x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს იხსენებდა, როგორ იჩოქებდა იან გილანი ყოველი სიმღერის დაწყების წინ-სახალისო ისტორია
image

როკ-ჯგუფ Deep Purple-ს სოლისტი იან გილანი ერთი ხანობა ჯგუფ Black Sabbath-ს შეუერთდა. ეს იყო 1983 წელს.


როდესაც გილანი ემზადებოდა მათი პირველი ერთობლივი კონცერტებისთვის, მან გააცნობიერა, რომ ადვილი არ იქნებოდა ერთბაშად აქამდე უცნობი ყველა ტექსტის დამახსოვრება(კონცერტებზე ხომ ჯგუფის ძველი სიმღერებიც უნდა შეესრულებინა)ამიტომ იან გილანმა პატარა ეშმაკობას მიმართა: თითოეული სიმღერის პირველი კუპლეტი ფურცელზე დაწერა და სცენის იატაკზე მიამაგრა, მოღერალმა ჩათვალა, რომ პრობლემა გადაწყვეტილი იყო და მასზე ფიქრი შეწყვიტა.


მაგრამ როდესაც Black Sabbath-ის კონცერტი დაიწყო, ვიღაცამ გაუშვა "კვამლი", რომლის ღრუბლებიც სცენაზე გავრცელდა, რა დროსაც მომღერალი იატაკზე დამაგრებულ ქაღალდის ფურცლებს ვეღარ ხედავდა. არა და სიმღერა უკვე დაწყებული იყო და იანს დაბნეულობისგან საერთოთ დაავიწყდა ტექსტი; იგი იძულებული გახდა დაჩოქილიყო, რათა კვამლში რაღაც ტექსტი მაინც დაენახა.



აღფრთოვანებული მაყურებლი კი დიდხანს იხსენებდა, მომღერლის ჯენტლმენურ ჟესტს, თუ იან გილანი საზეიმოდ როგორ იჩოქებდა მუხლებზე თითოეული სიმღერის დაწყების წინ, თუმცა რეალური მიზეზი კი არც არვინ იცოდა.

image

იან გილანმა Black Sabbath-თან ერთად მხოლოდ ერთი ალბომი Born Again(1983) ჩაწერა და ამის შემდეგ დატოვა ჯგუფი, ჩათვალა, რომ "მანდ უნდა იმღეროს ოზიმ".ერთი წლის შემდეგ იგი ხელახლა შეკრებილ Deep Purple-ს შეუერთდა და დღემდე იქ მღერის.მათი რიგით 23-ე სტუდიური ალბომი "=1" 19 ივლისს გამოვა.


იან გილანი ორჯერ იყო საქართველოში, ერთხელ 1990 წელს საკუთარ ჯგუფ The Moonshiners -სთან ერთად, რა დროსაც აქვე გადაიხადა ცნობილი ქორწილი მეუღლე ბრონთან და მეორედ უკვე 2013 წელს Deep Purple-სთან ერთად, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, რა დროსაც "დინამო არენაზე" გამართეს კონცერტი.

image

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0