საზოგადოება "საბჭოთა პროპაგანდის "საუკეთესო ტრადიციებით", ნაცსექტა ზრდის თანამედროვე "პავლიკ მოროზოვებს" - გია აბაშიძე 13 ივნისი, 12:19
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი აქტივისტის ნიკო მანაგაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მისი მშობლების სატელეფონო ინტერვიუს(ნახე ბმული) პასუხად აცხადებს, რომ დედასთან ურთიერთობა არ აქვს და ამორალური და მძიმეა მისთვის ამის მოსმენა.
ანალიტიკოსი თქმით, საბჭოთა პროპაგანდის "საუკეთესო ტრადიციებით", ნაცსექტა ზრდის თანამედროვე "პავლიკ მოროზოვებს", როგორიცაა ნიკო მანაგაძე და თავხედურად ფარისევლობს, რომ პროდასავლურია. „დედა შვილზე ამბობს, რომ ნაცსექტამ მის ვაჟს გონება მოუწამლა, ხოლო შვილი, ნაცაქტივისტი ნიკო მანაგაძე პასუხობს - დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა, ამორალური და მძიმეა ჩემთვის ამის მოსმენა. სამარცხვინო ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, პოლიციელებზე თავდამსხმელი და მამის ცივი იარაღით დამჭრელი, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. საბჭოთა პროპაგანდის "საუკეთესო ტრადიციებით", ნაცსექტა ზრდის თანამედროვე "პავლიკ მოროზოვებს", როგორიცაა ნიკო მანაგაძე და თავხედურად ფარისევლობს, რომ პროდასავლურია. სსრკ-ს დროს, ყველა სკოლელს უყვებოდნენ „გმირი” ბავშვის, პავლიკ მოროზოვის ამბავს. გადმოცემის თანახმად, 13 წლისამ მან კულაკი მამა დააბეზღა. პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად აქცია. ხოლო მოღალატე სალომე ზურაბიშვილმა და მისნაირმა ნაცგობლინებმა ლაზარე გრიგორიადისი საკულტო ფიგურად წარმოადგინეს. იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს "ნაცების" წიაღიდან“-წერს გია აბაშიძე. ნიკო მანაგაძეს ეხმაურება ტელწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: "NiKo Managadze - ახლა ასჯერ მეტად დაგაფასე
ძალიან მარტივია წინააღმდეგობა ნებისმიერ თემასთან, როცა მშობლები გიმაგრებენ ზურგს და როცა არა, ასჯერ უფრო მეტად გემრუდება გზა.
ასჯერ და ათასჯერ მეტად დასაფასებელია შენი სწორი ღირებულებები და დაუღალავი ბრძოლა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ნიკო! იმაზე ბევრად მაგარი, ვიდრე წარმოგიდგენია."
237 2-ს მოსწონს
|