x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაა"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასულ პროტესტანტებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად და სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ მშვიდობიანი, მრავალათასიანი აქციების დამკვიდრებისკენ მოუწოდებს:


"მეგობრებო, ეს ხელისუფლება მოძლადე ხელისუფლების სახელს უკვე ვაღარასდროს მოიშორებს, რადგან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე უკან დამხევი არაა.


შესაბამსიად აქეთა მხარეს მართებს მეტი სიფრთხილე და ჭკუა. ხელისუფლების წარმომადგნლების სახლებთან „მოღაალტის“ და სხვა წარწერების გაკეთება გარდა იმისა, რომ ზოგადად არასწორი მგოია, კონტრპორდუქტიულიცაა.


ხელსუფლება ასეთ დროს ცდილობს, თავის მომხრებს აჩვენოს, რომ აქ ჩმორი არავინაა და მას შეუძლია უფრო ბრუტალურად პასუხების გაცემა. შედეგად ვიღებთ ძალადობების სერიას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოუსიწრებელ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს.


რადგან ხელისუფლებას ჭკუა აღარ მოეკითხება, აზრი არ აქვს მათთან შეგონებებით საუბარს, რომ ძალადობა ცუდია, ამიტომ თქვენ უნდა გამოიჩინოთ კეთილგონიერება და პროტესტის ერთადერთ ფორმად დაამკვიდროთ მშვიდობიანი მრავალათასიანი აქციები, რაც აქამდე კარგად გამოგდიოდათ.


ამ აქციებს უნდა ქონდეს არჩევნებმადე პერმამენტული ხასიათი, რათა ყველამ შიგნით, თუ გარეთ კარგად დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დასავლურ კურსზე უარის თქმას არავის აპატიებს და მუხტი არ შესუსტდება. ასე უნდა მივიდეს პროცესები არჩევნებამდე - არ მიეცეს ხელისუფლებას მოლენების ესაკლაციის საშაულება და ამავე დროს არ დავარდეს მუხტი.


ამისთვის საკმარისია პროტესტის მთაავრი ღერძი იყოს მშვიდობიანი აქციები დაახლოებით კვირაში ერთხელ. ოღონდ აქცია ყოველთვის უნდა იყოს მაშტაბური, რათა კარგად გამოჩნდეს, რომ პროტესტი არსად წასულა. ეს მარტივი არ იქნება, რადგან არჩევბემადე თითქმის ხუთი თვეა და წინ ზაფხულია, მგრამ შეუძლებელი არაა. სეზონზე (ივლის-აგვისტოში) შეიძლება პროტესტის ცენტრის აჭარაში გადატანა და მთავარი აქციების ბათუმში დაგეგმვა. ადგილბრივი მოსახლეობაც გამოვა და დამსვენბელიც. სექტმებრიდან კი, - ისევ თბილისში 26 ოქტომბრამდე!"- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

0
286
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
286