x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერი იესოს ბავშვობის შესახებ
image

მეცნიერებმა 2000 წლის წინანდელ პაპირუსზე გაკეთებული ტექსტი გაშიფრეს. ტექსტში აღწერილია, თუ როგორ აქცია 5 წლის მესიამ თიხის მტრედები ცოცხალ ფრინველებად.




არა აკურატული ხელნაწერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ამბავი დაწერილია მე-4 ან მე-5 საუკუნეში ეგვიპტეში, სკოლის ან რელიგიური თემის მოსწავლის მიერ, რომელიც იმ დროს ქრისტიანული იყო.


თავდაპირველად ეს ისტორია დაიწერა დაახლოებით II საუკუნეში, როგორც თომას სახარების ნაწილი, წიგნი, რომელიც მოგვითხრობს იესო ნაზარეველის ყმაწვილკაცობის შესახებ.



ამ აღმოჩენამდე სახარების ყველაზე ადრეული წერილობითი მაგალითი XI საუკუნით თარიღდება.


პაპირუსი ინახებოდა გერმანიაში, ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩა. ექსპერტებმა ხელნაწერების გაანალიზების დროს შემთხვევით შეამჩნიეს ტექსტში სახელი "იესო".

image

„ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო წერილი ან ნავაჭრის სია, რადგან ხელწერა ძალიან დაუდევარი ჩანდა“, - თქვა დოქტორმა ლაიოს ბერკესმა, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტის მკვლევარმა და ლექტორმა.


"ჩვენ პირველად შევნიშნეთ სიტყვა "იესო" ჩანაწერში. შემდეგ, სხვა მრავალ ციფრულ პაპირუსთან შედარებით, ასო-ასო გავშიფრეთ."


თომას სახარება აღწერს იესოს ცხოვრებას 5-დან 12 წლამდე, მაგრამ არ იყო შეტანილი ბიბლიაში, რადგან ის არ ითვლებოდა ავთენტურად.


ისტორია შემოიფარგლება იესოს დაბადებით, ოჯახის ეგვიპტეში გაქცევით, ნაზარეთში დაბრუნებითა და იერუსალიმის ტაძარში ვიზიტით. მისი ახალგაზრდობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია აპოკრიფულ თქმულებებშია.


ერთ-ერთ ტექსტში 5 წლის მესია თამაშობს ნაკადულში და რბილი თიხისგან ამზადებს 12 ბეღურას. როდესაც მამამისი, იოსები, შენიშნავს, ბავშვი რას აკეთებს, საყვედურობს შვილს და ეკითხება, თუ რატომ ძერწავს შაბათს, წმინდა დასვენებისა და თაყვანისცემის დღეს? ამის საპასუხოდ იესო უბრძანებს თიხის ფიგურებს აფრინდნენ და ისინი ცოცხლდებიან.


პაპირუსის ფრაგმენტის ზომა 10 სანტიმეტრი/ 5 სანტიმეტრზეს და შეიცავს სულ 13 სტრიქონს . მკვლევარებმა არ იციან, როდის და რა ვითარებაში მოხვდა ეს არტეფაქტი ბიბლიოთეკის კოლექციაში.



უცნობია, რატომ ამოიღეს ბიბლიიდან იესოს ბავშვობის წლები; ჩარლზ დაიერი, ჩიკაგოს მუდის ბიბლიის ინსტიტუტის პროფესორი, ვარაუდობს, რომ „ალბათ მკითხველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რატომ მოვიდა მესია დედამიწაზე, მის მსახურებაზე და რამ მიიყვანა იგი ჯვარცმამდე“.

1
411
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
411
  
14 ივნისი, 17:41
ჩემი აზრით, ქართულად უნდა გამოვიდეს აპოკრიფების სრული კრებული ანუ ის საღვთისმეტყველო წიგნები, რომლებიც დაწუნებული იქნა და არ შეიტანეს ბიბლიაში. ეს რამდენიმე წლის წინ გააკეთეს ბერძნებმა უკვე. დდი სიამოვნებით წავიკითხავდი აპოკრიფების სრულ კრებულს ქართულად.
0 1 1