x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ალექსანდრე მაკედონელის დედა – გვამებით გაკვალული გზა და ჩაქოლვით სიკვდილი

ალექსანდრე მაკედონელის დედა, დედოფალი ოლიმპიადა, პათოლოგიური სისასტიკით გამოირჩეოდა. მას პირდაპირ, თუ ირიბად, ასობით, და შეიძლება, ათასობით, ადამიანის სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი. მის მსხვერპლს შორის იყვნენ, შვილის უახლოესი მეგობრები და თანამოაზრენი... და ასევე, როგორც ვარაუდობენ, საკუთარ მეუღლეს – მეფე ფილიპსაც, სასიკვდილო განაჩენი სწორედ მან გამოუტანა.

ოლიმპიადა, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, საკუთარი ვაჟის პროდიუსერი იყო და არაერთი ადამიანის მსხვერპლის ფასად, სწორედ მან გაუკვალა მას ტახტისკენ მიმავალი გზა.

მაკედონიის მომავალი დედოფალი ძვ. წ. აღრ. 371 წ. ეპირში, ისტორიულ ოლქში დაიბადა, რომელიც დღეს, საბერძნეთის და ალბანეთის შემადგენლობაშია. მისი მამა ნეოპტოლემე I, ეპირის მეფე იყო.

ამასთან, ოლიმპიადა ეპირელს, თავიდან სულ სხვა სახელი ჰქონდა. ის ჯერ მირტალი, შემდეგ – პოლიქსენი იყო. მისი სახელის შეცვლის მიზეზი, ჰადესის სამეფოს ბოროტი სულების შიში იყო, რომლებსაც გოგონას, დროზე ადრე წაყვანა შეეძლოთ.


imageჩვენამდე ოლიმპიადას სიცოცხლისდროინდელ გამოსახულებას არ მოუღწევია, არსებობს მხოლოდ III ს. დათარიღებული მედალიონი. 2004 წ. მისი როლი ფილმში ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა და ბევრისთვის, სწორედ ჯოლის სურათი გახდა მაკედონიის დედოფლის კანონიკური პორტრეტი.


ოლიმპიადას ბავშვობამ სასახლის მუდმივი ინტრიგების ატმოსფეროში ჩაიარა – დამცირება, მკვლელობა და შეთქმულება – ასეთი იყო სასახლის ყოველდღიურობა. გარდა ამისა, ხშირი იყო დიდი ომები – ეპირს გამუდმებით ესხმოდნენ თავს ილირიის მეომარი ტომები. მათგან თავდაცვის და გადარჩენის მიზნით, სამეფო ოჯახს სასახლის დატოვება და გაქცევა არაერთხელ მოუხდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადამ ბავშვობა, მეტად რთულ გარემოში გაატარა.

რაც შეეხება მის, მაკედონიის მეფეზე გათხოვებას, – ეს დინასტიური ქორწილი იყო. ფილიპს მაკედონიის გაერთიანება უნდოდა ეპირთან და ამიტომ, ის ეპირიელ პრინცესაზე დაქორწინდა. სწორედ ფილიპმა დაარქვა თავის ცოლს ოლიმპიადა (Ὀλυμπιάς, Olympias) – იმ დროს მიმდინარე, ოლიმპიური თამაშების პატივსაცემად.

ოლიმპიადა მექალთანე ფილიპის, რიგით, V ცოლი იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მისი ცოლები სრულიად უცნობი და ნაკლებად ცნობილი არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ და როგორც კი, მეფეს მორიგე ცოლი მოსწყინდებოდა, – მას სასახლიდან აგდებდა. ასე, რომ, შეიძლება ითქვას, რომ სასახლეში მისულ ახალ დედოფალს, კონკურენტთან შეხვედრის საფრთხე არ ელოდა.
ძვ. წ. აღრ. 356 წ. ოლიმპიადას ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. სასახლეში თითქოს ყველა ბედნიერი იყო. მაგრამ, ეპატაჟურმა ოლიმპიადამ, მეუღლე საკმაოდ მალე მოიშორა და მას საკუთარ საძინებელში კი არ უშვებდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ფილიპეს ღალატი იყო.

როდესაც ამ თემაზე ჩამოუგდეს მას სიტყვა, დედოფალმა განაცხადა, რომ ქმრის საქციელი არ ადარდებდა, რადგან თავად ზევსის საყვარელი იყო. მისი თქმით, ელვისა და ქუხილის ღმერთი, მასთან ღამე მიდიოდა და ალექსანდრეს ნამდვილი მამა სწორედ ის იყო.

როგორც არ უნდა განვითარებულიყო სასახლეში მოვლენები, ბოლო სიტყვა მაინც ფილიპს ეკუთვნოდა. მან მეამბოხე ცოლი, შვილთან ერთად, ეპირიაში გაუშვა, ხოლო თავად მაკედონელ არისტოკრატზე კლეოპატრაზე დაქორწინდა.

