x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მარტო მე მეჩვენება საეჭვოდ? ვითომ პარანოია მჭირს?"- რას წერს მაია ორჯონიკიძე

image


მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ უნიკალური ხელნაწერი წიგნის აუქციონზე სწორედ ახლა გამოჩენას ივანიშვილის მორიგ ტრიუკად აფასებს:

"მარტო მე მეჩვენება რომ იოანე ზოსიმეს წიგნი კრისტის აუქციონზე საეჭვოდ “დროულად”გამოჩნდა? “ტრიუკების” სერიალის მერამდენე სეზონია? ვითომ პარანოია მჭირს?"- წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.


აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო. ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.


პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.






0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198