x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 შემთხვევა, როდესაც რეჟისორებს მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩათ, ჩვენ კი ვერც შევამჩნიეთ

image
ფილმის ან სერიალის გადაღება რთული პროცესია, ამიტომაც მარტივია რაიმე დეტალის გამორჩენა, შეცდომებს ხან გადამღები ჯგუფის წევრები უშვებენ, ხან კოსტიუმების დიზაინერები და ხანაც თავად რეჟისორები:

1. “სპენსერი"- პრინცესა დიანა არ ატარებდა შანელს რადგან ასოები ახსენებდა მას პრინც ჩარლზის რომანს კამილასთან (Charles and Camilla).image

2. ფილმში “The Doors" გმირი ატარებს Ray-Bans-ის სათვალეებს. ეს მოდელი გამოვიდა მხოლოდ 1980-იან წლებში ხოლო ფილმი მოგვითხრობს 1960-იანი წლების მოვლენებზე.image

3. ფილმში "ახალგაზრდა ვიქტორია" რამდენიმე კაბაზე (მათ შორის თავად ვიქტორიას კაბაზეც) უკანა მხარეს ჩანს ელვის შესაკრავი. მაგრამ ელვა გამოიგონეს ფილმში აღწერილი მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ.image

4. ფილმში "ჩემი გოგო" ერთ-ერთ კადრში გოგონა ატარებს განწყობის ბეჭედს (იგი იცვლის ფერს სხეულის ტემპერატურის მიხედვით). მოვლენები ხდება 1972 წელს და ასეთი ბეჭდები მხოლოდ 1975 წელს გამოჩნდა.image

5. ფილმში “მამაცი გული" პრინცესა იზაბელა ატარებს ქამრებს ლითონის ორნამენტებით. მოქმედება 1280 წელს ვითარდება და ასეთი ქამრები მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გამოჩნდა.image

6. ფილმში “მეფის სიტყვა" ერთ-ერთ სცენაში იორკის ჰერცოგინიას ულამაზესი ქუდი ახურავს. მართალია, ასეთი სტილი მოდაში მოგვიანებით შემოვიდა, ვიდრე აღწერილი მოვლენებია.image

7. ფილმში „სპენსერი“ არის სცენა, რომელშიც დიანა მარგალიტის ყელსაბამს წყვეტს და მძივები თეფშში ვარდება. რეალურად ეს შეუძლებელია. ძვირადღირებულ ყელსაბამებში მძივები მხოლოდ ერთ ძაფზე კი არ არის მიბმული, ყველა ცალ-ცალკეა. ამიტომ, თუნდაც პრინცესას ყელსაბამი მართლა გაეწყვიტა, მხოლოდ 1 ცალი ჩამოვარდებოდა.image

8. ჰარი პოტერის მეოთხე ნაწილში ჰერმიონამ მეჯლისზე ყველას ყურადრება მიიპყრო თავისი ვარდისფერი კაბით. წიგნში ის ცისფერია.image

9. ფილმ "ამადეუსის" ერთ-ერთ კადრში შეგიძლიათ იხილოთ კონსტანცია ლამაზ ბიუსტჰალეში. ასეთი მაქმანებიანი კორსეტები მოდაში შემოვა დაახლოებით 200 წელიწადში (1980-იან წლებში), სურათის მოქმედება კი მე-18 საუკუნეში ხდება. მოცარტის დროს ქალები ჩვეულებრივ ატარებდნენ კორსეტებს თასმებით, რომლებიც ფიგურას კონუსურ ფორმამდე ასახავდნენ. image

10. სერიალში კერი ბრედშოუ ატარებს ტრადიციულ ინდურ კოსტუმს და მას სერიალში უბრალოდ სარის უწოდებს. მაგრამ მაყურებელმა შეამჩნია, რომ მას სარი კი არა, ლეჰენგა ეცვა.image

11. გალი გადოტი ატარებს იშვიათ ყვითელი ტიფანის ბრილიანტის ყელსაბამს ფილმში “სიკვდილი ნილოსზე". ქვა ნამდვილად არსებობს და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტია. ის 1877 წელს იპოვეს და პირველად ყელსაბამში მხოლოდ 1957 წელს მოათავსეს. ფილმის მოვლენები ვითარდება 1937 წელს.image

12. ჰარი პოტერის ფილმების ზოგიერთ სცენაში მსახიობების ზურგზე უცნაური ამობურცულობების დანახვა შეგიძლიათ. ეს არის პორტატული ელემენტები, რომლებიც შემთხვევით მოხვდა კადრში.image

13. სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლება დეინერისის ვარცხნილობა ნაწნავებით წამებში.image

14. ფანებმა შენიშნეს, რომ “ქალი-საოცრება''-ს თრეილერში გალ გადოტის იღლიები გაღიავებულს ჰგავს. მეტიც, მსახიობს კანზე მსუბუქი ლაქებიც არ აქვს. დიდი ალბათობით, ისინი ნამდვილად გააღიავეს ვიდეოს დამუშავებისას.image

15. ბინდის საგის სხვადასხვა სცენებსა და ნაწილებში ვხედავთ, რომ ჯეიკობის ტატუ ან თითქმის მხარზეა განთავსებული, ან მკლავზე „გარბის“.image

1
9292
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9292
  
2023, 27 თებერვალი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1