გადმოცემით, დევნილობაში მყოფმა ოლიმპიადამ, ყოფილ მეუღლეს მკვლელი მიუგზავნა. ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, სასახლეში დაბრუნდა და მეფის ყველა ფავორიტს წარმოუდგენელი სისასტიკით გაუსწორდა. მან არც ბავშვები დაინდო და ბრძანება გასცა, რომ მისი ოჯახის დამანგრეველი კლეოპატრა, თავის 1 წლის ქალიშვილთან ერთად, დიდ ბრინჯაოს ქვაბში მოეხარშათ.

ასეთი ამაზრზენი ხოცვა–ჟლეტის შემდეგ, უკვე ტახტზე ასულ ალექსანდრეს, შეიძლება ითქვას, რომ დედის ეშინოდა და მის გაბრაზებას ერიდებოდა. გამეფებიდან 2 წლის შემდეგ, ძვ. წ. აღრ. 334 წ. ალექსანდრე აღმოსავლეთის ლაშქრობაში წავიდა და ოლიმპიადას ის ცოცხალი აღარ უნახავს. მაგრამ, დედა–შვილს კავშირი არ გაუწყვეტიათ. ოლიმპიადა ალექსანდრეს ხშირად წერდა და რჩევებს აძლევდა, იმასთან დაკავშირებით, თუ მასთან დაახლოებული წრიდან, ვინ უნდა მოეკლა... მაგრამ, დედისგან მოშორებით მყოფი ალექსანდრე, მის აზრს არ ითვალისწინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების კი არა, საყვარელი ძაღლის გარეშეც დარჩებოდა, რადგან ოლიმპიადამ მისი მოკვლაც ბრძანა.

ბაბილონში ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ოლიმპიადა შვილიშვილის ალექსანდრე IV დე-ფაქტო რეგენტი გახდა და ძვ. წ. აღრ. 317 წ. ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო. ალექსანდრეს ოფიციალური რეგენტები კი, მაკედონელის მთავარსარდლები იყვნენ. მისი ძირითადი კონკურენტი ალექსანდრეს ახლო მეგობარი და თანამოაზრე, ანტიპატრეს შვილი კასანდრე იყო. ლაშქრობაში წასვლის წინ, ალექსანდრე მაკედონელმა ქვეყნის მმართველად სწორედ ანტიპატრე დანიშნა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოლიმპიადასთან... და ეს ურთიერთობა, იმდენად ცუდი იყო, რომ ერთხელ, მორიგი ჩხუბის შემდეგ, ატირებული ოლიმპიადა სახლში, ეპირშიც კი გაიქცა.

ეპირიდან დედოფალი ჯარით დაბრუნდა და კონკურენტების განადგურება დაიწყო. პირველ რიგში, მან თავიდან ტახტის მემკვიდრე ჭკუასუსტი ფილიპ III არიდეოსი (მაზლი) და მისი თანამმართველი მეუღლე ევრიდიკა მოიშორა. ისინი ჯერ საპყრობილეში გამოკეტა, ხოლო შემდეგ, სიკვდილით დასაჯა. გარდა ამისა, ანტიპატრეს წინააღმდეგაც გაილაშქრა და მისი ახლობლები და ნათესავები ერთიანად ამოახოცვინა. ოლიმპიადის მრისხანება ანტიპატრეს მეორე ვაჟიც მისწვდა და შეიწირა კიდეც. ძმის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, კასანდრემ მაკედონიაში დაბრუნდა, პიდას ციხე–სიმაგრე, სადაც ოლიმპიადა იმყოფებოდა, ალყაში მოაქცია და დედოფალი იძულებული გახდა გამარჯვებულს დანებებოდა.

ოლიმპიადას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ, მისი აღსრულება გაჭირდა. დიდი ალექსანდრეს დედის სისხლში ხელის დასვრა არავის უნდოდა. მაშინ კასანდრემ იმ ადამიანების ნათესავები მიიწვია, ვინც ოლიმპიადას სისასტიკეს შეეწირა. მათ კი, ყველაზე ლამაზი სამოსი ჩაიცვეს, რაც მოეპოვებოდათ, დედოფალი წრეში მოიქციეს და ქვების სროლა დაუწყეს. მოკლედ, ყველაფერი, თითქმის უსისხლოდ დასრულდა... ოლიმპიადას გვამი უახლოეს სანაგვეზე დააგდეს და მისი ღირსეულად დაკრძალვის უფლება არავის მისცეს.

ამის შემდეგ, კასანდრემ სიკვდილით ალექსანდრე მაკედონელის მეუღლე როქსანა და მისი არასრულწლოვანი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე – ალექსანდრე IV სიკვდილით დასაჯა. ალექსანდრე მაკედონელის ნახევარ დაზე დაქორწინდა და მაკედონიის ტახტზე ავიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (II ნაწილი)

* ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს)

* ფოტო ნაკრები რუბრიკიდან – "ცხოვრება მშვენიერია"

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
630
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0