x
image
Yoona
Mediator image
სპორტისა და დიეტის გარეშე - როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად?
ჭარბი წონის მოშორების მრავალი გზა არსებობს. მაგალითად, სწორი კვება შეგიძლიათ დაიწყოთ, მკაცრი დიეტა დაიცვათ, უარი თქვათ პროდუქტებზე, რომელიც ჩუმად გვმატებს არასასურველ კილოგრამებს, ან ვარჯიში დაიწყოთ. თუ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი არ გსურთ, არ იდარდოთ: გამოსავალი არსებობს!



image



უბრალოდ აქტიურად და ხშირად შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები, რომლებიც კალორიებს წვავს. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ ზედმეტი კილოგრამები ერთმანეთის მიყოლებით გაქრება!



ვახშმის მომზადება

image




დახარჯეთ ვახშმის მომზადებაში 35 წუთი და დაახლოებით 100 კალორიას დაწვავთ. აირჩიეთ რეცეპტი, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ინგრედიენტის დაჭრას. გახსოვდეთ ისიც, რომ მალე სუფრასთან დასხდებით და დახარჯულ ენერგიას შეავსებთ.



ძაღლთან ერთად გასეირნება

image



თუ დღეში მინიმუმ 30 წუთი ძაღლს გაასეირნებთ, არა მხოლოდ შინაურ ცხოველს ასიამოვნებთ, არამედ 100 კალორიას დაწვავთ. რაც უფრო დიდხანს ისეირნებთ, მით უკეთესი!



ტანსაცმლის დაუთოება

image



ბევრი ადამიანი თვლის, რომ ტანსაცმლის დაუთოება მოსაწყენი და დამღლელი საქმეა. ეს მართალია! იცით, რომ ასეთი აქტივობით 40 წუთში დაახლოებით 100 კალორიას დაწვავთ.



სახლის დალაგება

image



30 წუთიანი სახლის დასუფთავებით 100 ზედმეტ კალორიას მოიშორებთ და ბონუსად მოწესრიგებულ სახლს მიიღებთ.



მაღაზიებში სიარული

image



100 კალორიის დასაწვავად დახლებს შორის 40 წუთი უნდა იაროთ, ამიტომ არ იჩქაროთ და დიდი მაღაზია აირჩიეთ. თუ ყველა პროდუქტს სახლში ფეხით მიიტანთ, რამდენიმე კილოგრამს ნამდვილად დაიკლებთ.



ნაძვის ხის დადგმა

image



იმ დროში, სანამ ნაძვის ხეს აფორმებთ ბურთებით, გირლანდებით და სხვა დეკორაციებით, ეს კი დაახლოებით 40 წუთია, თქვენი ორგანიზმი 100 კალორიას მოიშორებს. ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ამ მეთოდის გამოყენება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ. ამიტომ შანსი არ გაუშვათ.



თევზაობა

image



30 წუთიანი მშვიდი თევზაობა ზედმეტი კალორიების მოშორებაში დაგეხმარებათ. თან დროსაც კარგად გაატარებთ და ყოველდღიურ აურზაურსაც გაექცევით.



უბრალოდ დაფიქრდით: მთელი წლის განმავლობაში ამ ქმედებების რეგულარულად გამეორებით 25 კილოგრამამდე ჭარბი წონა შეგიძლიათ დაიკლოთ. არანაირი სპორტი და დიეტა. მართალია, სწრაფი კვების პროდუქტების და ტკბილეულის ჭამა მაინც არ ღირს.



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
59