ამოსახსნელად, ლოგიკური აზროვნების უნარი დაგჭირდებათ (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0