x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბატონებო ვაპატიოთ ამ ხალხს, რომ…" - ნახეთ, რას წერს ია ფარულავა

image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ადამიანებს მიმართავს ვინც რუსი ლტოლვილების მიმართ აგრესიასა და სიძულვილს ვერ მალავას:


"მომრავლდა რუსი ხალხის და რუსული ენის მიმართ სიძულვილი …ბატონებო ვაპატიოთ ამ ხალხს, რომ სისხლისმსმელი პრეზიდენტი ყავთ და რომ ვერასოდეს ვერაფერი გააკეთეს მის მოსაშორებლად….


მე ვუყურე როგორ განიცდიან ტირიან და ბოდიშებს იხდიან უკრაინელების მიმართ... ვუყურე ძალიან ემოციურ სცენას სასტუმროში....

არ მჯერა .... ეს პროპაგანდაა. ყველაზე გაქანებული პუტინისტი ნაცნობებიც კი ჩუმად არიან და შოკში .... მგონი მოვიდნენ აზრზე და ხედავს რას ჩადის მათი ფავორიტი პრეზიდენტი", – წერს ია ფარულავა.


ტელეწამყვანის ზემოხსენებულ პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი მსახიობს კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ რომ რუსი ერი შეცოდებას და სიბრალულს არ იმსახურებს.







0
763
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
763