x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მომენტი ცნობილი ფილმებიდან, რომლებმაც მაყურებლის აზრით სიუჟეტი უბრალოდ გააფუჭა

ძალიან კარგი ფილმის გაფუჭება კი ადვილად შეიძლება. საკმარისია სენტიმენტალური სცენის უადგილო ჩასმა ან შეუფერებელი რომანტიული ეპიზოდის დაწერა. ეს ჩვენს საყვარელ ფილმებშიც ხდება. image


1. ეშმაკი ატარებს პრადას

ენ ჰეთევეის გმირი ანდრეა იწყებს კარიერის აწყობას მოდის ჟურნალში. მუშაობა ანდრეას თითქმის მთელ დროს ართმევს. მაგრამ მისი მეგობარი ბიჭი ნეითი არ არის მზად ამის გადასატანად და მუდმივად აიძულებს ანდრეას თავი დამნაშავედ იგრძნოს გამოტოვებული შეხვედრებისა და გადაუდებელი სამუშაო ზარების გამო. დაბადების დღეს ვერ მიუსწრო, მაგრამ მას მაინც მიაქვს დაბადების დღის კექსი ანთებული სანთლით. ნეითს კი არ სურს მასთან საუბარი.

ბევრი მაყურებლისთვის ასეთი ურთიერთობა ძალიან ტოქსიკური ჩანდა: ნეითს, როგორც ჩანს, სურდა, რომ მისი შეყვარებული ყოველთვის დაუცველი ყოფილიყო და არ ამბიციური გეგმები და კარიერა მისი, როგორც საქმროს გეგმებში არ შედიოდა. მაყურებლის აზრით ანდრეას მეგობრებიც აიძულებენ მას თავი დამნაშავედ იგრძნოს და არ უდგანან მხარში რპგპრც საჭიროა. ყველაფერს კი ის ფაქტი აგვირგვინებს, რომ ანდრია საბოლოოდ მაინც ნეითთან რჩება.image

2. ტყვიაზე სწრაფი

მთელი ფილმის განმავლობაში ბრედ პიტის პერსონაჟი ტელეფონზე საუბრობს თავის კურატორთან. ჩვენ არ ვიცით ვინ არის ის, მაგრამ გვაქვს განცდა, რომ მათ სრული ურთიერთგაგება აქვთ. კურატორი ბოლოში მოულოდნელად გამოჩნდა და სანდრა ბულოკის კამეოს ყველამ დადებითად ვერ შეაფასა. ზოგიერთი მაყურებლის აზრით, რუფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ფანტაზიისთვის ადგილი დაეთმოთ და არ გაემჟღავნებინათ გმირის მუდმივი თანამოსაუბრის ვინაობა.image

3. მომავლის ზღვარი

ემილი ბლანტის გმირი სამეცნიერო ფანტასტიკურ სამოქმედო ფილმში უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ არის ძლიერი ქალი, რომელიც შორს არის სენტიმენტალურისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, ტომ კრუზის ხიბლს მანაც კი ვერ გაუძლო. ფილმის კულმინაციის დროს, რატომღაც, ქალი მას გამომშვიდობებისას კოცნის. ამან მაყურებლის გაღიზიანება გამოიწვია. კოცნის მომენტში ისინი ერთმანეთს 1 დღის მანძილზე იცნობდნენ, ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, კოცნის ინიციატივა ტომ კრუზის გმირისგან რომ წამოსულიყო მაგრამ არა, სიუჟეტში მაინც სენტიმენტალურობა ჩააქსოვეს ქალის მხრიდან. image

4. ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

T-800 არის იდეალური მანქანა. მაგრამ ტერმინატორმაც კი არ იცის ყველაფერი, ამიტომ ჯონ კონორი ასწავლის მას, თუ როგორ უნდა ისაუბროს სლენგზე, როგორ იაროს სწორად და როგორ დაარტყას ხელი. ზოგიერთმა მაყურებელმა ასეთი კომიკური ეპიზოდი შეუფერებლად მიიჩნია.
image

5. ქალი საოცრება


ფილმის ბოლოს დიანა პირისპირ ხვდება თავის მთავარ მტერს, არესს. ბოროტი ღვთაება სთავაზობს მას შეუერთდეს მას და გაანადგუროს მთელი მსოფლიო მასთსნ ერთად. პასუხად, დიანა უპირისპირდება მას. მაგრამ მაყურებელს ეს გრძელი სამოქმედო სცენა არასაჭიროდ და ზედმეტად მათოსურად მიაჩნია.image

6. ნიუ-იორკის ბანდები

კამერონ დიაზმა თავი, ძირითადად, კომიკოს მსახიობად ჩამოაყალიბა. მაყურებელი მიჩვეული იყო როლებს, როგორიც ჰქონდა ნიღაბში ან ჩარლის ანგელოზებში, ამიტომ კოსტიუმირებულ დრამაში მისი არჩევა როლისთვის ყველა მაყურებელს წარმატებული არ ჩანდა.image


7. პრესტიჟი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებენ ცუდად დაწერილი ქალი პერსონაჟების გამო. ეს ბედი ეწია სკარლეტ იოჰანსონსაც, რომელმაც საყვარელი პერსონაჟის როლი შეასრულა. მსახიობის სილამაზისა და ქარიზმის მიუხედავად, მისი პერსონაჟი ხშირად არადამაჯერებლად გამოიყურება.image

8. ტიტანიკი

როდესაც როუზი ჯეკთან ერთად გარბის წვეულებაზე მე-3 კლასის კაბინაში, ის ნამდვილად მხიარულობს. მას არ უჭირს საერთო ენის პოვნა სხვა მგზავრებთან, რომლებიც განსხვავდებიან მისი ჩვეულებრივი გარემოსგან.

თუმცა, სცენა, სადაც ის რატომღაც წყვეტს მკლავჭიდში ორ მამაკაცს შორის და ამბობს: "შეგიძლია ამის გაკეთება?" ბალერინასავით ფეხის თითებზე დგება, რის გამოც ბევრ მაყურებელს დაბნეულს ტოვებს. და მართლაც, გაუგებარია, რატომ მოიქცა როზა უცებ ასე არაადეკვატურად და ყველა მგზავრის თვალწინ შეარცხვინა თავი.image


9. სიჩქარე

ენი, რომელსაც სანდრა ბულოკი ასრულებს, თავდაჯერებულია და აკონტროლებს სიტუაციას. თუნდაც უკიდურესად ექსტრემალური იყოს. თუმცა, ფილმი მაინც მთავრდება ტიპიური ქალის როლში და მივიღეთ "ხიფათში მყოფი ქალი", რომელიც ვაჟკაცურად გადაარჩინა კიანუ რივზის პერსონაჟმა.image


10. ინტერსტელარი

მაღალბიუჯეტიანი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის შემქმნელები მუშაობდნენ სამეცნიერო კონსულტანტებთან. ალბათ ამიტომაა, რომ მონოლოგური სცენა, სადაც ენ ჰეთევეის პერსონაჟი ამტკიცებს, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა კი არა, ხელშესახები რაოდენობაა, რაღაც, რომელსაც შეუძლია დროისა და სივრცის გადალახვა, გააკრიტიკეს მაყურებლებმა. ბევრმა ეს ეპიზოდი ზედმეტად სენტიმენტალურად და პრეტენზიულად მიიჩნია.
image



0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0