x
image
Yoona
Mediator image
აერობიკა, ჰულაჰუპი, სახტუნელა - 80-იანი წლების საკულტო სპორტული აქტივობები პოპულარობის პიკს დაუბრუნდა
ბოლო პერიოდში რეტრო ვარჯიშებმა პოპულარობა მოიპოვა. ჰულაჰუპი, გორგოლაჭებიანი ციგურები, სახტუნელა და აერობიკა მოდაში დაბრუნდა.

80-იანი წლების სპორტული სტილის ვიდეოები სოციალურ ქსელებში ასობით მილიონ ნახვას იძენს, მომხმარებლები ნოსტალგიაში იძირებიან და ვარჯიშებს ბავშვობიდან იხსენებენ. დროგადასულობის მიუხედავად ამ ტიპის ფიზიკური აქტივობა მაინც ეფექტურია მოხდენილი ფიგურის მისაღწევად და გასახდომად. რა სარგებელი აქვს 80-იანი წლების ფიზკულტურას?



image



ევროპის ბევრ ქვეყანაში სავარჯიშო დარბაზები აწყობს ვარჯიშებს 80-იანი წლების სტილში. კლიენტები სიამოვნებით დადიან აერობიკის გაკვეთილებზე, გორგოლაჭებიანი ციგურებით დასეირნობენ, ხტუნავენ სახტუნელათი და ატრიალებენ ჰულაჰუპს. ასეთი ფიზიკური აქტივობა შესანიშნავია სხეულის გასაძლიერებლად და გასახდომად.



ჰულაჰუპი წვრილი წელისთვის


image



რგოლი ტანვარჯიშისთვის მილიონობით ქალის საყვარელი სპორტული აღჭურვილობაა მთელ მსოფლიოში. მიზეზიც აქვს: ასეთი ვარჯიში მუცლის კუნთებს აძლიერებს. ჰულაჰუპი კვლავ პოპულარობის პიკზეა, რადგან მასთან ერთად ვარჯიში სახალისო და სასარგებლოა.



თუ დამწყები ხართ, ინსტრუქტორები გირჩევთ, აირჩიოთ დამძიმებული ვარიანტები, რადგან მისი წელზე დაჭერა უფრო ადვილია. ჩვეულებრივი რგოლები უფრო სწრაფად მოძრაობს, მაგრამ უფრო რთული საკონტროლებელია. ჰულაჰუპი უნდა ატრიალოთ ორი მიმართულებით, რომ დაზიანება თავიდან აიცილოთ.



გორგოლაჭებიანი ციგურები

image



80-იან წლებში გორგოლაჭებიანი ციგურები საკულტო აქსესუარი იყო. ახლა მოდაში ბრუნდება და პარკებში უფრო და უფრო მეტი ხალხს ნახავთ გორგოლაჭებით. მწვრთნელები ასეთ გასეირნებას იწონებენ, რადგან გორგოლაჭებიანი ციგურები სეირნობისას სხეულის ყველა კუნთი ჩართულია. ასეთი აქტივობა აძლიერებს ტანს, ფეხის ზედა ნაწილს და ბალანსს აუმჯობესებს.



გორგოლაჭებიანი ციგურებით სეირნობა დაცემის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად დაცემა ისწავლოთ. დაცემისას სცადეთ დუნდულებით დაჯდეთ, უსაფრთხოების ბალიშის როლს ასრულებს. გორგოლაჭებიანი ციგურებით სეირნობისთვის აირჩიეთ სწორი გზა, განსაკუთრებით პირველი მცდელობისას. სანამ პარკში როლიკებით გაისეირნებთ, სახლში ივარჯიშეთ წონასწორობის დაკავება.



სახალისო აერობიკა

image



აუცილებელი არაა, ჩაიცვათ ფერადი ლასინი და კომბინეზონი აერობიკის სავარჯიშოდ, როგორც ეს ძველ კეთილ დღეებში იყო. გამოდგება ნებისმიერი სპორტული ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ვარჯიში მუსიკის ფონზე სახალისოა, ამიტომ ასეთი ვარჯიშები დიდი წარმატებით სარგებლობს. არა მხოლოდ კუნთებს აძლიერებს, არამედ გულისა და ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს, ასევე განწყობას აუმჯობესებს.



აერობიკა კუნთების გაძლიერებას და ამტანობას ავითარებს. კარდიო ვარჯიშის შესანიშნავი ალტერნატივაა. გარდა ამისა, ვარჯიშისას გამოიყოფა სიხარულის ჰორმონი სეროტონინი, რომელიც ამცირებს სტრესს და შფოთვას.



სახტუნელათი ხტომა

image



სახტუნელათი ხტომა ასოცირდება უდარდელ ბავშვობასთან, მაგრამ იდეალურია უფროსებისთვისაც, როგორც ინტენსიური კარდიო ვარჯიში. ხტუნვისას აქტიურდება ყველა კუნთი, რაც გულის მუშაობას და ამტანობის ზრდას ხელს უწყობს, ასევე აძლიერებს მოძრაობის კოორდინაციას. აუცილებელია არაა ისე იხტუნოთ, რომ ფეხები დუნდულებს შეახოთ, როგორც სკოლაში აკეთებდით. საკმარისია, რომ თოკი ფეხქვეშ გაატაროთ.



სახტუნაო თოკზე ხტუნვა სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც. კონცენტრაციას ავითარებს. დაიწყეთ დღეში ათი წუთით, თანდათან გაზარდეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირის განმავლობაში. აირჩიეთ მსუბუქი, მოკლე და გამძლე სახელურების მქონე სახტუნელა.



ფიზიკური აქტივობის საინტერესო და სასარგებლო სახეები არასდროს გადადის მოდიდან. 80-იანი წლების სტილის სპორტული ვარჯიშები გაახარებს სულს თბილი მოგონებებითა და გააძლიერებს სხეულს ისე კარგად, როგორც თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსები.



ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლების და პროტესტის სიმბოლო - გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე გოგონების 22 ფოტო

როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში?

სპორტისა და დიეტის გარეშე - როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად?


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
24