x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირველი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია მზის სისტემაში და პალეოკონტაქტები დედამიწაზე

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აქ სიცოცხლის გაჩენის ტრადიციულ ვერსიაა არ განვიხილავთ, რადგან ის მოსაწყენი, უინტერესო და სიმართლე რომ ითქვას, ნაკლებად დამაჯერებელია. უბრალოდ დაფიქრდით, თითქმის 2 მლრდ. წელი პლანეტაზე მხოლოდ ბაქტერიები არსებობდნენ და შემდეგ, უეცრად, ყველაფერი «დაიქოქა» და დედამიწა წარმოუდგენელი მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით დაიფარა. თუმცა, სიცოცხლის განვითარების ამ ვერსიას სკოლაში ასწავლიან და ბევრს სჯერა. ამიტომ, არასწორი იქნებოდა, რომ მას სისულელე ვუწოდოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს, სიცოცხლის წარმოქმნის ერთ–ერთი, შესაძლო, ვარიანტია და დაიჯერებთ მას, თუ არა, უკვე თქვენი გადასაწყვეტია...


image


დღეს კი, მეცნიერები უკვე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვენერაზე, ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმების გაჩენისთვის პირობები, 4 მლრდ. წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა. მაშინ პატარა პლანეტა, ერთადერთი იყო სიცოცხლის სარტყელში და ამის წყალობით, უფრო სავარაუდოა, რომ მზის სისტემაში პირველი ბაქტერია სწორედ იქ გაჩნდა, და არა დედამიწაზე. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ვენერამ 3 მილიარდზე მეტი დრო, სიცოცხლის სარტყელში გაატარა, მის ზედაპირზე, შესაძლოა განვითარდა, უფრო სწორედ, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია უნდა განვითარებულიყო... და მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე!

ხოლო შემდეგ, როდესაც პლანეტაზე ტემპერატურამ აიწია და იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა, ახალმოსახლეები მარსის, ფაეტონის, და დედამიწისკენ გამოემართნენ. გადარჩნენ, თუ არა – უცნობია, მაგრამ იმ მომენტისთვის, მათი მშობლიური პლანეტა გავარვარებული მზის გავლენის ქვეშ იყო. ჩვენს პლანეტაზე კი, იმ დროისთვის, სიცოცხლე უკვე განვითარებული იყო – არსებობდა ატმოსფერო და იგივე ხდებოდა მარსზე და ფაეტონზე, ანუ 3 პლანეტა განვითარების ერთ დონეზე იმყოფებოდა.

დედამიწაზე პირველი ცივილიზაციები, დაახლოებით, 460 მლნ. წლის წინ გაჩნდა. დაახლოებით იმავე დროს, კულტურული ცენტრები მარსზე და ფაეტონზეც ჩაისახა. ისინი მრავალი მილიონი წლის მანძილზე, ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებდნენ, პლანეტიდან პლანეტაზე დაფრინავდნენ და ეს მზის სისტემაში, ცივილიზაციების ოქროს ხანა იყო... მაგრამ შემდეგ, საშინელი მოვლენები დაიწყო...

დანამდვილებით ცნობილი არ არის, ეს გარე მტრის ჩარევის შედეგი იყო, თუ შიდა ომების გამო მოხდა, მაგრამ ფაეტონი განადგურდა და ამან, მზის სისტემაში, უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია. მარსზე ატმოსფერო ძლივს გადარჩა, დედამიწაზე კი, სახეობათა მასობრივი გადაშენება მოხდა. ერთადერთი გონიერი სახეობა მარსზე დარჩა. მაგრამ, არც წითელ პლანეტაზე იყო ყველაფერი კარგად. ფაეტონის აფეთქების შემდეგ, მასზე საარსებო გარემო ძალიან შეიცვალა და ცივილიზაციის დეგრადირება დაიწყო. თუმცა, მანამდე, მარსელების ნაწილი დედამიწაზე ჩამოსახლდა. პლანეტაზე დარჩენილებმა კი, განვითარება ვეღარ შეძლეს და საერთაშორისო დონეზეც ვეღარ გავიდნენ.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, სწორედ იმ დროს, როდესაც მარსზე ცხოვრებისთვის შეუფერებელი გარემო შეიქმნა, ვენერაზე მდგომარეობა გამოსწორდა და მარსელების ერთი ნაწილი, მშობლიურ პლანეტას დაუბრუნდა...

ცნობილი მეცნიერი ერიხ ფონ დენიკენი, რომელიც «პალეოკონტაქტის» თეორიის მხარდამჭერია, თავის ნამუშევრებში ამტკიცებს, რომ მითი პრომეთეს შესახებ, შეგვიძლია, სულ მარტივად «მოვარგოთ» ჩვენს ისტორიულ წარსულს და ახლებურად გავიაზროთ. მაგ., ვთქვათ, ვინმე უცხოპლანეტელმა არსებამ, ან უფრო ზუსტად, უცხო არსებების ჯგუფმა, გაურკვეველი მოტივით, მათი უფროსების აკრძალვის და მუქარის მიუხედავად, საკუთარი ცოდნის ნაწილის გაზიარება დედამიწელებისთვის გადაწყვიტა, რათა იმ ისტორიულ ეტაპზე, კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარება დაეჩქარებინა... და მას შემდეგ, რაც დედამიწელებმა «მათთვის აკრძალული» ტექნოლოგიები მიიღეს, «პრომეთე» მაშინვე დასაჯეს. თუმცა, სანდო ფაქტების ნაკლებობის და იგივე მითოლოგიური, შესაძლო, უზუსტობის გამო, თითქმის შეუძლებელია «პრომეთეს» სასჯელის თანამედროვე შინაარსობრივ ჩარჩოში აღწერა.

«პალეოკონტაქტების» მომხრე, ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აქ საუბარი ჩვენს უახლოეს პლანეტაზე – ვენერაზეა, რომელზეც იმ დროს, ცივილიზაციის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომელთაგანაც კოლექტიური «პრომეთეს» იმიჯის შექმნაა შესაძლებელი. ხოლო, მათი «სასჯელი», ხელოვნურად გამოწვეული კატაკლიზმი იყო, რამაც ეს პლანეტა ცხოვრებისთვის შეუფერებელი გახადა... თუმცა, რა დაემართა მათ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას და სად გაქრნენ თავად «ღმერთები» – უცნობია.

რაც შეეხება, პალეოკონტაქტების შედეგს, ჩვენს პლანეტაზე, დღეს ეგვიპტის პირამიდები, სფინქსის ქანდაკება, მაიას პირამიდები და სტოუნჰენჯი, ასევე სხვა არტეფაქტები, მკვლევარებს მთელ რიგ კითხვებს უჩენს. ასეთი ნაგებობების მშენებლობა, თუნდაც დღევანდელი, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ძალიან პრობლემური და ძვირადღირებული ამოცანაა. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ, ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ გეომეტრიული კანონების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ, უმარტივესი საზომი ხელსაწყოების არსებობაზე. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ მოკლეს ჯონ კენედი? – საიდუმლო, რომელსაც ამერიკა დღემდე მალავს

* 15 უძველესი და საოცრად კარგად შემონახული არტეფაქტი

* როდესაც ბუნება ადამიანზე "ბრაზობს"... (15 ფოტო)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
376
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0